spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ვიღაც რუს ოლიგარქს ვერ უბედავთ და მის მიერ...

“ვიღაც რუს ოლიგარქს ვერ უბედავთ და მის მიერ ციხეში უკანონოდ გამომწყვდეულ პატიმრებს ვერ ათავისუფლებთ” – ვახო სანაია სალომე ზურაბიშვილს მიმართავს

“ფორმულა”-ს ჟურნალისტი, ვახო სანაია საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს კონკრეტული პრეტენზიებით მიმართავს:

სალომე ზურაბიშვილო, მესმის, რომ საკუთარ ადგილს ეძებთ პოლიტიკასა და ისტორიაში; მესმის, რომ, როგორც დიპლომატი, გრძნობთ მსოფლიოში შექმნილ ისტორიულ მომენტს და პირველი რესპუბლიკის ემიგრანტთა შთამომავალს არ გსურთ, მემატიანემ რუსი ოლიგარქის მოკავშირედ მოგიხსენიოთ; მესმის, რომ ეძებთ პირდაპირ და ირიბ შანსებს, უკეთესი გამოჩნდეთ, ვიდრე ივანიშვილის სხვა რჩეულები; მესმის, რომ ებღაუჭებით თარიღებსა და მოვლენებს, როგორმე საკუთარ თავს ლეგიტიმაცია შესძინოთ…

ეს ყველაფერი მესმის, მაგრამ არაფერი გამოგივათ, სანამ ივანიშვილის ნებართვას ელოდებით და პოლიტპატიმრებს ვერ უშვებთ გარეთ.

ოპერის შესანიშნავ დარბაზში გაბედული ქალები სხედან. დღეს 9 აპრილია. მაშინაც ტანკებსა და ორლესურ ნიჩბებს არ შეუშინდნენ და სწორედ ქალები იყვნენ დაღუპულთა უმრავლესობა.

თქვენ გსურთ ტაში, მაგრამ არა – მაგალითის მიცემა. ამ უზარმაზარ ისტორიულ მომენტში ვიღაც რუს ოლიგარქს ვერ უბედავთ და მის მიერ ციხეში უკანონოდ გამომწყვდეულ პატიმრებს ვერ ათავისუფლებთ.

ფუჭია ყველა სიტყვა, ვიდრე არ გადადგამთ იმ ნაბიჯს, რომელსაც ველოდებით!

არავითარი ,,მაგრამ” და ,,თუმცა” – გაჭრილად და ხმამაღლა უნდა ითქვას: თავისუფლება პოლიტპატიმრებს!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ვახო სანაია.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“აღარ არსებობს აღარც მთაწმინდა, აღარც სოლოლაკი… სულ ბეტონი, უჟანგბადობა, კლაუსტროფობია… სიმახინჯე…” – ლაშა ბუღაძე

მწერალი, დრამატურგი ლაშა ბუღაძე, მძიმე შეფასებებით, კონკრეტულ ფაქტებზე აკეთებს...

“ორი რამის მრცხვენოდა და მტანჯავდა ყველაზე მეტად სამყაროში…” – გიორგი კეკელიძე

ბავშვობისდროინდელი 2 ფაქტის შესახებ წერს სოციალურ ქსელში ქართველი პოეტი,...

“ქართულ სახელმწიფოს და ქართველ ხალხს რუსეთზე და რუსეთის აგენტებზე დიდი მტერი არ ჰყავს” –...

ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი ქვეყანაში შექმნილ რეალობაზე...

“ეს “სახლობანას თამაშიც” აღარ არის “ბატონო” ბიძინა – “ბავშვებს მიხედეთ” გადაწვეს კანცელარია!” – ირაკლი...

მამუკა მდინარაძესთან მიმართებით მორიგ სამთავრობო საკადრო გადაწყვეტილებას ირონიული შეფასება-მინიშნებებით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მარიზ, ჩემო კეთილო ადამიანო, იცოდე, შენ დაგცინიან ის ადამიანები, რომლებმაც პრეზიდენტად ყაველაშვილი აირჩიეს” –...

პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტის დედის, საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილის...

“შეგრძნებების სიძლიერე იმდენად დიდია, რომ აზრები თავისით მოდის გონებაში და მე მხოლოდ გადმოვცემ” –...

ახალგაზრდა მწერალი, თიკა სურმანიძე სააგენტო ,,პარალელთან” ინტერვიუში საუბრობს მისი...

“ახლა დაგვძახიან, ილია არ იკითხოთ, მარტო სანთლები უნთეთ ბრმადო…” – ლაშა ბუღაძე

ილია ჭავჭავაძესთან დაკავშირებით კონკრეტულ ისტორიულ ფაქტებზე მიანიშნებს მწერალი, დრამატურგი...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“მათ აერთიანებთ ერთადერთი რამ – სიძულვილი, შიში, შური ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ” –...

ამერიკაში მოღვაწე ქართველი პროფესორი, დოდონა კიზირია ქვეყანაში შექმნილ რეალობას...