spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"უმუშევრობა და უპერსპექტივობა ადამიანებს ნარკოდამოკიდებულებისკენ უბიძგებს - ეს...

“უმუშევრობა და უპერსპექტივობა ადამიანებს ნარკოდამოკიდებულებისკენ უბიძგებს – ეს კიდევ ერთი დადასტურებაა ეკონომიკური ჩავარდნის” – გიორგი ვაშაძე

უმუშევრობა, რომელიც მოიტანა ივანიშვილის პარტიამ, ის პესიმიზმი, რომელიც ქვეყანაშია, უბიძგებს ადამიანებს ნარკოდამოკიდებულებისკენ და ეს არის ის მძიმე ვითარება, რაც ქვეყანაშია და ამას უნდა შველა,“ – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პარლამენტში, პლენარულ სესიაზე გამოსვლისას განაცხადა.

ოპოზიციონერი ლიდერი სიტყვით გამოსვლისას ქვეყანაში ნარკოდამოკიდებულების პრობლემას შეეხო და აღნიშნა, რომ უმუშევრობა და უპერსპექტივობის განცდა ახალგაზრდებში ნარკოდამოკიდებულებას იწვევს.

ვაშაძის თქმით, აღნიშნული ვითარება საქართველოში მძიმე ეკონომიკური მდგომარეობითაა გამოწვეული:

დღე არ გავა, კვირა როგორც მინიმუმ, რომ სამწუხარო ინფორმაცია არ გავიგოთ, ნარკოტიკებისგან გარდაცვლილ ახალგაზრდებთან დაკავშირებით და ეს არის კიდევ ერთი დადასტურება, რამდენად მძიმე ეკონომიკური ვითარებაა ქვეყანაში.

უმუშევრობა, რომელიც მოიტანა ივანიშვილის პარტიამ, ის პესიმიზმი, რომელიც ქვეყანაშია, უბიძგებს ადამიანებს ნარკოდამოკიდებულებისკენ და ეს არის ის მძიმე ვითარება, რაც ქვეყანაშია და ამას უნდა შველა, ამის შველა არის ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, ახალგაზრდების 52%- ს არ აქვს სამსახური, განსაკუთრებით, ეს შეიგრძნობა რეგიონებში და სამწუხაროდ, შემდგომ ამ პესიმიზმისგან, ამ უპერსპექტივობისგან ნარკოდამოკიდებულები ხდებიან და ამას უნდა სისტემური ყურადღება სახელმწიფოს მხრიდან, ეკონომიკის განვითარება, სამუშაო ადგილების შექმნა, ქვეყნის წინსვლა, ამერიკული და ევროპული ინვესტიციები ქვეყანაში.

მიუნხენში კონფერენცია გაიმართა და ივანიშვილის პარტიამ ბოიკოტი გამოუცხადა მას, სადაც მარტო ევროპელი ლიდერები კი არ იყვნენ, არამედ იყვნენ მსოფლიოს წამყვანი ბიზნესკომპანიები, რომლებიც რუსელი სანქციების შემდგომ ეძებენ ალტერნატიულ ადგილს, თუ სად გადაიტანონ თავიანთი ოფისები, წარმოება, მომსახურების ცენტრები. ეს როცა არ აინტერესებს მმართველ პარტიას, ნიშნავს, რომ მხოლოდ ივანიშვილის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ და არა ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე.

ამიტომ გვაქვს ეს მძიმე მდგომარეობა, როცა ადამიანები არიან ნარკოდამოკიდებულები და სამწუხაროდ, ძალიან მძიმედ მთავრდება ეს ყველაფერი ხშირად ქვეყანაში, ამიტომ, თუ ვინმე მეკითხება, რა არის ამის შველა- ამის შველაა ქევყნის ეკონომიკური განვითარება, ყველა ადამიანმა უნდა იგრძნოს თავის თავზე, რომ ქვეყანა წინ მიდის და მას აქვს პერსპექტივა, არის მაღალი ანაზღაურება, შრომობს და მაქსიმალურად ვითარდება,” – განაცხადა ვაშაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ინვესტირება ყველასთვის – რატომ აღარ არის აქციების ფლობა მხოლოდ მდიდრების პრივილეგია?” – გიორგი კეპულაძე

ეკონომიკის დოქტორი, ორგანიზაცია “საზოგადოება და ბანკების” ერთ-ერთი დამფუძნებელი და...

“ღია და დაუნდობელი ბრძოლა მიდის, პირადად ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

პროკურატურამ ელისო კილაძის საქმე ცალკე წარმოებად გამოყო

პატიმრობაში მყოფი მედიაჰოლდინგ "ქრონიკა +"-ის დამფუძნებლის, ელისო კილაძის საქმე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბუკა პეტრიაშვილი ციხეში. სამ სიტყვიანი ანეკდოტია ბიძინას სტილში…” – ლელა ჯეჯელავა

თბილისის საქალაქო სასამართლომ  ე.წ. ტროტუარის საქმეზე ევროპულ და ევროატლანტიკურ...

“ვისაც იმის შნო არ აქვს, პოლიტიკაში თავისი ტ*აკით მოვიდეს და ეს ოპოზიცია ჩააჩოჩოს, ხელისუფლებას...

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი, პოლიტიკაში ახალი სახეების შემოსვლის ერთგვარ "წინაპირობას",...

“თუ ასე გკიდიათ ევროპა რატომ გადაგვაყოლეთ თქვენი ჯართი მედიის აკრედიტაციას?” – ნინო ჯანგირაშვილი

ევროკავშირის მიერ ტელეკომპანია “იმედისთვის” 1 წლით აკრედიტაციის შეჩერებასა და...

“მიშას უარყოფაში კი არა, მის აღიარებაშია გამოსავალი, როგორც არ უნდა მოგწონდეთ” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, ქართულ პოლიტიკაში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ...