spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"გაზრდილი ეკონომიკა 20-25 ოჯახის ჯიბეში მიდის, სულ ზეპირად...

“გაზრდილი ეკონომიკა 20-25 ოჯახის ჯიბეში მიდის, სულ ზეპირად ვიცი, ვისი!” – გიორგი გახარია

ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია ,,საქართველოსთვის” თავმჯდომარე, გიორგი გახარია მოსახლეობასთან შეხვედრის დროს მწვავედ აკრიტიკებს ,,ქართული ოცნების” მმართველობას 2012 წლიდან დღემდე. მისივე განმარტებით, მალე დაისმევა შეკითხვები, რომლებსაც ყველამ პასუხი უნდა გასცეს:

,,საქართველო პატარა ქვეყანაა და არ შეიძლება 1, 2, 3, 5, 10, 12 წელი – ცვდება ეს ყველაფერი რა… ეს ხალხი მერე ამ თანამდებობასაც, ფულის მოპარვასაც, დაუსჯელობასაც ეჩვევა. ერთ მშვენიერ დღეს იმდენს მოიპარავს, რომ ეშინია. ის აქვს დასაცავი. ყველანაირი ჩხუბის გარეშე, ესენი კი არ უნდა გაქრნენ, უნდა იყვნენ. ბევრი, რაც გაუფუჭებიათ, იმაზე პასუხი უნდა აგონ.

რომ გამოდიან ,,გახარიამ კითხვებს პასუხები გასცესო“… კითხვები აწი იქნება, კაცო – ვის რამდენი აქვს წაღებული, მოპარული, გაფუჭებული.

გამოდიან ხოლმე და ამბობენ, რომ ,,ქვეყანაში ეკონომიკა იზრდება”. მართლა იზრდება. ახლა, რის ხარჯზე იზრდება, მაგას არ აქვს მნიშვნელობა, მართლა იზრდება. ეს გაზრდილი ეკონომიკა 20-25 ოჯახის ჯიბეში მიდის. სულ ზეპირად ვიცი, ვისი! ზუსტად ვიცი, ვისია ეს, რაც იზრდება. ეს ყველაფერი მიდის 20-25… იმიტომ არის, რომ ვიღაცა ძალიან მდიდრდება, ვიღაცა ქვეყნიდან გარბის.

მე რატომ არ მეშინია?! მე რომ გადავდექი, რატომ არ შემეშინდა?! იმიტომ, რომ ვერაფერს ვერ დამაბრალებენ და ვერაფერს ვერ მიზამენ. იმიტომ, რომ საქმის კეთების მეტი, არაფერი გამიკეთებია და სახლში არაფერი წამიღია. ამათ ახლა სახლში იმდენი აქვთ წაღებული, მთელი დიდი პრობლემა ახლა იქნება კიდე ის, რომ ეს როგორ დაიცვან… თან ეშინიათ, რომ არ დამიჭირონო, თან ის, რაც მოიპარა, იმის შენარჩუნება უნდა…“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ზარქუას ქვის იხტიბარი აქვს, არ იტეხსო და ალაპარაკებენ ამ სისულელეებს” – თამარ ჩერგოლეიშვილი

"ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - მმართველი გუნდის წარმომადგენლის,...

“ივანიშვილის თოჯინამ დღეს ხალხის ფული ახსენა…” – ანა დოლიძე ირაკლი კობახიძეზე

პარტია "ხალხისთვის" ლიდერი, ანა დოლიძე მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძის...

“გია ხუხაშვილის შეგონებებს უნდა ვუსმინო, თუ როგორ ვიბრძოლო პოლიტიკაში” – შალვა ნათელაშვილი

ანალიტიკოს გია ხუხაშვილის მიერ ოპოზიციასთან მიმართებით გამოთქმულ კრიტიკულ მოსაზრებებს...

“თუ რაიმესგანაა დასაცავი ქართული ოჯახი, ეს ცალსახად ივანიშვილის ხელისუფლებაა” – ლევან სანიკიძე

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან სანიკიძე ოჯახის სიწმინდის დაცვის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ნინო ნადირაძე ისე ათრიეს ქოცებმა პუტინზე ერთი გადაბრუნებული სიტყვის გამო, ლამის ვეცე და დავიცვა😝”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის სახუმარო პოსტი სოციალურ...

“ივანიშვილი არც პირველი იქნება და არც უკანასკნელი, ვისაც რეჟიმი ჩამოემხობა, თან შეიძლება სულაც ისეთ...

ტელეკომპანია "კავკასია"-ს გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის კონკრეტული შეფასება-მოსაზრებები "ქართული...

“გია ხუხაშვილის შეგონებებს უნდა ვუსმინო, თუ როგორ ვიბრძოლო პოლიტიკაში” – შალვა ნათელაშვილი

ანალიტიკოს გია ხუხაშვილის მიერ ოპოზიციასთან მიმართებით გამოთქმულ კრიტიკულ მოსაზრებებს...

“ბუკა პეტრიაშვილი ციხეში. სამ სიტყვიანი ანეკდოტია ბიძინას სტილში…” – ლელა ჯეჯელავა

თბილისის საქალაქო სასამართლომ  ე.წ. ტროტუარის საქმეზე ევროპულ და ევროატლანტიკურ...