spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ვეკითხები პრემიერ-მინისტრს, ასევე ყოფილ პრემიერს და ბიძინა ივანიშვილსაც...

“ვეკითხები პრემიერ-მინისტრს, ასევე ყოფილ პრემიერს და ბიძინა ივანიშვილსაც – რა მოხდა ამ ქვეყანაში? რა ჩაატარეთ ისეთი, რომ რეგიონში ყველაზე დიდი ფასები გვაქვს პირველადი მოხმარების პროდუქტებზე?” – გიორგი ვაშაძე

რატომ არის საქართველოში ყველაფერი ყველაზე ძვირი რეგიონში?“ – ამ კითხვით მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის წევრებს.

როგორც ვაშაძემ განაცხადა, პირველადი მოხმარების პროდუქტები საქართველოში უფრო ძვირია ვიდრე სხვა ქვეყნებში.

ოპოზიციონერმა ლიდერმა იმავე შეკითხვით მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძეს, ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და ასევე „ქართული ოცნების“ დამფუძნებელ, ამჟამად პარტიის საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილსაც მიმართა:

მამუკა მდინარაძეს მინდა დავუსვა კითხვა, რატომ არის საქართველოში ყველაფერი ყველაზე ძვირი რეგიონში? პირველადი მოხმარების პროდუქტები, ბინის ქირა, ნებისმიერი პროდუქტი რატომ არის გაცილებით უფრო ძვირი ვიდრე თურქეთში, სომხეთში, აზერბაიჯანში, მოლდოვაში, ყირგიზეთში, ყაზახეთში, სადამდე შეიძლება წავიდეთ?!

ხელთ მაქვს საერთაშორისო ავტორიტეტული კომპანიის კვლევა, შეგიძლიათ თქვენც ნახოთ ეს კვლევა თუ დაინტერესდებით, რომელიც პირდაპირ ამბობს, რომ რძე, კვერცხი, ყველი, კარტოფილი, ვაშლი, ფორთოხალი, ხახვი, სალათის ფურცლები არის ყველაზე ძვირი მთელს რეგიონში საქართველოში.

უფრო მეტიც, ეს ავტორიტეტული კომპანია ამბობს, რომ ოთხ სულიანმა ოჯახმა რომ მეტნაკლებად ნორმალურად იცხოვროს სჭირდება 6000 ლარი შემოსავალი. მე კითხვას გისვამთ უმრავლესობის წევრებს, სად აქვს 6000 ლარი თბილისში ან საქართველოში მაცხოვრებელ 4 სულიან ოჯახს?

ეს ცინიზმი, რაც ივანიშვილის პარტიას ახასიათებს, ეს უტიფარი სიტყვები და გამონათქვამები თქვენ ფიქრობთ, რომ პასუხია ხალხის გაჭირვებაზე?!
ეს ხალხს აქვს თქვენთან შეკითხვა, რა ხდება ამ ქვეყანაში ისეთი, რომ სტამბოლი რომელიც მსოფლიოში ყველაზე ძვირ ქალაქად ითვლება მაზე უფრო მეტი სიძვირე არის თბილისში? რა ხდება, რა გააკეთეთ ისეთი, რომ ბაქო, ერევანზე ძვირი არის თბილისი? რა გააკეთეთ, რომ საქართველო არის ყველაზე ძვირი ქვეყანა?

ადამიანები მაღაზიებში რომ შედიან შიშით არიან უკვე, ვერ ყიდულობენ პირველადი მოხმარების პროდუქტებს და თქვენ ეს სასაცილოდ არ გყოფნით ხალხო! მე გეკითხებით, ეს ნორმალურია? გაეცით პასუხი ამ კითხვაზე ხალხს, რა ხდება?

იგივე კითხვას ვუსმევ პრემიერ-მინისტრს, ასევე ყოფილ პრემიერსაც და ბიძინა ივანიშვილსაც, რა მოხდა ამ ქვეყანაში? რა ჩაატარეთ ისეთი, რომ რეგიონში ყველაზე დიდი ფასები გვაქვს? აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს აჭარბებს ფასები უკვე საქართველოში. წარმოუდგენელია ამ ვითარებაში უკვე ცხოვრება და მერე რომ სვამ კითხვას რატომ მიდის ქვეყნიდან ხალხი? – იმიტომ, რომ შემოსავალი აკლდებათ ფასები კი იზრდება, ვერ არჩენენ ოჯახს მიდიან ქვეყნიდან.

კითხვა არის კონკრეტული და ამ კითხვას გაეცით პასუხი, თქვენი ცინიზმი, ქილიკი და რაღაც აგდებული დამოკიდებულება ეს თქვენზე მიუთითებს, რომ ეს თქვენ არ გაღელვებთ!“, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“უარი ვთქვათ უსამართლობაზე და ერთად ვიბრძოლოთ ჩვენი ხმის დაბრუნებისთვის” – ქართველი ემიგრანტების პეტიცია

ქართველი ემიგრანტების საინიციატივო ჯგუფმა პეტიცია შექმნა, რითიც საზღვარგარეთ მცხოვრები...

“ეს “სახლობანას თამაშიც” აღარ არის “ბატონო” ბიძინა – “ბავშვებს მიხედეთ” გადაწვეს კანცელარია!” – ირაკლი...

მამუკა მდინარაძესთან მიმართებით მორიგ სამთავრობო საკადრო გადაწყვეტილებას ირონიული შეფასება-მინიშნებებით...

“აღარ არსებობს აღარც მთაწმინდა, აღარც სოლოლაკი… სულ ბეტონი, უჟანგბადობა, კლაუსტროფობია… სიმახინჯე…” – ლაშა ბუღაძე

მწერალი, დრამატურგი ლაშა ბუღაძე, მძიმე შეფასებებით, კონკრეტულ ფაქტებზე აკეთებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“ვისაც ფორმის ფული არ ექნება და ვერ შეიძენს – სკოლაში არ შეუშვებენ?” – არჩილ...

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, კონკრეტული შეკითხვების თანხლებით, სერიოზულ პრობლემებზე ამახვილებს...

“მარიზ, ჩემო კეთილო ადამიანო, იცოდე, შენ დაგცინიან ის ადამიანები, რომლებმაც პრეზიდენტად ყაველაშვილი აირჩიეს” –...

პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტის დედის, საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილის...

“ცუდი ამბავი რუსებისთვის და კარგი ჩვენთვის…” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი, უკრაინაში სამხედრო სფეროში განხორციელებულ კონკრეტულ საკადრო გადაწყვეტილებას,...