spot_img
მთავარიინტერვიუ"ჩვენი მთავარი მოთხოვნა არის ის, რომ პაციენტებმა შეძლონ...

“ჩვენი მთავარი მოთხოვნა არის ის, რომ პაციენტებმა შეძლონ დროული და უწყვეტი მკურნალობა” – გვანცა აფხაიძე

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ ონკოპაციენტების მხარდამჭერი მორიგი აქცია გაიმართა. ,,კავშირი სიცოცხლისთვის’’ დამფუძნებელი, გვანცა აფხაიძე სააგენტო ,,პარალელთან’’ ინტერვიუში აცხადებს, – “ჩვენი მთავარი მოთხოვნა არის ის, რომ პაციენტებმა შეძლონ დროული და უწყვეტი მკურნალობა“:

  • დღეს, დედის დღეს კიდევ ერთხელ შეიკრიბეთ, რა არის თქვენი პროტესტის მთავარი მიზანი, რა კონკრეტული მოთხოვნები გაქვთ და რა ქმედითი ნაბიჯების მოლოდინი გაქვთ ხელისუფლებისგან?

– ჩვენი მთავარი მოთხოვნა არის ის, რომ პაციენტებმა შეძლონ დროული და უწყვეტი მკურნალობა, რაც ამ პირობებში შეუძლებელია. პაციენტებს უშვებენ ბიუროკრატიულ მანქანაში და ისინი ვერ იღებენ დროულად დაფინანსებას და წამლებს იმიტომ, რომ წამლების დეფიციტია.

ჩვენ ვითხოვთ ჯანდაცვის სისტემის გამართვას. ჯანდაცვის სისტემა ახლა არის დანგრეული. პაციენტები ვერც წამალს შოულობენ, უწევთ ,,შავ ბაზარზე’’ წამლის მოძიება, 25 000 ლარიანი ლიმიტი მარტში უკვე უმრავლესობას ამოეწურა. მერე ეს ადამიანები უნდა წავიდნენ რეფერალურში, რეფერალური მოთხოვნისას ელექტრონულ ვერსიას არ იღებს ისევ უნდა შეიტანონ, ამ მხრივ რეგიონებში საშინელი სიტუაციაა იმიტომ, რომ რეგიონებიდან უწევთ ჩამოსვლა, მერე აქ რიგებია და ა.შ. ეს ყველაფერი მერე ურტყამს ჯანმრთელობას და ჩვენ ვკარგავთ უამრავ ადამიანს იმიტომ, რომ ისინი ვერ იღებენ დროულ და უწყვეტ მკურნალობას.

  • გაგრძელდება თუ არა აქციები და გექნებათ თუ არა მსგავსი შეკრებები მანამ სანამ არ დაკმაყოფილდება თქვენი მოთხოვნა?

– თუ ჩვენ არ გვექნება ხელისუფლების მხრიდან გამოხმაურება, მოგვიწევს, რომ გავაგრძელოთ ისევ პროტესტი, იმიტომ, რომ ამ ბრძოლაში უბრალოდ დანებება არ შეიძლება. თუ ჩვენ დავნებდებით, ეს იმას ნიშნავს, რომ ათიათასობით ადამიანი დაიღუპება.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ამასაც შეირჩენენ და ქოცარასტი სუპიხვრეპიები, ამასაც გააპრავებენ” – დავით ქაცარავა

გორში მომხდარ ფაქტს, რა დროსაც პოლიციელები ძალადობდნენ მოქალაქეებზე, მძიმე...

“ჩნდება მარტივი კითხვა: კონკრეტულად რა საიდუმლო ინფორმაცია გადასცა და ვის? ვინ იყო მისი წყარო...

სუს-ის მიერ ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებას და შემდგომში ცალკეული მედიასაშუალებების...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სიძულვილს რომ მინიტორინგი შველოდეს, ქვეყნად უკეთურება არ იქნებოდა” – ლელა ჯეჯელავა

შსს-ში შექმნილი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი სამმართველო საქმიანობის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“პაპუნა ლოცულაშვილმა უნდა იცოდეს, რომ ეს ამბავი არ არის მასზე, ისევ როგორც ლუკა სირაძის...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მიმართვა გორში, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის მსხვერპლ...