spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიკახა კალაძე: "ნაციონალური მოძრაობა" არის პარტია, რომელიც აჩვენებდა...

კახა კალაძე: “ნაციონალური მოძრაობა” არის პარტია, რომელიც აჩვენებდა საზოგადოებას, თუ როგორი არ უნდა იყოს ხელისუფალი

ლევან ხაბეიშვილი ჩემი ფავორიტი იყო, ისე მოემზადა ამ არჩევნებისთვის, შეუძლებელი იყო, მას არ მოეგო“ – თბილისის მერი, კახა კალაძე მედიასთან პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილის გამარჯვებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ საზოგადოებას აჩვენებს, როგორი არ უნდა იყოს ოპოზიცია:

ლევან ხაბეიშვილი ჩემი ფავორიტი იყო. მე ამასთან დაკავშირებით არაერთხელ მისაუბრია. შეუძლებელი იყო, ლევანს არ მოეგო, ისე მოემზადა ამ არჩევნებისთვის და ფიზიკურადაც დაეტყო. ერთი რამ შემიძლია გითხრათ, „ნაციონალური მოძრაობა“ არის პარტია, რომელიც აჩვენებდა საზოგადოებას, თუ როგორი არ უნდა იყოს ხელისუფალი. გვახსოვს, როგორ ექცეოდა მოსახლეობას. დღეს, როდესაც ოპოზიციაში არიან ისინი, საზოგადოებას აჩვენებენ, როგორი არ უნდა იყოს ოპოზიცია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, ლევან ხაბეიშვილის უკან ვანო მერაბიშვილი და დავით კეზერაშვილი დგანან.

რეალურად ხაბეიშვილი არავინ არის. ის ვანო მერაბიშვილისა და დავით კეზერაშვილის მიერ დროებით დასმული ხელქვეითია. დარწმუნებული ვარ, მალე გააგდებენ ამ თანამდებობიდან, როგორც ნიკა მელია გააგდეს. ნახეთ, ისინი როგორი ბინძური მეთოდებით ებრძოდნენ ერთმანეთს. ეს არის მათი ხელწერა. შეუძლებელია, შეიცვალონ ეს ადამიანები და ამ პარტიის სულისკვეთება.

ჩვენ გვახსოვს ხელისუფლებაში მათი ყოფნის დრო რას კადრულობდნენ, ფაქტობრივად, ყველა ადამიანზე კომპრომატი ჰქონდათ. დღესაც პარტიაში საკუთარი გუნდის წევრებს წერენ. ეს გააკეთეს მელიასთან მიმართებაში. ეს მათი საქმეა. თუმცა, ცხადია, რომ დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე კეზერაშვილი-მერაბიშვილი არიან“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ინვესტირება ყველასთვის – რატომ აღარ არის აქციების ფლობა მხოლოდ მდიდრების პრივილეგია?” – გიორგი კეპულაძე

ეკონომიკის დოქტორი, ორგანიზაცია “საზოგადოება და ბანკების” ერთ-ერთი დამფუძნებელი და...

“15 კატეგორიის პროდუქტზე ჩვენ მომხმარებელს ყოველდღიურად ექნება საუკეთესო ფასი” – შოთა ბერეკაშვილი

ე.წ. "ფასების კომისიის" თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი სავაჭრო სექტორში 15...

“სანამ ოპოზიციის ერთიანობაზე ვისაუბრებთ, კარგად უნდა გავიაზროთ, რა მოხდა წლინახევრის წინ” – ზაზა ბიბილაშვილი

პოლიტიკური ერთიანობის თემას, სოციალურ ქსელში, 3-პუნქტიანი შეფასება-განმარტებებით ეხმიანება ჭავჭავაძის...

თბილისის მერია “მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის” პროგრამაში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღებას იწყებს კახა კალაძე

„თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახური აცხადებს „მიკრო და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ნინო ნადირაძე ისე ათრიეს ქოცებმა პუტინზე ერთი გადაბრუნებული სიტყვის გამო, ლამის ვეცე და დავიცვა😝”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის სახუმარო პოსტი სოციალურ...

“ბიძინა ივანიშვილისთვის კი თითოეული მათგანი არის არავინ…” – არჩილ გამზარდია

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილთან (და სხვებთან) დაკავშირებით...

“ივანიშვილი არც პირველი იქნება და არც უკანასკნელი, ვისაც რეჟიმი ჩამოემხობა, თან შეიძლება სულაც ისეთ...

ტელეკომპანია "კავკასია"-ს გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის კონკრეტული შეფასება-მოსაზრებები "ქართული...