spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ვფიქრობ, პრეზიდენტს გარკვეული პოლიტიკური ვითარება აიძულებს ან გარკვეულ...

“ვფიქრობ, პრეზიდენტს გარკვეული პოლიტიკური ვითარება აიძულებს ან გარკვეულ ინსპირაციას უქმნის იმისათვის, რათა დაუპირისპირდეს გადაწყვეტილებას, რომელიც თითქოსდა არ არის საკამათო” – გიორგი ვოლსკი

,,ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში შეტანილ ცვლილებას საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო. სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას კრიტიკულად აფასებს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი:

,,ნებისმიერ დაწესებულებაში ხელმძღვანელს უნდა ჰყავდეს პირველი მოადგილე, რომელსაც გადააბარებს უფლება-მოსილებებს, თუკი იგი გარკვეული მიზეზების გამო – ვერ ასრულებს თავის მოვალეობას. ამაში თითქოს და საკამათო არაფერი არ უნდა იყოს.

ვფიქრობ, გარკვეული პოლიტიკური ვითარება აიძულებს ან პრეზიდენტს გარკვეულ ინსპირაციას უქმნის იმისათვის, რათა დაუპირისპირდეს კიდევ ერთხელ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც თითქოსდა არც საკამათოა, არც შეიძლება ამ თემასთნ დაკავშირებით იყოს რაიმე წინააღმდეგობა“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ინფორმაციისთვის: საპარლამენტო უმრავლესობამ პარლამენტში ,,ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებები დაარეგისტრირა. ცვლილებების შესაბამისად, ეროვნული ბანკის, დღეისათვის, არსებულ სამ ვიცე-პრეზიდენტს კიდე ერთი ემატება, რომელიც იქნება პირველი ვიცე-პრეზიდენტი და იგი, ბანკის პრეზიდენტის არყოფნის პერიოდში, მის მოვალეობას შეასრულებს.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“აღმოჩნდა, რომ ევროპარლამენტს მედიისთვის საქართველოს პარლამენტზე გაცილებით მკაცრი ქცევის წესები და სანქციები ჰქონია. ვიფიქრებთ...

შალვა პაპუაშვილი 3-პუნქტიანი შეფასება-განმარტებებით ეხმაურება ევროკავშირის მიერ ტელეკომპანია “იმედისთვის”...

“მრავალნაირი დევნა მინახავს, მრავალნაირი სისასტიკე ხელისუფლებების მხრიდან, მაგრამ ეს ყველაფერი სისასტიკეცაა და სისასტიკის შარჟიც...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ...

“თუ რაიმესგანაა დასაცავი ქართული ოჯახი, ეს ცალსახად ივანიშვილის ხელისუფლებაა” – ლევან სანიკიძე

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან სანიკიძე ოჯახის სიწმინდის დაცვის...

“2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, პენიტენციურ სისტემაში სასჯელს იხდიდა 8 702 მსჯავრდებული” – სპეციალური...

სპეციალური პენიტენციური სამსახური, მსჯავრდებულთა საერთო რაოდენობასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ნინო ნადირაძე ისე ათრიეს ქოცებმა პუტინზე ერთი გადაბრუნებული სიტყვის გამო, ლამის ვეცე და დავიცვა😝”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის სახუმარო პოსტი სოციალურ...

“პაატა ბურჭულაძეს ივანიშვილი კლავს, მაგრამ ვერაფრით გატეხა ეს საქართველოს საგანძური” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე მსოფლიო ბანის,...