spot_img
მთავარირეგიონის ამბებიკამპანიაში "გამომყევი აჭარაში" ადგილობრივი ტურისტული ობიექტებიც ჩაერთვებიან

კამპანიაში “გამომყევი აჭარაში” ადგილობრივი ტურისტული ობიექტებიც ჩაერთვებიან

აჭარაში მოქმედი ტურისტული ობიექტებისა და სერვისის მიმწოდებლებს შეუძლიათ პროექტ „გამომყევი აჭარაში“ ჩაერთონ და კამპანიის მონაწილე ინფლუენსერებს თავიანთი სერვისები შესთავაზონ. ტურისტული ბიზნესის წარმომადგენლებმა შეთავაზებები, ტურისტული ობიექტები და პროდუქტები საიტზე followajara.ge უნდა დაარეგისტრირონ. აღნიშნული ერთის მხრივ ხელს შეუწყობს რეგიონში მოქმედი ტურისტული ობიექტების სერვისების პოპულარიზაციას, რეკლამას, მეორეს მხრივ კი კამპანიის მონაწილე ინფლუენსერებს გაუმარტივებს რეგიონში მოგზაურობას.

პროექტი „გამომყევი აჭარაში“ ქართველ ბლოგერებს, მოგზაურებს, ინფლუენსერებს, ფოტოგრაფ/ვიდეოგრაფებს, ცნობილ სახეებს საშუალება აძლევს იმოგზაურონ აჭარაში და მოიგონ კამპანიის მთავარი პრიზი 100.000 ლარი. ვებგვერდზე followajara.ge ამ ეტაპზე 30-ზე მეტი მსურველია დარეგისტრირებული. მხოლოდ ტიკტოკზე კამპანიის ჰეშთეგით #გამომყევიაჭარაში გამოქვეყნებულ კონტენტს უკვე 2 მილიონზე მეტი ნახვა აქვს.

“გამომყევი აჭარაში“ კამპანიის მიზანია აჭარის, როგორც მიმზიდველი, მრავალფეროვანი ტურისტული მიმართულების პოპულარიზაცია და ქართველი ბლოგერ/ ინფლუენსერების ჩართულობით შიდა ტურიზმის სტიმულირებაა. პროექტი თანაბარ შესაძლებლობას აძლევს ყველა ბლოგერსა თუ ინფლუენსერს დარეგისტრირდეს პროექტში, აჭარაში მოგზაურობის შთაბეჭდილებები გაუზიაროს გამომწერებს, რეგიონზე გამოქვეყნებული პოსტებით დააგროვოს მაქსიმალური წვდომა და გახდეს პროექტის გამარჯვებული. პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ვებგვერდზე followajara.ge, სადაც ასევე მიმდინარეობს პროექტში ჩართვის მსურველთა რეგისტრაცია. „გამომყევი აჭარაში“ კამპანია 1 აგვისტოს დაიწყო და 15 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ივანიშვილის კრიმინალურმა სინდიკატმა ფეხზე დაიკიდა ტურიზმი და მთელია აქცენტი გააკეთა რუსების და სხვა უცხოელებისთვის...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ტურიზმის სექტორში შექმნილ სიტუაციას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“დიქტატურას ამარცხებს ძლიერი სახალხო ლიდერი და ერთ მუშტად შეკრული ხალხი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული დასკვნები გამოაქვს 12...

“გამოდით, შეხვდით, მონახეთ გამოსავალი! ბავშვებს მიეცით წამალი!” – თეონა ჭალიძე მმართველი გუნდის ქალ დეპუტატებს...

ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა ჭალიძე, დიუშენით დაავადებული ბავშვების დედების უმძიმეს...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...