spot_img
მთავარიეს საინტერესოაქართული ღვინის ფასი წამყვანი მეღვინეობის ქვეყნების ღვინის ფასებთან...

ქართული ღვინის ფასი წამყვანი მეღვინეობის ქვეყნების ღვინის ფასებთან არის მიახლოებული

სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქვეყნებს ინფორმაციებს ქართული ღვინის საექსპორტო წარმატებებზე:

2019 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 220 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.

► 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 20%-ით გაიზარდა.

► სტრატეგიულ ბაზრებზე ქართული ღვინის (1ლ) ფასი შეადგენს:

აშშ – 6.8 $

იაპონია – 6.7 $

დიდი ბრიტანეთი – 5.8 $

ჩინეთი – 5,05 $

პოლონეთი – 5 $

► 11 თვის მონაცემებით, სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 323-მა კომპანიამ განახორციელა.

 

ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის OIV-ის 2019 წლის აპრილის ანგარიშის მიხედვით, ერთი ლიტრი ღვინის საექსპორტო ფასი არის:

• საფრანგეთი – 6,6 €
• იტალია – 3,12 €
• საქართველო – 3,07€
• გერმანია – 2,71€
• პორტუგალია – 2,68 €
• ესპანეთი – 1,39 €

► გასულ წელს, American Association of Wine Economists-მა (AAWE) გამოაქვეყნა მაჩვენებლები, რომლის მიხედვით, 2014-2016 წლებში ექსპორტზე გატანილი ერთი ლიტრი ღვინის საშუალო ღირებულებით – 3,49 აშშ დოლარი – საქართველო მსოფლიოში მე-5 ადგილს იკავებდა.

► AAWE – „ღვინის ეკონომისტების ამერიკული ასოციაცია“ პრესტიჟული ამერიკული ორგანიზაციაა და მის მიერ შედგენილი რეიტინგით:

• საფრანგეთი – 6.59 $
• ახალი ზელანდია – 5.39 $
• ამერიკის შეერთებული შტატები – 3.68 $
• ავსტრია – 3.51$
• საქართველო – 3.49 $

► 2018 წელს, საქართველოდან ექსპორტირებული 86,2 მლნ ბოთლი ღვინო 2017 წელთან შედარებით რაოდენობრივად 13 პროცენტით, ხოლო ღირებულებით 20 პროცენტით იყო გაზრდილი (203 მლნ აშშ დოლარი). საშუალო საექსპორტო ფასის ზრდის ტენდენცია წელსაც შენარჩუნდა: განვლილ 11 თვეში ექსპორტირებული 86 მლნ ბოთლი ღვინო 10 პროცენტით, ხოლო ღირებულება (220 მლნ აშშ დოლარი) 20 პროცენტით მეტია 2018 წლის ანალოგიურ მონაცემზე.

► 2018 წელს საშუალო საექსპორტო ფასი ერთი ბოთლის იყო 2,35 აშშ დოლარი, ხოლო 2019 წელს – 2,55 აშშ დოლარი, ანუ ტენდენცია არის მზარდი. თუმცა, ღვინის საბოლოო გასაყიდი ფასი დახლზე 3-4-ჯერ აღემატება მეწარმის მიერ დაფიქსირებულ აღნიშნულ საექსპორტო ფასს.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მოვა დრო, უკეთ გაიგებთ ამ თერაპიული მიდგომის სასწაულებრივი პოტენციალის შესახებ” – ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი, არტთერაპევტი, ფსიქოთერაპიის ცენტრ “კამარა”-ს დამფუძნებელი ნათია ფანჯიკიძე მეცნიერების...

ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში იასამნების ყვავილობის დღეები დაიწყო

საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში იასამნების ყვავილობის დღეები გაიხსნა. ბოტანიკური...

ჭანარი (Luciobarbus capito) 🐟 იცოდით, რომ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და იშვიათი თევზი ჭანარია?

ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მორიგი საინტერესო მასალა საქართველოს ფაუნის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“დიქტატურას ამარცხებს ძლიერი სახალხო ლიდერი და ერთ მუშტად შეკრული ხალხი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული დასკვნები გამოაქვს 12...

“გამოდით, შეხვდით, მონახეთ გამოსავალი! ბავშვებს მიეცით წამალი!” – თეონა ჭალიძე მმართველი გუნდის ქალ დეპუტატებს...

ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა ჭალიძე, დიუშენით დაავადებული ბავშვების დედების უმძიმეს...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...