ხუთშაბათი, მაისი 2, 2024

“სალომე ზურაბიშვილი აგრძელებს დავალებების შესრულებას ე.წ. პატრონებისგან” – თეა წულუკიანი

ვიცე-პრემიერი, კულტურისა და სპორტის მინისტრი, თეა წულუკიანი მწვავე პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით:

,,ეს პოლიტიკურად სიბეცეს ნიშნავს, მაგრამ ამას კიდევ არაუშავს ვფიქრობ, რომ სალომე ზურაბიშვილი აგრძელებს დავალებების შესრულებას ე.წ. პატრონებისგან. ვფიქრობ, ამასთან უნდა გვქონდეს საქმე.

მისი მიზანი უნდა იყოს არა ის, რომ როგორც პრეზიდენტმა, დააზღვიოს ჩვენი ქვეყნის საფრთხეები წინასწარ, იქონიოს მაქსიმალურად მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობა ისეთ საუკეთესო მეზობლებთან, რომელთა შორის, არის აზერბაიჯანი, არამედ პირიქით – რომ უფრო მეტი რისკი იყოს ამ ქვეყანაში, ეკონომიკური საფრთხეები გაიზარდოს და ა.შ.

როგორც ჩანს, ეს არის მისი მიზანი, რაც მინიმუმ რომ ვთქვა, დასანანია“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ინფორმაციისთვის: საქართველოს მთავრობის მხრიდან პრეტენზიები გამოითქვა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან მიმართებაში და აღინიშნა, რომ მან არ მიულოცა არჩევნებში გამარჯვება აზერბაიჯანის პრეზიდენტ, ილჰამ ალიევს.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული