spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიეკონომიკის ზრდის მაღალი ტემპი, რომელიც მიღწეულია ბოლო 3...

ეკონომიკის ზრდის მაღალი ტემპი, რომელიც მიღწეულია ბოლო 3 წლის განმავლობაში აისახება არა უბრალოდ ციფრებში, არამედ მოსახლეობის კეთილდღეობაში – სოზარ სუბარი

ძალიან საინტერესო და საქმიანი მოხსენება იყო და რამდენიმე ციფრზე გავამახვილებ ყურადღებას. ძირითადად მაინც, ეკონომიკის ზრდის ტემპებსა და პროგნოზზე იყო საუბარი. 2025 წლისთვის, საშუალოდ, ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალმა უნდა მიაღწიოს მინიმუმ 25 ათას ლარს და 2028 წლისთვის, საშუალოდ, აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნებს უნდა გაუთანაბრდეს. რა თქმა უნდა, ეს არ არის ადვილად მისაღწევი ამოცანა, თუმცა შესაძლებელია. ამისთვის გვჭირდება მარტივი რამ – შევინარჩუნოთ მშვიდობა და სტაბილურობა ქვეყანაში, გრძელვადიანი სტაბილურობა“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პოლიტიკური ჯგუფის ,,ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის მოსმენის დროს.

როგორც მან აღნიშნა, ქვეყნაში უნდა იყოს სტაბილურობის განცდა, რათა ეკონომიკის სწრაფი ზრდა მოხდეს, თუმცა ამის ხელის შემშლელი ფაქტორი შეიძლება იყოს ოპოზიციის განცხადებები.

უბრალოდ სტაბილურობა მარტო კი არ უნდა შევინარჩუნოთ, განცდა უნდა იყოს ამ სტაბილურობის, რომ ადამიანი არ გარბოდეს ქვეყნიდან, რომ შემოდიოდეს ინვესტორი, რომ ადგილობრივ ინვესტორსაც ფულის ჩადება აქ უნდოდეს და არა სხვა ქვეყანაში.

ყოველ წუთს, როდესაც ჩვენი ოპოზიციის მხრიდან ლაპარაკია სახელმწიფო გადატრიალებაზე, რევოლუციაზე, რა თქმა უნდა, ძალიან ძნელია სწრაფი განვითარების ტემპებზე იფიქრო, მაგრამ საბედნიეროდ, ჩვენს ოპოზიციას არა აქვს ძალა.

ამას ხედავს ხალხი და ამიტომაც არის რომ ეკონომიკის ზრდის ის ტემპი არის მიღწეული ბოლო სამი წლის განმავლობაში, რომელზეც ასე ამაყად ვსაუბრობთდა რომელიც აისახება არა უბრალოდ ციფრებში, არამედ მოსახლეობის კეთილდღეობაში“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ორი რამის მრცხვენოდა და მტანჯავდა ყველაზე მეტად სამყაროში…” – გიორგი კეკელიძე

ბავშვობისდროინდელი 2 ფაქტის შესახებ წერს სოციალურ ქსელში ქართველი პოეტი,...

“ახლა დაგვძახიან, ილია არ იკითხოთ, მარტო სანთლები უნთეთ ბრმადო…” – ლაშა ბუღაძე

ილია ჭავჭავაძესთან დაკავშირებით კონკრეტულ ისტორიულ ფაქტებზე მიანიშნებს მწერალი, დრამატურგი...

“ასეთი სუსტი არასდროს ყოფილა საქართველოში “ხელისუფალი” – ლევან ხაბეიშვილი

საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი...

“ნამდვილი მშვიდობა ლამაზ ადგილებში თუ მარტოობაში კი არ იპოვება, არამედ იმ ადამიანში, რომელიც შენს...

ნამდვილი მშვიდობა ბიზნესმენ ფადი ასლის განმარტებების შესაბამისად: "ნამდვილი მშვიდობა ლამაზ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

სს “თელასი”: 6-7 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის 2 რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით...

“სააკაშვილი და აგენტურული ოპოზიცია და ენჯეო–შმენჯეოები თუ აქტივისტები ქოცების ვერსიით დიფსთეითის მონები არიან და...

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ გამოქვეყნებულ წერილს, სადაც დეტალურად, კონკრეტული...

“შუქი რომ აღარ ჩაქრეს ამისთვის ივანიშვილი უნდა მოვიშოროთ. ესაა რეალობა” – გიგა ლემონჯავა

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ერთ-ერთ ლიდერი, გიგა ლემონჯავა საქართველოში...