spot_img
მთავარიეს საინტერესოაComCom-მა "ფორმულა" "მაუწყებლობის შესახებ" კანონის დარღვევისთვის 2500 ლარით...

ComCom-მა “ფორმულა” “მაუწყებლობის შესახებ” კანონის დარღვევისთვის 2500 ლარით დააჯარიმა

კომუნიკაციების კომისიამ „ფორმულა“ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის გამო, კანონით გათვალისწინებული მინიმალური სანქციით – 2500 ლარით დააჯარიმა. კერძოდ, კომუნიკაციების კომისიის მონიტორინგის შედეგად, რომელიც მიმდინარე წლის აპრილის პერიოდს მოიცავდა, გამოვლინდა, რომ „ფორმულას“ ახალი ამბების პროგრამებში იკვეთებოდა წამყვანებისა და ჟურნალისტების მხრიდან პირადი მოსაზრებების გავრცელების, მიუკერძოებლობისა და ბალანსის დაცვის კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის ფაქტები.

კომისიის მიერ გამოვლენილი დარღვევები მოიცავდა ახალი ამბების პროგრამებში ჟურნალისტებისა და წამყვანების მიერ გაკეთებულ შეფასებებს, რომლებიც მიმდინარე პოლიტიკური და საზოგადოებრივი საკითხების მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების საფუძველზე გაშუქებას წარმოადგენდა. მონიტორინგის ფარგლებში, ასევე გამოვლინდა ბალანსის დაცვის მოთხოვნის დარღვევის შემთხვევა. კერძოდ, 22 აპრილს ეთერში გასულ სიუჟეტში, რომელიც დიუშენის დაავადების მქონე პაციენტების საკითხს შეეხებოდა, წარმოდგენილი იყო მხოლოდ მშობლების პოზიცია, ხოლო ჯანდაცვის სამინისტროს ალტერნატიული განმარტება ან კომენტარი სიუჟეტში არ ყოფილა წარმოდგენილი. შესაბამისად, მაყურებელს არ მიეწოდა საკითხთან დაკავშირებით ყველა საგულისხმო მოსაზრება.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით აკრძალულია ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე გაშუქება. კანონით ასევე დადგენილია სამართლიანობის, მიუკერძოებლობისა და ბალანსის დაცვის ვალდებულება, რაც ემსახურება მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობისა და მაყურებლის უფლებების დაცვას, რათა საზოგადოებას ჰქონდეს შესაძლებლობა მიიღოს ობიექტური და მრავალმხრივი ინფორმაცია.

გამომდინარე იქიდან, რომ ტელეკომპანია „ფორმულას“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსგავსი ხასიათის დარღვევისთვის წერილობითი გაფრთხილება უკვე მიღებული ჰქონდა, კომუნიკაციების კომისიამ მაუწყებელს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მინიმალური – 2500 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა.

ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ბუკა პეტრიაშვილი ციხეში. სამ სიტყვიანი ანეკდოტია ბიძინას სტილში…” – ლელა ჯეჯელავა

თბილისის საქალაქო სასამართლომ  ე.წ. ტროტუარის საქმეზე ევროპულ და ევროატლანტიკურ...

“სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას საზოგადოებრივი სივრცე დესტრუქციული და ხელოვნურად გაღრმავებული პოლარიზაციისგან” – მამუკა მდინარაძე

18 მაისს, მთავრობის ადმინისტრაციაში, სახელმწიფო მინისტრმა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის...

“მრავალნაირი დევნა მინახავს, მრავალნაირი სისასტიკე ხელისუფლებების მხრიდან, მაგრამ ეს ყველაფერი სისასტიკეცაა და სისასტიკის შარჟიც...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ...

17 მაისს დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, 17 მაისს რუსთაველის გამზირიდან სამების...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ან მე ან სანდრა, ბავშვების სიკვდილისთვის გაწირვას დავუშვებდით?” – მიხეილ...

დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებთან დაკავშირებით აფიქსირებს თავის პოზიციას საქართველოს...

“ნინო ნადირაძე ისე ათრიეს ქოცებმა პუტინზე ერთი გადაბრუნებული სიტყვის გამო, ლამის ვეცე და დავიცვა😝”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის სახუმარო პოსტი სოციალურ...

“არანორმალურობის ფარგლებს გაცდა უკვე ყველაფერი… რბილად რომ ვთქვათ” – ეკა ხოფერია

ჟურნალისტი, აფხაზეთის განათლების, კულტურისა და სპორტის ყოფილი მინისტრი ეკა...

“პაატა ბურჭულაძეს ივანიშვილი კლავს, მაგრამ ვერაფრით გატეხა ეს საქართველოს საგანძური” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე მსოფლიო ბანის,...