spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბებიკახა კალაძე: "სიცრუეა, რომ ავარიული კორპუსის მცხოვრებლებს ახალაშენებულ...

კახა კალაძე: “სიცრუეა, რომ ავარიული კორპუსის მცხოვრებლებს ახალაშენებულ კორპუსში მათი სრული თანხმობის გარეშე გადავიყვანთ”

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამის წესში სიახლეა. ამის შესახებ მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
მისი თქმით, მუნიციპალიტეტს შეუძლია ავარიული სახლის ჩანაცვლება განახორციელოს არა იმავე ტერიტორიაზე, რაზეც დგას ავარიული სახლი, არამედ სხვა, მუნიციპალურ მიწის ნაკვეთზე.

ამ დრომდე არსებობდა გარკვეული წესი: ჩვენ გვქონდა მოლაპარაკება ავარიულ კორპუსში მცხოვრებლებთან. თუ მათთან შეთანხმება მოხდებოდა და ყველა ხელს მოაწერდა, მაშინ ისინი დროებით გაგვყავდა ქირით. პარალელურად, იწყებოდა ავარიული კორპუსის დემონტაჟი და ახალი პროექტის განხორციელება. კორპუსის აშენების შემდეგ, ადგილობრივებს ვაბრუნებთ ახალ, მოწესრიგებულ სახლებში.

ჩვენ ამ წესში დამატებითი სიახლე შემოვიტანეთ, რომელიც ასევე ავარიული სახლის ჩანაცვლებას ითვალისწინებს და ეხება ისეთ შემთხვევას, როდესაც მუნიციპალიტეტი ავარიული სახლის ჩანაცვლებას ახორციელებს არა იმავე ტერიტორიაზე, რაზეც დგას ავარიული სახლი, არამედ სხვა, მუნიციპალურ მიწის ნაკვეთზე. მაგალითად, ავაშენოთ მიწის ნაკვეთზე კორპუსი და შემდგომში შევთავაზოთ მოსახლეობას იქ გადასვლა და მათი სახლის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადმოცემა“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძის განმარტებით, ახალ კორპუსის მუნიციპალიტეტის კუთვნილ ტერიტორიაზე აშენება არ საჭიროებს მოსახლეობის თანხმობას, თუმცა, იქამდე, ვიდრე აშენებულ კორპუსში მოსახლეობას გადაიყვანენ, აუცილებელია მათი თანხმობა.

ცარიელ მიწის ნაკვეთზე მუნიციპალიტეტი კორპუსს აშენებს მოსახლეობის თანხმობის გარეშე, რადგან ეს არის მუნიციპალიტეტის საკუთრება. როდესაც კორპუსს ავაშენებთ, ავარიულ კორპუსში მცხოვრებ მოსახლეობას შევთავაზებთ გადასვლას ახალ სივრცეში. ამ მიზნით გავიტანეთ ცვლილებები საკრებულოზე და ჩავწერეთ, რომ ცარიელ მიწის ნაკვეთზე ჩვენ შეგვიძლია ყველას თანხმობის გარეშე, მუნიციპალიტეტის მიწაზე დავიწყოთ კორპუსის მშენებლობა, მაგრამ იმისთვის, რომ შემდგომში, მოსახლეობა ავარიული კორპუსიდან ახალაშენებულ კორპუსში გადავიყვანოთ, ცხადია, მათი სრული თანხმობა გვჭირდება და თანხმობის გარეშე ვერანაირ გაცვლას ვერ გავაკეთებთ.

იმ შემთხვევაში, თუ ეს ხალხი არ იქნება თანახმა, ამ ბინებს სხვა ავარიულ კორპუსში მცხოვრებლებს შევთავაზებთ. ამ ცვლილების მიზანია, რომ ავარიულ კორპუსებში მცხოვრებ მოსახლეობას რაც შეიძლება მალე გადავცეთ კუთვნილი საცხოვრებელი ფართები“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მისივე თქმით, აღნიშნულ სიახლესთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, თითქოს მუნიციპალიტეტი ხალხის ნების გარეშე ჩაანაცვლებს მათ კუთვნილ ფართებს.

ბოლო დღეებში არაკომპეტენტური, არაპროფესიონალი ადამიანები, ასევე პოლიტიკოსები, რომელთაც აქვთ თავიანთი დღის წესრიგი, ავრცელებენ არასწორ ინფორმაციას, თითქოს ამ ცვლილებების მიზანია, ხალხის ნების გარეშე ჩავანაცვლოთ მათი კუთვნილი ფართები.

როგორ შეიძლება ამის დაშვება ან როგორ წარმოგიდგენიათ მოსახლე მისი თანხმობის გარეშე, კუთვნილი ფართიდან გამოვიყვანოთ დაძალებით და ალტერნატიული ფართი შევთავაზოთ?!

ცხადია, ეს არის არასწორი ინფორმაცია, სიცრუე. ეს ცვლილება საჭიროა იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად განხორციელდეს შესაბამისი პროექტები და არ ვიყოთ დამოკიდებული მხოლოდ ავარიული სახლების დემონტაჟზე და ახლის აშენებაზე.

გვაქვს მუნიციპალური მიწები და რატომ არ შეგვიძლია, იქ ავაშენოთ ახალი საცხოვრებელი ფართები და შევთავაზოთ ავარიული კორპუსების მცხოვრებლებს?!“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მეტი ემპათია თუ არა ჭკუა მაინც არ გაქვთ, რომ საკუთარ მომავალზე იფიქროთ? სად წავა...

ადვოკატ შოთა თუთბერიძის მიერ მისი დაცვის ქვეყ მყოფი “კოალიცია...

“პოლიციის მხრიდან ნებისმიერ გადაცდომას ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება” – კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ პოლიციის მხრიდან ნებისმიერ...

“ეს აღარ იქნება ის კავშირი, რომლის წევრობაზეც საქართველომ ოთხი წლის წინ განაცხადი შეიტანა და...

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადება ევროკავშირთან დაკავშირებით: "გუშინ, გაფართოების საკითხებში...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მეტი ემპათია თუ არა ჭკუა მაინც არ გაქვთ, რომ საკუთარ მომავალზე იფიქროთ? სად წავა...

ადვოკატ შოთა თუთბერიძის მიერ მისი დაცვის ქვეყ მყოფი “კოალიცია...

“ნარკომანიის და კრიმინალის ზეობის ხანაში სააკაშვილის ნულოვან ტოლერანტობაზე ვინც ღელავდით, ახლა ნახეთ კობახიძის ნულოვანი...

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ შედარება-მინიშნებებს აკეთებს,...

“მაინც მოგხსნის შე საცოდავო🤡” – ნინო ჯანგირაშვილი ირაკლი კობახიძეს მიმართავს

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გაკეთებულ...

“ზარქუამ, არანაირი უკანდახევა არ იქნებაო… მართლაც უპრეცედენტო გმირობაა მისი მხრიდან!” –

ირაკლი ზარქუას პოზიციას, ევროპარლამენტის მიერ საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებით მიღებულ...

მიხეილ სააკაშვილი: “ჩემი თავმჯდომარეობის კანდიდატი არის ნანუკა ჟორჟოლიანი…”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის...