spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების შემოყვანა შესაძლოა აიკრძალოს” -...

“2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების შემოყვანა შესაძლოა აიკრძალოს” – ლაშა დარბაისელი

მთავრობის ეკონომიკურ საბჭოზე სხდომის მონაწილეებმა იმსჯელეს “ევრო 5”-ის ავტომობილების სავალდებულო სტანდარტის დანერგვაზე, რომლის მიხედვითაც “ევრო 5”-ზე დაბალი სტანდარტის მანქანების შემოყვანა 2024 წლიდან შეიზღუდება, რაც 2013 წლამდე გამოშვებულ მანქანებს შეეხება. აღნიშნულ საკითხზე შეფასებას აკეთებს ,,საქართველოს ავტო იმპორტიორთა ასოციაციის” თავმჯდომარე ლაშა დარბაისელი:

,,2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების შემოყვანა შესაძლოა აიკრძალოს. მთავრობის ამგვარი გადაწყვეტილებით არა მარტო ჩვენს სექტორს დავაზიანებთ, არამედ ქართველ მომხმარებელს და მყიდველს, რომელსაც საშუალება არ აქვს, რომ 2013 წლის ზემოთ, მაგალითად, 2014-დან 2022 წლამდე წარმოებული ავტომობილი შეიძინოს.

ამ ეტაპზე, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა არ არის მზად, რომ შეიზღუდოს “ევრო 5”-ზე დაბალი სტანდარტის მანქანების შემოყვანა. იმ ფონზე, როცა საქართველო აქტიურად მუშაობს რეექსპორტზე, ამ ცვლილების მიღებით, საქონლის რეექსპორტზე გატანის დამოკიდებულება კიდევ უფრო გაიზრდება.

2013 წლის ქვემოთ წარმოებულ ავტომობილებს ქვეყანაში დიდი რაოდენობა უჭირავს. შესაბამისად, 2013 წელს ქვემოთ წარმოებული ავტომობილების იმპორტის შეზღუდვა გამოიწვევს, როგორც ავტომობილების ბიზნესის, ისე მოსახლეობის დაზარალებას.

არ შეიძლება, რომ ავტომობილების მდგომარეობის განსაზღვრა მოხდეს წლოვანების მიხედვით. შესაბამისად, რეგულაციის მიღება უნდა მოხდეს იმ ფორმით, რომელიც გამოასწორებს დღევანდელ რთულ მდგომარეობას”, – განაცხადა ლაშა დარბაისელმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ნამდვილი მშვიდობა ლამაზ ადგილებში თუ მარტოობაში კი არ იპოვება, არამედ იმ ადამიანში, რომელიც შენს...

ნამდვილი მშვიდობა ბიზნესმენ ფადი ასლის განმარტებების შესაბამისად: "ნამდვილი მშვიდობა ლამაზ...

“რა არის აქ გაუგებარი? სახელმწიფო უნივერსიტეტებში ნაცების და დიფსთეითის მმართველობის დროს სწავლა იყო ფასიანი,...

პოლიტიკის ექსპერტი დავით ზურაბიშვილი სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებლებში სწავლის დაფინანსებასთან...

“ორი რამის მრცხვენოდა და მტანჯავდა ყველაზე მეტად სამყაროში…” – გიორგი კეკელიძე

ბავშვობისდროინდელი 2 ფაქტის შესახებ წერს სოციალურ ქსელში ქართველი პოეტი,...

“სერიოზული გამოწვევაა ის, თუ როგორ იბრძვიან ჩვენი სარწმუნოების, ეკლესიის, წარმატებული ადამიანების წინააღმდეგ” – კახა...

„საინტერესო ინიციატივაა, რაზეც გუნდში ვიმსჯელებთ და შესაბამის გადაწყვეტილებას გავაჟღერებთ“,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

მიხეილ სააკაშვილი: “მე ვემზადები დიდი ცვლილებებისთვის, რომლებიც მოდის…”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური განაცხადი და კონკრეტული...

“მარიზ, ჩემო კეთილო ადამიანო, იცოდე, შენ დაგცინიან ის ადამიანები, რომლებმაც პრეზიდენტად ყაველაშვილი აირჩიეს” –...

პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტის დედის, საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილის...

“ვისაც ფორმის ფული არ ექნება და ვერ შეიძენს – სკოლაში არ შეუშვებენ?” – არჩილ...

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, კონკრეტული შეკითხვების თანხლებით, სერიოზულ პრობლემებზე ამახვილებს...

“დარწმუნებული ვარ, მამუკა მდინარაძე იმ საქმეშიც ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც ყველა იმ უწყებაში, რომელსაც...

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, რეგიონების მიმართულების ხელმძღვანელი, დიმიტრი (დიტო)...