spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ვწვყეტთ 24 საათიან აქციას კანცელარიასთან!" - აქონდროპლაზიის დიაგნოზის...

“ვწვყეტთ 24 საათიან აქციას კანცელარიასთან!” – აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვის მშობლების განცხადება

აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების დედებმა განცხადება გააკეთეს, სადაც აღნიშნავენ, რომ კანცელარიასთან 24 საათიან პროტესტს წყვეტენ. მათი განმარტებით, დარწმუნდნენ, რომ პროტოკოლი მაისის ბოლოს იქნება დასრულებული და ფინანსთა სამინისტრო მედიკამენტის შესაძენად თანხებს გამოყოფს:

,,როგორც იცით, კანცელარიასთან ჩვენი 24-საათიანი უწყვეტი აქციის მე-19 დღე დასრულდა. დღეს მშობლები ჯანდაცვის სამინისტროში საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრას დავესწარით, სადაც დაწვრილებით მოვისმინეთ პროტოკოლზე მომუშავე ექიმების თითოეული კომენტარი, ერთხელ და სამუდამოდ დავრწმუნდით, რომ პროტოკოლი მაისის ბოლოს იქნება დასრულებული.

ასევე, მოვისმინეთ ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხადება. მან განაცხადა, რომ ფინანსთა სამინისტრო მზად არის, როდესაც ჯანდაცვის სამინისტრო გადაწყვეტს ,,ვოზორიდიტის“ საქართველოში შესყიდვას, ის დაუყოვნებლივ გამოყოფს თანხებს.

მშობლებმა გადავწყვიტეთ, ვინაიდან ჩვენ უფრო ბევრი გვაქვს წინ სამუშაო, მშვიდი გონება დაგვჭირდება, პირველ რიგში, ვჭირდებით ჩვენ ოჯახებს. ამიტომ ვწვყეტთ 24 საათიან აქციას კანცელარიასთან!

მადლობა მინდა გადავუხადო მთელი საქართველოს მოსახლეობას, ჩვენ გვაძლიერებდა მათი გულშემატკივრობა, მადლობას გიხდით ჟურნალისტებს – მარტო არცერთი წუთი არ დაგიტოვებიხართ, მადლობას ვუხდით საპატრულო პოლიციას – ადამიანურად ყოველთვის გვითანაგრძნობდა. ასევე, პირველ რიგში, მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო სახალხო დამცველს, ბატომ ლევან იოსელიანს – პირველი დღიდან ყოველთვის ჩვენს გვერდით იყო“, – განაცხადა აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვის მშობელმა.

გაკეთდა სხვა მშობლების განცხადება-განმარტებებიც:

,,საერთო გადაწყვეტილებაა, რომ შევწყვიტოთ პროტესტი. პროტესტის შეწყვეტის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია მხარდაჭერა ფინანსთა სამინისტროს მხრიდან, რომ მედიკამენტი ,,ვოზორიდიტი“ იქნება დაფინანსებული – ერს არის ერთრთ-ერთი გარანტი. ასევე, გარანტია არის ის, რომ ექიმები, რომლებიც იყვნენ იმ ჯგუფში, ყველა მხარს გვიჭერს, საბჭოს წარმომადგენლებიც.

მხარს გვიჭერს – გამოიხატება იმაში, რომ მედიკამენტი ,,ვოზორიდიტი“ აღიარებულია იმისთვის, რომ ჩვენმა შვილებმა დაიწყონ მკურნალობა“, – განაცხადა აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვის მშობელმა.

,,პირველ რიგში, უდიდეს მადლობას მოვახსენებ მხარდამჭერებს – მოქალაქეებს, ყველა დედას და მამას, რომლებმაც ძალიან ბევრი გავაკეთეთ და ასევე, მოქალაქეებმა ძალიან ბევრი ვიბრძოლეთ იმისთვის, რომ საზოგადოებაში ცნობიერება აღგვემაღლებინა. ეს ძალიან დიდი მიღწევაა.

მადლობას მოგახსენებთ გაშუქებისთვის, ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას ჩვენი მიზნისკენ“, – განაცხადა აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვის მშობელმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“იმ ოჯახებსა და ცალკეულ პირებს, ვისაც არ ეკუთვნის დახმარება სახელმწიფოს მხრიდან, მათ ეხსნებათ, ხოლო...

„ვისაც სახელმწიფოს მხრიდან სოციალური დახმარების საჭიროება აქვს, მათ ეს...

“ზუსტად ეს არის საკუთარი ქვეყნის ღალატი – შიგნით აქცია, გარეთ სანქცია” – ირაკლი კობახიძე

ნიკა გვარამიას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს ("ოპოზიციის სტრატეგია...

“მაშინ ვბერდებით, როცა ჩვენს ბედნიერებას სხვებს ვანდობთ…” – ფადი ასლი

ბიზნესმენ ფასი ასლის მოსაზრება-შეფასებები, 5-პუნქტიანი ვარაუდები დაბერებასთან დაკავშირებით: "მაშინ ვბერდებით,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

ნუკა არველაძე: “ასე მგონია, ცოტაც და ტირილს დაიწყებს. “ჟუჟუნა წვიმას” დაუბრუნდი მამუუუ”

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში, ერთგვარ "ფოტო-შეფასებებს" და...

“ადამიანის შეფასება უკვე გამოცხადდა დანაშაულად, ღიმილი – საფრთხედ” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ქვეყანაში შექმნილ რეალობას უმძიმეს შეფასებებს აძლევს...

“სალომე ზურაბიშვილმა კვლავ გაიმეორა ჩემზე “არა და არასდროს!”… ვინ არის ეს ქალი?” – მიხეილ...

სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით – “არა...