spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"რატომ კარგავს საქართველო ცენტრალური აზიის ავტობაზარზე პოზიციებს -...

“რატომ კარგავს საქართველო ცენტრალური აზიის ავტობაზარზე პოზიციებს – ჩინური ელექტრომობილების ტექნოლოგიური ექსპანსია და ახალი რეალობა” – ალექსი ნონიაძის ანალიტიკა

2026 წლის პირველი ოთხი თვის მონაცემებით, საქართველოს ავტოექსპორტის სექტორში მკვეთრი კლება ფიქსირდება — ექსპორტირებულია 20 994 ერთეული ავტომობილი, 537 მილიონი დოლარის ღირებულებით, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 29%-ით ნაკლებია. თანხობრივად კლება 217 მილიონ დოლარს, ხოლო რაოდენობრივად 8 492 ავტომობილს შეადგენს. შემცირების მთავარი მიზეზი ყირგიზეთის, ყაზახეთისა და აზერბაიჯანის მიმართულებით ექსპორტის მნიშვნელოვანი ვარდნაა.

თუმცა პრობლემა მხოლოდ რეგიონული მოთხოვნის შემცირება არ არის. საქართველოს ავტოექსპორტის შემცირება მრავალფაქტორული მოვლენაა და მასზე გავლენას ერთდროულად ახდენს რეგიონული კონკურენციის ზრდა, ლოგისტიკური მარშრუტების დივერსიფიკაცია, მომხმარებლის პრეფერენციების ცვლილება, ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია და ჩინური ავტოინდუსტრიის გაძლიერება. შედეგად ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის საქართველო აღარ წარმოადგენს ავტომობილების მიწოდების ერთადერთ და უპირატეს ლოგისტიკურ ჰაბს.

გასული წლის პირველ სამ თვეში ყაზახეთში 400 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების ავტომობილი შევიდა, საიდანაც საქართველოს წილი 146.7 მილიონ დოლარს — ადგილობრივი ბაზრის დაახლოებით 36%-ს — შეადგენდა. მიმდინარე წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 18%-მდე შემცირდა. აღსანიშნავია, რომ თავად ყაზახეთის ბაზარი არ შემცირებულა — პირიქით, ავტომობილების იმპორტი დამატებით 77 მილიონი დოლარით გაიზარდა. ეს ნიშნავს, რომ ბაზარზე მოთხოვნა შენარჩუნებულია, თუმცა შეიცვალა კონკურენტული გარემო და მომხმარებლის არჩევანი.

დღეს ცენტრალური აზიის ბაზრებზე განსაკუთრებით აქტიურად პოზიციონირდებიან ჩინელი ავტომწარმოებლები. ჩინეთის გავლენა რეგიონში მხოლოდ ეკონომიკური ან პოლიტიკური ფაქტორი აღარ არის — ის ტექნოლოგიურ და სამომხმარებლო სივრცეშიც დომინირებისკენ მიდის.

ჩინური ელექტრომობილები მომხმარებელს სთავაზობს იმას, რაც თანამედროვე ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადია — ახალი ტექნოლოგიები, ციფრული ეკოსისტემა, თანამედროვე დიზაინი და შედარებით დაბალი ფასი. ეს ავტომობილები გაჯერებულია ინტეგრირებული გაჯეტებით, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული მართვის სისტემებით, განახლებული მულტიმედიური პლატფორმებითა და კომფორტის თანამედროვე ფუნქციებით, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდა და ტექნოლოგიაზე ორიენტირებული მომხმარებლისთვის.

ამ ფონზე დასავლური წარმოების ელექტრომობილებს, რომლებიც ძირითადად მეორადი ავტომობილების სახით საქართველოს ავტოჰაბის გავლით ხვდება ცენტრალურ აზიაში, კონკურენციის გაწევა სულ უფრო უჭირს. მთავარი პრობლემა მხოლოდ ფასი აღარ არის — გადამწყვეტ ფაქტორად დრო და ტექნოლოგიური სიახლე იქცა.

ჩინური ავტომობილები ცენტრალური აზიის ბაზრებზე პრაქტიკულად დაუყოვნებლივ ჩნდება, მაშინ როდესაც დასავლური წარმოების იგივე კლასის ელექტრომობილები რეგიონში ხშირად 2-5 წლიანი დაგვიანებით ხვდება. თანამედროვე ავტოინდუსტრიაში კი ეს დრო ტექნოლოგიური თვალსაზრისით უზარმაზარ სხვაობას ქმნის.

თუ ადრე ავტომობილის ძირითადი ღირებულება მის ფიზიკურ გამძლეობასა და ძრავის რესურსზე იყო დამოკიდებული, დღეს მსოფლიო ავტოინდუსტრიაში სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება „მორალური ამორტიზაცია“. იგივე პროცესი უკვე წლებია შეინიშნება სმარტფონებისა და კომპიუტერული ტექნიკის ინდუსტრიაში — ახალი ტექნოლოგიების სწრაფი განვითარება მოწყობილობებს რამდენიმე წელიწადში ტექნოლოგიურად მოძველებულად აქცევს.

ელექტრომობილების ბაზარიც სწორედ ამ მიმართულებით ვითარდება. თანამედროვე მოდელები ყოველწლიურად იღებს ახალ პროგრამულ ფუნქციებს, გაუმჯობესებულ ელემენტებს, ავტონომიური მართვის სისტემებს, ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციასა და ენერგოეფექტურობის ახალ სტანდარტებს. შედეგად, 2-3 წლის წინ პრემიუმ კლასად მიჩნეული ავტომობილი შესაძლოა დღეს უკვე ტექნოლოგიურად მოძველებულ პროდუქტად აღიქმებოდეს და ბაზარზე ღირებულების მნიშვნელოვანი ნაწილი — ზოგ შემთხვევაში დაახლოებით მესამედიც — დაკარგოს.

სწორედ ეს ტენდენცია ქმნის სერიოზულ გამოწვევას საქართველოს ავტოჰაბისთვის. ცენტრალური აზიის მომხმარებლისთვის არჩევანი საკმაოდ პრაქტიკულია: შეიძინოს 3-4 წლის წინანდელი დასავლური ელექტრომობილი, ან იმავე ფასად — ან მცირედით ძვირად — ახალი ჩინური ავტომობილი, თანამედროვე ტექნოლოგიებით, განახლებული ფუნქციებითა და სრული ციფრული ეკოსისტემით.

ამ პირობებში კონკურენცია მხოლოდ ლოგისტიკაზე აღარ გადის. მსოფლიო ავტობაზარზე ბრძოლა უკვე ტექნოლოგიური სისწრაფის, ინოვაციების განახლების ტემპისა და მომხმარებლის ციფრული გამოცდილების გარშემო მიმდინარეობს.

საქართველოს ავტოექსპორტის სექტორისთვის ეს მნიშვნელოვანი სიგნალია — ტრადიციული რეექსპორტის მოდელი, რომელმაც წლების განმავლობაში წარმატებით იმუშავა, ახალ რეალობაში ადაპტაციას საჭიროებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩინური ავტოინდუსტრიის სწრაფი ექსპანსია რეგიონში საქართველოს ავტოჰაბის როლს კიდევ უფრო შეასუსტებს.

ავტორი
ალექსი ნონიაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“დადგება დღე და კანონის წინაშე წარსდგებით უკლებლივ ყველა, ვინც პირველ რიგში საქართველოზე და შემდეგ...

სპეცრაზმის მხრიდან მასზე განხორციელებული ძალადობიდან 2-წლისთავზე მწვავე ემოციურ პოსტს...

“ამ თავისუფალმა უდანაშაულო ადამიანმა ხმა გაიკმინდა და სახეში შეაფურთხა” – ელენე ხოშტარია

მმართველი გუნდის ლიდერების პოზიციას, რომ შეწყალებამდე, პატიმრობაში მყოფმა აქტივისტებმა...

“ინვესტირება ყველასთვის – რატომ აღარ არის აქციების ფლობა მხოლოდ მდიდრების პრივილეგია?” – გიორგი კეპულაძე

ეკონომიკის დოქტორი, ორგანიზაცია “საზოგადოება და ბანკების” ერთ-ერთი დამფუძნებელი და...

“სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას საზოგადოებრივი სივრცე დესტრუქციული და ხელოვნურად გაღრმავებული პოლარიზაციისგან” – მამუკა მდინარაძე

18 მაისს, მთავრობის ადმინისტრაციაში, სახელმწიფო მინისტრმა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ან მე ან სანდრა, ბავშვების სიკვდილისთვის გაწირვას დავუშვებდით?” – მიხეილ...

დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებთან დაკავშირებით აფიქსირებს თავის პოზიციას საქართველოს...

“ბიძინა ივანიშვილისთვის კი თითოეული მათგანი არის არავინ…” – არჩილ გამზარდია

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილთან (და სხვებთან) დაკავშირებით...

“ჩემი სოლიდარობა დაუღალავ, უნიჭიერეს, ძალიან გაბედულ ნანუკა ჟორჟოლიანს!” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლოს მიერ ნანუკა ჟორჟოლიანის...

“ღირსები ხართ ცოცხალი და მკვდარი გაგინოთ, მაგრამ ნანუკას არ გადავახტები თავზე” – დავით ნებიერიძე

სამოქალაქო აქტივისტი, ანალიტიკოსი დავით ნებიერიძე, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს,...

“არავინ არ დაიჭერს საქმეს სერიოზულად შანტაჟისტთან და არანაირ სერიოზულ პროექტს არ დაიწყებს მასთან ერთად”...

საერთაშორისო ასპარეზზე მმართველი გუნდის სერიოზულ პოლიტიკურ ჩავარდნაზე საუბრობს ტელეკომპანია...