spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მალე, როდესაც ჩვენ შევცვლით მთავრობას და როდესაც ჩვენ...

“მალე, როდესაც ჩვენ შევცვლით მთავრობას და როდესაც ჩვენ ერთად ავამუშავებთ ეკონომიკას, ჩვენი მოქალაქეები აუცილებლად დაბრუნდებან საკუთარ სახლებში, საკუთარ ოჯახებთან” – გიორგი ვაშაძე

ბრიუსელში გამართულ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე. ოპოზიციონერმა ლიდერმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება საქართველოდან წასულ ქართველ ემიგრანტებზე გაამახვილა.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარის თქმით, ფასების ზრდის გამო ქვეყანას უამრავი ქართველი ტოვებს და ამ გადასახლების უკან ივანიშვილის პარტია დგას:

როდესაც საქართველოში ხელფასები არ იზრდება და ფასები არ იკლებს ჩვენი ხალხი ტოვებს ქვეყანას.

მმართველი პარტიის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ 800 000 ქართველმა დატოვა საქართველო. ამ გადასახლების უკან მხოლოდ ერთი ძალა იდგა.

ქართველებს საკუთარ ქვეყანაში დარჩენის საშუალება არ აქვთ.

ბევრი თქვენგანი იპოვის ჩვენს მოქალაქეებს თქვენს ქვეყანაში. მათ უმრავლესობას სახლში დაბრუნება სურს მაგრამ მათ არ შეუძლიათ საქართველოში უზრუნველად ცხოვრება.

მალე, როდესაც ჩვენ შევცვლით მთავრობას და როდესაც ჩვენ ერთად ავამუშავებთ ეკონომიკას, ჩვენი მოქალაქეები აუცილებლად დაბრუნდებან საკუთარ სახლებში, საკუთარ ოჯახებთან.

ჩვენ გვაქვს უდიდესი პოტენციალი, ჩვენ შეგვიძლია კვლავ ვიყოთ გლობალური განვითარების შუქურა.

ჩვენ გვყავს წარმოუდგენლად ნიჭიერი ხალხი, დიდი ტექნიკური და შემოქმედებითი შესაძლებლობებით.

ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი სტრატეგიული მდებარეობა მსოფლიო რუკაზე, ჩვენ შევძლებთ ინვესტორებს შევთავაზოთ აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის დამაკავშირებელი გზა ძლიერი კავშირებით ევროპასა და ამერიკასთან“, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“აღარ არსებობს აღარც მთაწმინდა, აღარც სოლოლაკი… სულ ბეტონი, უჟანგბადობა, კლაუსტროფობია… სიმახინჯე…” – ლაშა ბუღაძე

მწერალი, დრამატურგი ლაშა ბუღაძე, მძიმე შეფასებებით, კონკრეტულ ფაქტებზე აკეთებს...

“საქართველოს ეროვნული ბანკი მოუწოდებს მოქალაქეებს გამოიჩინონ განსაკუთრებული ყურადღება და სიფრთხილე” – სებ-ის განცხადება შესაძლო...

შესაძლო თაღლითურ მანიპულაციებთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს საქართველოს ეროვნული...

“ნუ ბოდავთ, რა ქართული დიპლომატიის გამარჯვება, სადღაა ქართული დიპლომატია…” – გია ჯაფარიძე

კუნძული-სახელმწიფო ნაურუ წლების წინ ოკუპირებული ტერიტორიების აფხაზეთის და ცხინვალის...

აჭარის ტურისტული პოტენციალი საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა

ავსტრიულმა სამოგზაურო პლატფორმამ ,,1000 Things” აჭარის შესახებ ვრცელი სტატია...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“ვისაც ფორმის ფული არ ექნება და ვერ შეიძენს – სკოლაში არ შეუშვებენ?” – არჩილ...

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, კონკრეტული შეკითხვების თანხლებით, სერიოზულ პრობლემებზე ამახვილებს...

“მარიზ, ჩემო კეთილო ადამიანო, იცოდე, შენ დაგცინიან ის ადამიანები, რომლებმაც პრეზიდენტად ყაველაშვილი აირჩიეს” –...

პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტის დედის, საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილის...

“ცუდი ამბავი რუსებისთვის და კარგი ჩვენთვის…” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი, უკრაინაში სამხედრო სფეროში განხორციელებულ კონკრეტულ საკადრო გადაწყვეტილებას,...