spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ საპროტესტო აქციაზე უკანონოდ დაკავებული ადამიანები!"...

“მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ საპროტესტო აქციაზე უკანონოდ დაკავებული ადამიანები!” – “სტრატეგია აღმაშენებელი” განცხადებას ავრცელებს

პოლიტიკური პარტია “სტრატეგია აღმაშენებელი” გუშინ პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე აქტივისტების დაკავებას ეხმაურება, მწვავე შეფასებას აძლევს აღნიშნულ ფაქტს და მოითხოვს დაკავებული პირების გათავისუფლებას:

გუშინ აქციაზე, სადაც მოქალაქეები სრულიად სამართლიანად და მშვიდობიანად აპროტესტებდნენ “რუსული კანონის” მიღებას 36 ადამიანი დააკავეს.

მსგავსი ქმედება და მოქალაქეების სრულიად უსაფუძვლოდ დაკავება, კიდევ ერთხელ არის ნათელი გამოვლინება, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსული, პუტინისტური რეჟიმის გზას ადგას, ებრძვიან თავისუფალ სიტყვას, ზეწოლას ახორციელებენ მოქალაქეებზე, ჟურნალისტებზე, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებზე.

ივანიშვილის რეჟიმის ასეთი ქმედება არის რუსული ძალოვანი სტრუქტურების ქმედების ანალოგიური.

ნათელია, ერთი და იგივე ხელწერით ებრძვიან დემოკრატიას და ცდილობენ საქართველო რუსულ ჭაობში დაბრუნებას.

ამიტომ მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ უკანონოდ დაკავებული ადამიანები!

მივმართავთ საქართველოს მოქალაქეებს, დღეს ისე როგორც არასდროს ახლოს ვართ ევროკავშირის წევრობასთან და ამ ისტორიულ არჩევანს სჭირდება დაცვა, ამიტომ თქვენი, ყველას აქტიურობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

გვჯერა, საერთო ძალისხმევით შევძლებთ ჩვენი ევროპული არჩევანისა და უზრუნველყოფილი მომავლის გადარჩენას.

საქართველო არასდროს გახდება რუსეთი!

ქართველი ხალხის არჩევანი არის ევროკავშირი და ამ ბრძოლას აუცილებლად მოიგებს საქართველო”, – ნათქვამია “სტრატეგია აღმაშენებლის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციის შემდეგ, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო კულტურის მინისტრის თანამდებობა” – თინათინ რუხაძე

კულტურის სამინისტრომ, მინისტრ თინათინ რუხაძის განცხადება გაავრცელა თანამდებობის დათოვების...

ელენე ხოშტარია: “ადამიანს ვერ გააჩუმებ, ეს ვერავინ და ვერასდროს მოახერხა”

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, ქვეყანაში შექმნილ...

“სააკაშვილის მიმართ სიტყვა “ავატარი” პირველად მე გამოვიყენე” – ანა დოლიძე

პარტია "ხალხისთვის" ლიდერი, ანა დოლიძე მიხეილ სააკაშვილის მიერ მისი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

მიხეილ სააკაშვილი: “მე ვემზადები დიდი ცვლილებებისთვის, რომლებიც მოდის…”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური განაცხადი და კონკრეტული...

“ვისაც ფორმის ფული არ ექნება და ვერ შეიძენს – სკოლაში არ შეუშვებენ?” – არჩილ...

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, კონკრეტული შეკითხვების თანხლებით, სერიოზულ პრობლემებზე ამახვილებს...

“დარწმუნებული ვარ, მამუკა მდინარაძე იმ საქმეშიც ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც ყველა იმ უწყებაში, რომელსაც...

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, რეგიონების მიმართულების ხელმძღვანელი, დიმიტრი (დიტო)...