spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"როგორი საქართველო გვინდა - კაცი კაცი არ იყოს...

“როგორი საქართველო გვინდა – კაცი კაცი არ იყოს და ქალი ქალი არ იყოს?!” – მეუფე იაკობი

ოჯახზე, სარწმუნოებაზე, ღირსებაზე, სხვა საკითხებზე გაამახვილა ყურადღება დღეს, ქადაგებისას ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა (იაკობიშვილი):

დღეს ახლა მიკვირს… რა მიკვირს. მსოფლიო გადაირია, გადარეულია მსოფლიო, ხშირად მიწევს, ხოლმე, ამაზე საუბარი. მე გარეთ რა ხდება იმისი არ მიკვირს, ის მიკვირს, რომ საქართველოში არიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც ტვინში მოსდით ისეთი აზრები, რომ… ადამიანი თუ ლაპარაკობ ოჯახზე, ადამიანი თუ ლაპარაკობს ღმერთზე, შენს სარწმუნოებაზე, თუ ლაპარაკობ მოყვასის სიყვარულზე, თუ ლაპარაკობ ღირსებაზე და გინდა, რომ ეს იყოს არამარტო შენში, არამედ შენს ხალხშიც ეს იყოს, ხომ?! თავისუფლება თუ გინდა, ბევრი რამე თუ გინდა, ეს ყოფილა, როგორც ზოგიერთი ტვინგამორეცხილისგან მოვისმინე, რუსეთუმეობა ყოფილა…

ე.ი. რუსეთი ამ თვისებებით არის დაჯილდოებული და მსოფლიოში არ არის ეს ღირსებები?! ქართველ კაცს არ აქვს?! “მამული, ენა, სარწმუნეობა” – არ არის ჩვენთვის უპირველესი?! არ დაგვიბარა ჩვენმა ერის მამამ – წმინდა ილია მართალმა?! პატრიარქი არ გვეუბნება “ღმერთი, სამშობლო, ადამიანი”?! 

გამოვიდნენ და პირდაპირ თქვან ჩვენთან, ხომ ფიქრობენ მომავალზე, როგორი საქართველო გვინდა – კაცი კაცი არ იყოს და ქალი ქალი არ იყოს?! ჩვენ ხომ არავის დავდევთ, არც რასობრივი და არც იმის ნიშნით, რა მიდრეკილება აქვს გონებაში, ასე არ ყოფთ ადამიანებს – ადამიანი ადამიანია თავისი ცოდვებით და თავისი კეთილი საქმეებით.

ნუთუ ქართველობა, ნუთუ ძლიერება ის არის, რომ იძახო, რუსი ხარო?! – რუსი შენ ხარ, როცა მასე იძახი. შენთვის ღირსება, ოჯახი, კაცობა, მამობა, დედობა თუ მიუღებელია ხომ, შენა ხარ უვარგისი და რუსიც არა ხარ, რუსს კიდევ რაღაც ისა აქვს… საერთოდ უგვანი ხარ, მსოფლიოს არცერთი ქვეყნის მოქალაქეც არა ხარ.

კეთილი ინებეთ და თქვენი მასეთი რაღაცები თქვენ დაიტოვეთ, ჩვენ ნუ გვასწავლით ჭკუას. ჩვენ არ გვჭირდება ჭკუის სწავლება“, განაცხადა მეუფე იაკობმა.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია‼️ გარეთ სანქცია‼️ ალტერნატივა‼️” – ნიკა გვარამია

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

აჭარის მუნიციპალიტეტებში 90-ზე მეტი მზარეული გადამზადდა

ბათუმში მზარეულების გადამზადების პროგრამის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, სადაც ორთვიანი...

“ამ მსოფლიო ჩემპიონატმა კიდევ ერთხელ გვიჩვენა, რომ ფეხბურთი ყველასია, მაგრამ გამარჯვება დასავლეთისაა” – ზურაბ...

ფეხბურში მსოფლიოს მიმდინარე ჩემპიონატი ფართო განხილვის საგანია - მრავალმხრივი...

ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა საერთაშორისო ბიზნესგამოცემა Forbes-მა ბათუმის შესახებ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა

ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა საერთაშორისო ბიზნესგამოცემა Forbes-მა ბათუმის შესახებ ვრცელი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“ასე ხდება, როცა ქალაქი რჩება ცეხავიკებს და სულიერად მდაბიო პროვინციალებს” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი მწვავე შეფასებებით ეხმაურება რიყის დოქების დემონტაჟისთვის...

“ყველაზე ცუდი ის კი არ არის, როცა ადამიანი ცდება. ყველაზე ცუდია, როცა სხვებს იმას...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას არა(რიტორიკული) შეკითხვები, ირონიის თანხლებით: "კითხვა მაქვს იმ...

“დღეს, ოპოზიციური ლიდერების წინააღმდეგ მთავარ მოწმეებად გვევლინებიან ღიად პრორუსები!” – ნანა ტოხვაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, ნანა ტოხვაძე ე.წ. "საბოტაჟის საქმეზე"...

“ვერ გავარკვიე ამ ბოდვითი დიარეის მოსმენის მიზანი რა არის – პროკურატურა იზიარებს ამ ყველაფერს...

“ოპოზიციის ალიანსის” ერთერთი ლიდერი, “გირჩი – მეტი თავისუფლების” თავმჯდომარე ზურაბ...