spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიალექსანდრე ელისაშვილმა სახალხო დამცველობის კანდიდატად ლევან იოსელიანი წარადგინა

ალექსანდრე ელისაშვილმა სახალხო დამცველობის კანდიდატად ლევან იოსელიანი წარადგინა

პოლიტიკური ჯგუფის – „მოქალაქეების“ თავმჯდომარე ალექსანდრე ელისაშვილმა სახალხო დამცველობის კანდიდატად ჯგუფის წევრი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ლევან იოსელიანი წარადგინა.

ჯერ ზუსტად არ ვიცით რა წესით მოხდება სახალხო დამცველობის კანდიდატების შერჩევა, როდის გამოცხადდება და როდის იქნება კენჭისყრები. ყოველ შემთხვევაში, ახალი წესი არ მოქმედებს, ყველა პარტიას აქვს უფლება დაასახელოს თავისი კანდიდატი და ჩვენ მივიღეთ ჩვენთვის ძალიან რთული, მაგრამ დარწმუნებული ვარ ქვეყნისთვის სწორი გადაწყვეტილება.

ამ პარლამენტში სულ რამდენიმე ადამიანია, შესაძლოა მხოლოდ ერთი, ვის გარშემოც შესაძლებელია კონსესუსი. ასეთი ჩემი მეგობარი, ჩემო თანაგუნდელი – ლევან იოსელიანია, რომელსაც აქვს უნარი, ცოდნა და შესაძლებლობაც, რომ მიიღოს 90 ხმაც და მეტიც“, – განაცხადა პოლიტიკური ჯგუფ „მოქალაქეების“ თავმჯდომარე ალექსანდრე ელისაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

როგორც მან აღნიშნა, მათ გარკვეული კონსულტაციები და კომუნიკაცია ჰქონდათ, როგორც ოპოზიციურ ძალებთან, ასევე მმართველ პარტიასთან.

ლევან იოსელიანი იყო ადვოკატი, სანამ პოლიტიკაში ჩაერთვებოდა და ადამიანის უფლებები მისთვის უცხო არ არის. მაქვს იმედი, რომ ჩვენ შევძლებთ ამ მოწვევის მეტისმეტად პოლარიზებულ პარლამენტში შევასრულოთ 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი და ის ხარვეზი ამოვავსოთ, რომელიც წარმოიქმნა წინა ჩავარდნილი კენჭისყრის შედეგად.

12 პუნქტის ერთობლივად შესრულება, როგორც არ უნდა გვძულდეს ერთმანეთი მმართველ პარტიას და ოპოზიციას, არის აუცილებელი წინაპირობა იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ“, – განაცხადა პოლიტიკური ჯგუფის – „მოქალაქეების“ თავმჯდომარემ.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ერთმანეთის შეურაცხყოფა და ცილისწამება უნდა დასრულდეს” – კახა კალაძე შსს-ს ახალ სამმართველოზე

თბილისის მერი მედიასთან გამოეხმაურა შინაგან საქმეთა სამინისტროში ახალი სამმართველოს...

“დადგება დღე და კანონის წინაშე წარსდგებით უკლებლივ ყველა, ვინც პირველ რიგში საქართველოზე და შემდეგ...

სპეცრაზმის მხრიდან მასზე განხორციელებული ძალადობიდან 2-წლისთავზე მწვავე ემოციურ პოსტს...

“ბუკა პეტრიაშვილი ციხეში. სამ სიტყვიანი ანეკდოტია ბიძინას სტილში…” – ლელა ჯეჯელავა

თბილისის საქალაქო სასამართლომ  ე.წ. ტროტუარის საქმეზე ევროპულ და ევროატლანტიკურ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ნინო ნადირაძე ისე ათრიეს ქოცებმა პუტინზე ერთი გადაბრუნებული სიტყვის გამო, ლამის ვეცე და დავიცვა😝”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის სახუმარო პოსტი სოციალურ...

“პაატა ბურჭულაძეს ივანიშვილი კლავს, მაგრამ ვერაფრით გატეხა ეს საქართველოს საგანძური” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე მსოფლიო ბანის,...

“ბიძინა ივანიშვილისთვის კი თითოეული მათგანი არის არავინ…” – არჩილ გამზარდია

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილთან (და სხვებთან) დაკავშირებით...