spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ნაციონალური მოძრაობა" და "ქართული ოცნება" დღეს ერთად, შეთანხმებულად,...

“ნაციონალური მოძრაობა” და “ქართული ოცნება” დღეს ერთად, შეთანხმებულად, მოქმედებს და ხელს უშლის ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს – სალომე სამადაშვილი

„ქართულ ოცნებას“ მოვუწოდებდით, რომ, სწორედ, მიშელის შეთანხმება იყო დეპოლარიზაციის გზა. ამ შეთანხმებას ხელი არ მოაწერა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ გადააგდო სანაგვეზე. თქვენ ხართ ორი პოლიტიკური ძალა -,,ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“, რომლებიც დღეს ერთად შეთანხმებულად მოქმედებთ და ხელს უშლით ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს.

ამ ყველაფერში შეიძლება ირონიული ის არის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დამფუძნებლის, მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი მდგომარეობაც, დამატებით ყველა სხვა პრობლემასთან, გვევლინება ძალიან სერიოზულ დაბრკოლებად ამ ქვეყნის ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარლამენტის წევრმა სალომე სამადაშვილმა.

მისი თქმით, ტყუილია ის გზავნილები, რაზეც საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა ევროკავშირის მოთხოვნების შესრულებასთან დაკავშირებით ისაუბრეს.

არავის გამოუქვეყნებია, მათ შორის, არც ევროკავშირს ანგარიში, რაც შეეხება ჩვენთვის წაყენებული 12 პუნქტის შესრულების თაობაზე. ასეთი ანგარიში ბუნებაში არ არსებობს იმიტომ, რომ არავის დაუწერია.

12 პირობა, რომელიც ჩვენ წაგვიყენეს შეეხება, ჩვენს ქვეყნაში დემოკრატიის და კანონის უზენაესობის საკითხებს და არა იმ ანგარიშს, რომელიც გამოაქვეყნა ევროკომისიამ, თუ რა პროცენტით არის გადმოტანილი ჩვენს კანონმდებლობაში ევროკავშირის რეგულაციები და მათი კანონმდებლობა. ამ თვალსაზრისით, მართლაც, პროგრესი გვაქვს, ოღონდ არავინ დააფუძნებს საკუთარ გადაწყვეტილებას ამ ანგარიშზე ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მოცემის დროს“, – აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“რეგიონებში გასვლები იწყება 1 აგვისტოდან. მოკლედ, თქვენი იმედი გვაქვს და მიხარია რომ აქტიურობთ” –...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ...

ბეჟან ჯავახია: “ახლა რუსთაველს რას უპირებთ?”

რუსთავილის გამზირზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას (არა)რიტორიკული შეკითხვებით ეხმაურება საქართველოს...

მიხეილ სააკაშვილი: “მე ვემზადები დიდი ცვლილებებისთვის, რომლებიც მოდის…”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური განაცხადი და კონკრეტული...

“რეჟიმებისთვის ძალაუფლების წყარო არის არა ხალხი, არამედ გაუნათლებელი, საღ აზრსა და კრიტიკულ აზროვნებას მოკლებული...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, ნანა ტოხვაძე მძიმე შეფასებებს აკეთებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“ვისაც ფორმის ფული არ ექნება და ვერ შეიძენს – სკოლაში არ შეუშვებენ?” – არჩილ...

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, კონკრეტული შეკითხვების თანხლებით, სერიოზულ პრობლემებზე ამახვილებს...

“მარიზ, ჩემო კეთილო ადამიანო, იცოდე, შენ დაგცინიან ის ადამიანები, რომლებმაც პრეზიდენტად ყაველაშვილი აირჩიეს” –...

პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტის დედის, საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილის...

“ცუდი ამბავი რუსებისთვის და კარგი ჩვენთვის…” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი, უკრაინაში სამხედრო სფეროში განხორციელებულ კონკრეტულ საკადრო გადაწყვეტილებას,...