spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიკახა კალაძე: "ერთადერთი ადამიანი, რომელმაც სისხლიანი რეჟიმის დამარცხება...

კახა კალაძე: “ერთადერთი ადამიანი, რომელმაც სისხლიანი რეჟიმის დამარცხება შეძლო, იყო ბიძინა ივანიშვილი”

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის მისამართით „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი პარტნიორი დასავლელი პოლიტიკოსების კრიტიკა გასაგებია, რადგან ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებას, მოსულიყო პოლიტიკაში, მათი ხელისუფლებიდან ჩამოშორება მოჰყვა.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის პასუხად განუცხადა, ერთადერთი ადამიანი, რომელმაც სისხლიანი რეჟიმის დამარცხება შეძლო, სწორედ ბიძინა ივანიშვილი იყო:

ბიძინა ივანიშვილი გახლავთ ქველმოქმედი, მეცენატი ადამიანი, რომელსაც უამრავი კეთილი საქმე აქვს გაკეთებული ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ხალხისთვის.

რომელი ერთი პროექტი ჩამოვთვალო – სკოლების აშენება, ბაღების რეაბილიტაცია, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნება, ქართული ჯარისთვის ხელშემწყობი პროექტების განხორციელება. ძალიან ბევრია ასეთი პროექტი, თუნდაც კულტურის მიმართულებით, მაგრამ ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი, რაც ამ ადამიანმა გააკეთა ჩვენი ქვეყნისთვის, იყო 2012 წელს მისი გადაწყვეტილება, პოლიტიკაში შემოსვლასთან დაკავშირებით.

ბიძინა ივანიშვილი არის ის ადამიანი, რომელმაც დაამარცხა ის სისხლიანი რეჟიმი, რომელიც წლების განმავლობაში მართავდა ქვეყანას. ეს იყო რეჟიმი, რომელმაც ძალიან დიდი უბედურება მოუტანა საქართველოს, გააუბედურა ოჯახები, ბიზნესი. გვახსოვს, როგორი მმართველობა იყო.

ერთადერთი ადამიანი, რომელმაც ამ რეჟიმის დამარცხება შეძლო, იყო ბიძინა ივანიშვილი. მან ირგვლივ შემოიკრიბა სრულიად საქართველო და მშვიდობიანი გზით დაასრულა ის სისხლიანი რეჟიმი, რომელიც გარკვეული წლების განმავლობაში მართავდა ქვეყანას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ნინო ნადირაძე ისე ათრიეს ქოცებმა პუტინზე ერთი გადაბრუნებული სიტყვის გამო, ლამის ვეცე და დავიცვა😝”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის სახუმარო პოსტი სოციალურ...

“დაე, ჩვენი გულები მუდამ შეკრული იყოს “საკრველითა სიყვარულისათა” ერთურთის მიმართ” – შიო III

⛪️ უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის,...

“კლეპტოკრატიული რეჟიმი და ხალხი სხვადასხვა პოლუსზე იმყოფება და ეს ხმის მიცემაც საპროტესტო იყო” –...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ევროვიზიის კონკურსზე ქართული აუდიტორის...

“ინვესტირება ყველასთვის – რატომ აღარ არის აქციების ფლობა მხოლოდ მდიდრების პრივილეგია?” – გიორგი კეპულაძე

ეკონომიკის დოქტორი, ორგანიზაცია “საზოგადოება და ბანკების” ერთ-ერთი დამფუძნებელი და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ნინო ნადირაძე ისე ათრიეს ქოცებმა პუტინზე ერთი გადაბრუნებული სიტყვის გამო, ლამის ვეცე და დავიცვა😝”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის სახუმარო პოსტი სოციალურ...

“პაატა ბურჭულაძეს ივანიშვილი კლავს, მაგრამ ვერაფრით გატეხა ეს საქართველოს საგანძური” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე მსოფლიო ბანის,...

“ბიძინა ივანიშვილისთვის კი თითოეული მათგანი არის არავინ…” – არჩილ გამზარდია

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილთან (და სხვებთან) დაკავშირებით...