spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"არც ირაკლის და არც მე არასდროს არ გვქონია...

“არც ირაკლის და არც მე არასდროს არ გვქონია ამის განზრახვა და სურვილი, რომ ვინმე შეურაცხყოფილი დარჩენილიყო” – მიხეილ სარჯველაძე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე ჟურნალისტებთან კონკრეტულ განმარტებებს აკეთებს მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ სინანულის გამოხატვაზე რაჭაში, შოვში სტიქიას გადარჩენილ დავით ჯელაძესა და სხვა მოქალაქეებთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ საგანგებო ბრიფინგზე გაკეთებული განცხადების გამო:

,,ვუერთდები და მეც მინდა დავადასტურო ჩემი ღრმა პატივისცემა ნებისმიერი ადამიანისთვის, ვინც არამც თუ უბრალოდ გადარჩა, არამედ პირდაპირ ვამბობ, რომ გმირობა გამოიჩინა. თუმცა, რა საკვირველია, არ უნდა დაგვავიწყდეს და აქაც უნდა ვთქვათ – არც ირაკლის და არც მე არასდროს არ გვქონია ამის განზრახვა და სურვილი, რომ ვინმე შეურაცხყოფილი დარჩენილიყო. ნამდვილად არ გვინდოდა ამით ვინმეს ღვაწლის დაკნინება.

პატიებას ვითხოვთ, რა თქმა უნდა, თუკი, ასე გამოვიდა და ობიექტურად, ვინმეს ასეთი შთაბეჭდილება გაუჩნდა. კითხვები მე კი არ დავსვი, უბრალოდ კითხვა ჟურნალისტებისგან დაისვა.
მე ერთი ინდივიდუალური შემთხვევის შეფასება ნამდვილად მიზნად არ მქონია. უბრალოდ გამოვთქვი ასეთი ჩემი შეხედულება.

პატიებას ვითხოვ ყველასთან, ვინც შეიძლება ჩათვალა, რომ რაღაცა ასეთი აღქმის საშუალება ჩნდებოდა ჩემი გაკეთებული განცხადებიდან. ეს ნამდვილად არ მქონია მიზნად. ნამდვილად არ განვეკუთვნები იმ ადამიანთა კატეგორიას, ვისაც არ შეუძლია დაინახოს ადამიანების მონდომება“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ღალატი იყო და იქნება, მთავარია ჩვენ ამას არ შევეგუოთ და ვიყოთ მოწოდების სიმაღლეზე!” –...

ინტერნეტში გავრცელდა საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ 21...

“გვინდა, რომ ქართველ ახალგაზრდებს არასდროს ჰქონდეთ შეგრძნება, თითქოს მათ შესაძლებლობებზე წვდომა შეზღუდულია” – კახა...

საქართველოში ოფიციალურად ამოქმედდა პროგრამა, რომელიც ქართველ ახალგაზრდებს კარს უხსნის...

“დაე, ჩვენი გულები მუდამ შეკრული იყოს “საკრველითა სიყვარულისათა” ერთურთის მიმართ” – შიო III

⛪️ უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის,...

“ივანიშვილის თოჯინამ დღეს ხალხის ფული ახსენა…” – ანა დოლიძე ირაკლი კობახიძეზე

პარტია "ხალხისთვის" ლიდერი, ანა დოლიძე მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ან მე ან სანდრა, ბავშვების სიკვდილისთვის გაწირვას დავუშვებდით?” – მიხეილ...

დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებთან დაკავშირებით აფიქსირებს თავის პოზიციას საქართველოს...

“ბიძინა ივანიშვილისთვის კი თითოეული მათგანი არის არავინ…” – არჩილ გამზარდია

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილთან (და სხვებთან) დაკავშირებით...

“ღირსები ხართ ცოცხალი და მკვდარი გაგინოთ, მაგრამ ნანუკას არ გადავახტები თავზე” – დავით ნებიერიძე

სამოქალაქო აქტივისტი, ანალიტიკოსი დავით ნებიერიძე, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს,...

“ჩემი სოლიდარობა დაუღალავ, უნიჭიერეს, ძალიან გაბედულ ნანუკა ჟორჟოლიანს!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლოს მიერ ნანუკა ჟორჟოლიანის...

“ბუკა პეტრიაშვილი ციხეში. სამ სიტყვიანი ანეკდოტია ბიძინას სტილში…” – ლელა ჯეჯელავა

თბილისის საქალაქო სასამართლომ  ე.წ. ტროტუარის საქმეზე ევროპულ და ევროატლანტიკურ...