spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"თუ მიხეილ სააკაშვილი მისმენს ვეტყვი, რომ ვერაფერსაც ვერ...

“თუ მიხეილ სააკაშვილი მისმენს ვეტყვი, რომ ვერაფერსაც ვერ დაგვაკლებ, შენ ხარ კრიმინალი, ზიხარ იქ, სადაც უნდა იჯდე!” – თეა წულუკიანი

ვიცე-პრემიერი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი მწვავე და ირონიულ კომენტარს აკეთებს ჟურნალისტებთან საქართველოს მე-3 პრეზიდენტსა და სააკაშვილის “მაგნიტსკის სიასთან” დაკავშირებით.

ვიცე-პრემიერის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი სამართლიანად იხდის სასჯელს, რომელიც დამოუკიდებელმა და მიუკერძოებელმა სასამართლომ მიუსაჯა:

,,რაც შეეხება სიას, ჩვენ მაშინ არ შევუშინებივართ ე.წ. სიას, რომ ,,დაგიჭერთ, დაგაპატიმრებთ, ამოგალპობთ ციხეში, ხელი არ აუკანკალდება არავის და ყველანი იქნებით ტერორის ქვეშ“ – როცა ამას გვეუბნებოდნენ ქართველ ხალხს ,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მათი კრიმინალი ბელადი, რომელიც ახლა, სრულიად დამსახურებულად ბრძანდება ორპალატიან საკანში და კიდევ პრეტენზიები აქვს, მაშინ არ შეგვშინებია, იმიტომ რომ ვიცოდით ვიბრძოდით სიმართლისთვის.

ჩვენ მიჩვეულები ვართ უკვე სიების შედგენას, რომ ეოცნებებათ და ნატრულობენ, რომ დაბრუნდებიან ხელისუფლებაში, დაიჭერენ ყველა მინისტრს, ექთნებს, ექიმებს, ამოგვალპობენ ყველას ერთად ციხეში.

ახლა თუ მიხეილ სააკაშვილი მისმენს ვეტყვი, რომ – ვერაფერსაც ვერ დაგვაკლებ, შენ ხარ კრიმინალი, ზიხარ იქ, სადაც უნდა იჯდე! კეთილი ინებე, მოიხადე ის სასჯელი, რომელიც მოგისაჯა საქართველოს დამოუკიდებელმა, მიუკერძოებელმა და რეფორმირებულმა სასამართლომ. ეს არის ჩვენი კანონის პატივისცემა და აღსრულება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“აღარ არსებობს აღარც მთაწმინდა, აღარც სოლოლაკი… სულ ბეტონი, უჟანგბადობა, კლაუსტროფობია… სიმახინჯე…” – ლაშა ბუღაძე

მწერალი, დრამატურგი ლაშა ბუღაძე, მძიმე შეფასებებით, კონკრეტულ ფაქტებზე აკეთებს...

“რა არის აქ გაუგებარი? სახელმწიფო უნივერსიტეტებში ნაცების და დიფსთეითის მმართველობის დროს სწავლა იყო ფასიანი,...

პოლიტიკის ექსპერტი დავით ზურაბიშვილი სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებლებში სწავლის დაფინანსებასთან...

“რაც მეტად დააჩმორებს ივანიშვილი ქართველებს, მით ნაკლებ ვალდებულებას იგრძნობს, რომ საერთოდ მიაწოდოს დენი მოსახლეობას…”...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დენის საეჭვო მიზეზებით...

“კარგით რა მართლა და მართლა! ძაან მწყინს ამ ბიჭს ასე რომ ექცევით!” – ნინო...

მამუკა მდინარაძესთან მიმართებით მორიგ სამთავრობო საკადრო გადაწყვეტილებას, სოციალურ ქსელში,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“ვისაც ფორმის ფული არ ექნება და ვერ შეიძენს – სკოლაში არ შეუშვებენ?” – არჩილ...

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, კონკრეტული შეკითხვების თანხლებით, სერიოზულ პრობლემებზე ამახვილებს...

“მარიზ, ჩემო კეთილო ადამიანო, იცოდე, შენ დაგცინიან ის ადამიანები, რომლებმაც პრეზიდენტად ყაველაშვილი აირჩიეს” –...

პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტის დედის, საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილის...

“ცუდი ამბავი რუსებისთვის და კარგი ჩვენთვის…” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი, უკრაინაში სამხედრო სფეროში განხორციელებულ კონკრეტულ საკადრო გადაწყვეტილებას,...