პარასკევი, მაისი 3, 2024

“პოლიტიკური ინტერესი აიძულებს ევროპარლამენტარებს, მოითხოვონ დამნაშავე სააკაშვილის გათავისუფლება და ქველმოქმედი, მეცენატი ბიძინა ივანიშვილის დასჯა” – ირაკლი კობახიძე

პარტია ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მწვავე შეფასებებს აკეთებს ევროპარლამენტარების რეზოლუციასა და დებატებთან დაკავშირებით. მისი განცხადებით, იმ ჯგუფმა უნდა ინერვიულოს საქართველოს მე-3 პრეზინდენტის პატიმრობაზე, ვინც წაახალისა მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩასვლა:

,,როდესაც ჩვენ ვხედავთ ევროპარლამენტარებს, რომლებიც ამ ელემენტარულ პრინციპს არ სცემენ პატივს, რასაც ჰქვია სამართლის უზენაესობა ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ კორუფციის კუთხით (კორუფციას ბევრი სახე აქვს და არა მარტო ფულთან შეიძლება ჰქონდეს შეხება) არის სერიოზული პრობლემები ევროპარლამენტში. ის დოკუმენტი, რომელიც განიხილება და ეს დებატები, რომელიც გაიმართა ევროპარლამენტში – არის ამის კიდევ ერთი დასტური.

ცალკეული ევროპარლამენტარები გრძნობენ პასუხისმგებლობას სააკაშვილის მიმართ იმის გამო, რომ მათ წაახალისეს მისი ჩამოსვლა საქართველოში. ეს ჩვენი საქმე არ არის – ეს არის მათი პასუხისმგებლობის საქმე. ვინც წაახალისა საქართველოში სააკაშვილის ჩამოსვლა, იმან ინერვიულოს მის პატიმრობაზე.

პოლიტიკური ინტერესი აიძულებს ამ ადამიანებს, რომ ერთი მხრივ მოითხოვონ დამნაშავე სააკაშვილის გათავისუფლება, მეორე მხრივ – ქველმოქმედი, მეცენატი ბიძინა ივანიშვილის დასჯა. ეს არის მათი პოლიტიკური მოტივაცია. ამას საზოგადოება ხომ უყურებს? – ასეთი ევროპა არ არის ევროპა!

ერთ მხარეს არის 3 მლრდ $-ის დამხარჯველი ქველმოქმედი ადამიანი, რომელიც უნდა დაისაჯოს, აქეთ არის კაცი, რომელმაც 3 მლრდ და მეტი – მოიპარა, რომელმაც ასეულობით ადამიანი ყოველწლიურად მოკლა – ეს უნდა გათავისუფლდეს. ეს ხომ სირცხვილია ურალოდ?! უბედურებაა ამას რომ ისმენს ევროპიდან ქართველი მაყურებელი!“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული