spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ვპირდები ყველას, ვინც ხმა მისცა "ლეიბორისტული პარტიის" აკრძალვას,...

“ვპირდები ყველას, ვინც ხმა მისცა “ლეიბორისტული პარტიის” აკრძალვას, უმრავლესობის წევრებს და ვაიოპოზიციის წარმომადგენლებს – თქვენს მიმართ იწყება სასანქციო პროცედურები!” – შალვა ნათელაშვილი

,,ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარემ, შალვა ნათელაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განცხადება გააკეთა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის ვადამდელ გაწვევაზე. ოპოზიციონერმა ლიდერმა, ასევე, ისაუბრა სარჩელის შესახებ, რომელიც შეტანილია ევროპის სასამართლოში ,,ლეიბორისტული“ პარტიის აკრძალვის გამო:

,,ძვირფასო მეგობრებო, უპირველესად, უდიდეს მადლობას შემოგწირავთ იმ დახმარებისათვის, რასაც გვიწევთ რეპრესიებში მყოფ ,,ლეიბორისტულ პარტიას“. წელიწადნახევარი თქვენი დახმარების იმედზეა პარტია. ეს არის ინვესტიცია მომავალში.

მეორე – როგორც ცნობილია, ,,ლეიბორისტული პარტია“ მას შემდეგ, რაც ოპოზიცია შეყარეს პარლამენტში, ითხოვდა ამერიკის ელჩის შეცვლას. დღეს გადაწყვეტილება მიღებულია – ელჩი ვადამდეა გაწვეული. დიდი მადლობა ამერიკის პრეზიდენტს, ბატონ ბაიდენს, რომელმაც მიიღო ეს ვერდიქტი.

იმედია, ახალი ელჩი, რომელიც ჩამოვა და არის გამოცდილი დიპლომატი, იქნება ამერიკა-საქართველოს ინტერესთა ერთგული დამცველი და არა კონკრეტული ოლიგარქიული ინტერესების გამტარებელი.

დღეს მთავარი, რის თაობაზეც შეგაწუხეთ, გახლავთ სარჩელი/აპელაცია, რომელიც წარედგინა ევროპის სასამართლოს ,,ლეიბორისტული პარტიის“ აკრძალვის გამო, რაც განხორციელდა ოლიგარქ ივანიშვილის პირდაპირი მითითებით, 1 წლის უკან, საქართველოს პარლამენტის მიერ, რაც შემდგომ დაადასტურა უკანონო საკონსტიტუციო პარაზიტმა სასამართლომ, ასევე, ივანიშვილის მითითებით.

სარჩელი სარჩელია, მაგრამ მე ვპირდები ყველას, ვინც ხმა მისცა ,,ლეიბორისტული პარტიის“ აკრძალვას, უმრავლესობის წევრებს და მათ შორის, ვაიოპოზიციის წარმომადგენლებს – თქვენს მიმართ იწყება სასანქციო პროცედურები!“ – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“რატომ არ მუშაობს საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების შერეული მოდელი საქართველოში?” – ანა კობახიძე

საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების არსებული წესის მიმართ კონკრეტულ პრეტენზიებს გამოთქვამს...

რომან გოცირიძე: “ხალხი ისევ მოატყუეს!”

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი...

“სავარაუდოდ, მოსკოვმა შეიძლება დარტყმა მიაყენოს ევროპაში, მისი აზრით, უკრაინისათვის დრონების დამამზადებელ საწარმოებს…” – შალვა...

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარის, შალვა ნათელაშვილის კონკრეტული ვერსია და მოლოდინი,...

“კლეპტოკრატიული რეჟიმი და ხალხი სხვადასხვა პოლუსზე იმყოფება და ეს ხმის მიცემაც საპროტესტო იყო” –...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ევროვიზიის კონკურსზე ქართული აუდიტორის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ნინო ნადირაძე ისე ათრიეს ქოცებმა პუტინზე ერთი გადაბრუნებული სიტყვის გამო, ლამის ვეცე და დავიცვა😝”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის სახუმარო პოსტი სოციალურ...

“პაატა ბურჭულაძეს ივანიშვილი კლავს, მაგრამ ვერაფრით გატეხა ეს საქართველოს საგანძური” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე მსოფლიო ბანის,...