spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ვწუხვარ, რომ მის შეურაცხყოფას ცდილობენ" - ნათია ფანჯიკიძე...

“ვწუხვარ, რომ მის შეურაცხყოფას ცდილობენ” – ნათია ფანჯიკიძე ამირან გამყრელიძეზე

ამირან გამყრელიძესთან დაკავშირებით შექმნილ სიტუაციას ემოციური შეფასებებით ეხმაურება ფსიქოლოგი, არტთერაპევტი, ფსიქოთერაპიის ცენტრ “კამარა”-ს დამფუძნებელი ნათია ფანჯიკიძე:

ამირან გამყრელიძის არც პროფესიონალიზმში მეპარება ეჭვი, არც ადამიანობაში და არც მის საქმის მიმართ დამოკიდებულების მაღალ კულტურაში. ვწუხვარ, რომ მის შეურაცხყოფას ცდილობენ.

და საერთოდაც ვწუხვარ, რომ ადამიანის განადგურების მასობრივი კამპანიები ასეთ ეროვნულ თვისებად ჩამოყალიბდა.

ბრბოსთვის საჯიჯგნად გადაგდება იმ ხალხის, ვინც რაღაცას ქმნის, დიდი პროექტის განხორციელების თვისება აქვს და ქვეყნიდან არ გარბის, წვლილი შეაქვს რამის განვითარებაში, არც მადლობას ითხოვს არავისგან, იქნებ როგორმე ვაჯობოთ თავებს და სიცოცხლე მაინც ვაპატიოთ ხოლმე,” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ნათია ფანჯიკიძე.

ინფორმაციისთვის: დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ მის მიმართ წარმოებს ნეგატიური კამპანია. კერძოდ, როგორც იგი აღნიშნავს, სამსახურიდან წასვლის შემდეგ ყოფილ თანამშრომლებს უკრძალავენ მასთან კომუნიკაციას და ასევე შეაჩერეს ის პროექტები, რომლებსაც ხელმძღვანელობდა.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“რა არის აქ გაუგებარი? სახელმწიფო უნივერსიტეტებში ნაცების და დიფსთეითის მმართველობის დროს სწავლა იყო ფასიანი,...

პოლიტიკის ექსპერტი დავით ზურაბიშვილი სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებლებში სწავლის დაფინანსებასთან...

“საქართველოს ეროვნული ბანკი მოუწოდებს მოქალაქეებს გამოიჩინონ განსაკუთრებული ყურადღება და სიფრთხილე” – სებ-ის განცხადება შესაძლო...

შესაძლო თაღლითურ მანიპულაციებთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს საქართველოს ეროვნული...

“ნუ ბოდავთ, რა ქართული დიპლომატიის გამარჯვება, სადღაა ქართული დიპლომატია…” – გია ჯაფარიძე

კუნძული-სახელმწიფო ნაურუ წლების წინ ოკუპირებული ტერიტორიების აფხაზეთის და ცხინვალის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“ვისაც ფორმის ფული არ ექნება და ვერ შეიძენს – სკოლაში არ შეუშვებენ?” – არჩილ...

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, კონკრეტული შეკითხვების თანხლებით, სერიოზულ პრობლემებზე ამახვილებს...

“მარიზ, ჩემო კეთილო ადამიანო, იცოდე, შენ დაგცინიან ის ადამიანები, რომლებმაც პრეზიდენტად ყაველაშვილი აირჩიეს” –...

პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტის დედის, საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილის...

“ცუდი ამბავი რუსებისთვის და კარგი ჩვენთვის…” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი, უკრაინაში სამხედრო სფეროში განხორციელებულ კონკრეტულ საკადრო გადაწყვეტილებას,...