spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიპაატა მანჯგალაძე: "ბექაურის ხელში ცენზურის ახალი ინსტრუმენტი შემოდის"

პაატა მანჯგალაძე: “ბექაურის ხელში ცენზურის ახალი ინსტრუმენტი შემოდის”

საქართველოს პარლამენტის წევრი, ,,სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალური მდივანი, პაატა მანჯგალაძე კომენტარს აკეთებს ,,მაუწყებლობის შესახებ” კანონში დაინიცირებულ შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, რომლის აღსრულებას კონტროლს გაუწევს “კომუნიკაციების კომისია” კობა ბექაურის ხელმძღვანელობით:

,,პირდაპირ ვთქვათ, ეს არის ცენზურა! ბექაურის ხელში ცენზურის ახალი ინსტრუმენტი შემოდის, კიდევ ერთხელ.

რატომ?! იმიტომ, რომ როცა არჩევნები მოახლოვდება, სხვადასხვა ინტერპრეტაციით მედია-მაუწყებლობის დასჯის მეტი სივრცე ჰქონდეს“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ინფორმაციისთვის: “მაუწყებლობის შესახებ” კანონის 55/2 მუხლი ითვალისწინებს მედია მომსახურების მიმწოდებლის პროგრამაში ან რეკლამაში სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების გავრცელების აკრძალვას. პარლემენტშიუ წარდგენილი ცვლილებების მიხედვით, მაუწყებლები, რომლებიც სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების გავრცელების აკრძალვის მოთხოვნას დაარღვევენ, ჯერ გაფრთხილებას მიიღებენ. ერთი წლის განმავლობაში განმეორებით ანალოგიური დარღვევის ჩადენის შემთხვევაში კი დაეკისრებათ ჯარიმა ბოლო ერთი წლის შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით, არანაკლებ 2500 ლარისა. მომდევნო ანალოგიური დარღვევის შემთხვევაში, ჯარიმის თანხა კიდევ უფრო იზრდება.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ხელისუფლება იმდენად მძიმე მდგომარეობაშია, რომ სულ უფრო მეტად ცდილობს არა მხოლოდ ქმედებების, არამედ აზრის...

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა მმართველი გუნდის პროპაგანდის ოთხ ძირითად საყრდენზე...

“ეს ის შემთხვევაა, როდესაც ქართული ღირებულებების დაცვის სახელით, კუნთმაგარი და ჭკუათხელი ადამიანები ზუსტადაც რომ...

კულტურის, ეროვნული იდენტობის დაცვის მიზნით დაანონსებულ ახალი მოძრაობის შექმნას...

“თრიალეთი” სახალხო დამცველს მოუწოდებს, უმოკლეს ვადაში დაასრულოს საქმის შესწავლა, წერილობით აცნობოს მიღებული გადაწყვეტილება და...

ტელე-რადიო კომპანია “თრიალეთი” წარდგენილ განცხადებაზე საქართველოს სახალხო დამცველისგან პასუხს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

არჩილ გამზარდია: “ჩვენ ვცხოვრობთ დოქსოპულოთა მმართველობის რეჟიმში”

ქვეყანაში შექმნილ რეალობას მძიმე შეფასებებით ეხმაურება პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი,...

“ზოგ ხსენებულ ადამიანს ვერანაირი იუმორი ვერ შეულახავს რეპუტაციას, ზოგიერთი პოლიტიკოსის რეპუტაცია კი ისეთია, იმის...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია იუმორისტზე თავდასხმის ფაქტს...

აჭარის ტურისტული პოტენციალი საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა

ავსტრიულმა სამოგზაურო პლატფორმამ ,,1000 Things” აჭარის შესახებ ვრცელი სტატია...