პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში, სასკოლო ფორმებთან დაკავშირებულ პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას:
“დაწყებითი კლასები საბჭოთა ტოტალიტარიზმის დროს გავიარე და მაშინაც კი არ მახსოვს მოსწავლეზე ასე ეძალადოს და დამუქრებოდეს განათლების სამინისტრო, როგორც ახლა იმუქრებიან ფორმის არ ტარების შემთხვევაში.
მოსწავლეებზე სისტემური ძალადობა “ქართული ოცნების” “ნოუ ჰაუ” ხდება.
ალერგიული ბავშვების მიმართ კი ფიზიკური მუქარაცაა ხელისუფლების მხრიდან პრაქტიკულად და ბავშვების ფიზიკურ უსაფრთხოებას სისტემურად ემუქრება ხელისუფლება.
ასეთი რამ არცერთი, საბჭოთა ხელისუფლების დროსაც კი არ ხდებოდა“, – წერს არჩილ გამზარდია.

