spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მინდა ევროპული მომავალი ჩემი შვილებისთვის, მაგრამ ეს არ...

“მინდა ევროპული მომავალი ჩემი შვილებისთვის, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ უარი ვთქვა ჩემს ადათ-წესებზე, პირიქით, ამით ვართ საინტერესო ევროპაში” – კახა კალაძე

როგორ შეიძლება გვინდოდეს რუსეთი მაშინ, როდესაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების გარკვეული ნაწილი რუსეთის მიერ ოკუპირებულია“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ტელეკომპანია „იმედის” ეთერში სტუმრობისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე ყველა მნიშვნელოვანი ნაბიჯი 2012 წლიდან გადადგა.

გვინდა მეგობრული, პარტნიორული ურთიერთობები, არა ისე, რომ თავში წამოგვარტყას ვინმემ იმის გამო, რომ პატარა ქვეყანა ვართ. მეამაყება, საქართველო, პატივს ვცემ ჩემს წინაპრებს, ეკლესიას, პატრიარქს, კულტურას. როდესაც ამაზე საუბრობ, გამოდიან და ამბობენ, ეს ბნელიაო, თითქოს ისინი არიან გონებაგახასნილები. მოსახლეობის უმეტესობა ხედავს ამ ყველაფერს, იმ პრაგმატულ პოლიტიკას, რასაც „ქართული ოცნება“ ატარებს. თუ რაიმე წარმატებას გვაქვს მიღწეული ევროინტეგრაციის რთულ გზაზე, ყველაფერი 2012 წლის შემდგომ პერიოდს უკავშირდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განმარტებით, ქვეყნისთვის ევროპული მომავლის არჩევა არ გულისხმობს საკუთარი ადათ-წესების დავიწყებას.

მინდა ევროპა, ევროპული მომავალი ჩემთვის, ჩემი შვილებისთვის, რა არის მაგაზე უკეთესი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ უარი უნდა ვთქვა ჩემს ადათ-წესებზე, პირიქით, ამით ვართ საინტერესო ევროპაში. ამ დამოკიდებულებაში, რაც რადიკალურ ოპოზიციას აქვს, იკვეთება, რომ ისინი არ ეკუთვნიან თავიანთ ოჯახებს, თავიანთ თავს. როდესაც ხარ აგენტი, შეუძლებელია შენი ქვეყნის ინტერესი გაატარო“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მანამდე გაუშვებენ 3-დღიან თუ 10-დღიან პატიმრობაში, ვიდრე კანონის პატივისცემას არ ისწავლიან” – ზაალ ანჯაფარიძე

ქვეყანაში მიმდინარე დაპატიმრებებს კონკრეტული განმარტებებით ეხმაურება ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე: "ტროტუარზე...

“არა, ქოცს სირცხვილის გრძნობა არ აქვს” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მწვავე, მძიმე ემოციური შეფასებები, ქვეყანაში შექმნილ...

“არავინ არ დაიჭერს საქმეს სერიოზულად შანტაჟისტთან და არანაირ სერიოზულ პროექტს არ დაიწყებს მასთან ერთად”...

საერთაშორისო ასპარეზზე მმართველი გუნდის სერიოზულ პოლიტიკურ ჩავარდნაზე საუბრობს ტელეკომპანია...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ან მე ან სანდრა, ბავშვების სიკვდილისთვის გაწირვას დავუშვებდით?” – მიხეილ...

დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებთან დაკავშირებით აფიქსირებს თავის პოზიციას საქართველოს...

“ნინო ნადირაძე ისე ათრიეს ქოცებმა პუტინზე ერთი გადაბრუნებული სიტყვის გამო, ლამის ვეცე და დავიცვა😝”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის სახუმარო პოსტი სოციალურ...

“არანორმალურობის ფარგლებს გაცდა უკვე ყველაფერი… რბილად რომ ვთქვათ” – ეკა ხოფერია

ჟურნალისტი, აფხაზეთის განათლების, კულტურისა და სპორტის ყოფილი მინისტრი ეკა...

“პაატა ბურჭულაძეს ივანიშვილი კლავს, მაგრამ ვერაფრით გატეხა ეს საქართველოს საგანძური” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე მსოფლიო ბანის,...