spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მშვიდობა მოიტანეს თავისუფლებისთვის მებრძოლმა ბიჭებმა" - პაატა მანჯგალაძე

“მშვიდობა მოიტანეს თავისუფლებისთვის მებრძოლმა ბიჭებმა” – პაატა მანჯგალაძე

საქართველოს პარლამენტის წევრი, ,,სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს საუბრობს თავისუფლების ფასზე. ოპოზიციონერი ლიდერი, მმართველ პარტიას მიმართავს და კონკრეტულ ემოციურ განმარტებებს აკეთებს:

,,საერთოდ არ ვაპირებდი ამ საკითხზე საუბარს, რადგან ვთვლი, რომ იმ უღირს და უმსგავსო განცხადებებს, რაც გაისმა უმრავლესობის წარმომადგენლის მხრიდან, პასუხი გასცა საქართველოს მოქალაქეებმა. მაგრამ, პრემიერ-მინისტრი და ,,ქართული ოცნების” ლიდერები ისევ აგრძელებენ საუბარს ექსტრემისტებზე, ომის ძალებზე, რომლებსაც მეორე ფრონტის გახსნა უნდა და არასდროს ახსენებენ რუსეთს. თუ ვინმეს ომი უნდა და სიკვდილი ახარებს, არის რუსეთი. ამ დროს ხელს იშვერთ ოპოზიციისკენ.

მე მინდა პირდაპირ გითხრათ, რომ ეს რაღაცა ზედმეტი აჟიტირება, ვითომ თქვენ მოიტანეთ მშვიდობა, იცით ხომ მშვიდობა თავისუფლების და ღირსების გარეშე არის მონის ოცნება.

რა მშვიდობაზე საუბრობთ?! ამ მშვიდობაში თქვენი დამსახურება არის ის, რომ საახალწლო ინსტალაციები გააკეთეთ ნაძვის ხესთან და ქუჩებში. სინამდვილეში ეს მშვიდობა მოიტანა იმ ბიჭებმა, ვინც საქართველოს თავისუფლებისთვის და ძლიერებისთვის იბრძვის. აი, ეს უნდა ვთქვათ – მშვიდობა მოტანილია თავისუფლებისთვის მებრძოლი ბიჭების მიერ, რომლებმაც რუსებს, მათ შორის უკრაინაში, ჩაუმსხვრია ის კბილები, რომლითაც გვგლეჯდა 2008 წელს და რომლის გამეორებასაც აპირებდნენ, თუ უკრაინაში წარმატებით განხორციელდებოდა ე.წ. სპეცოპერაცია.

დიახ, პუტინის მიზნები იყო და არ დაუმალავს – იმპერიის აღდგენა. ჩვენ იმპერიის ნაწილი ვიყავით. ამიტომ მშვიდობა განპირობებულია არა თქვენი “კუდის ქიცინის” პოლიტიკით, არამედ მშვიდობა მოიტანა თავისუფლებისთვის მებრძოლმა ბიჭებმა.

როცა ამჟღავნებ თავშივე, რომ მზად ხარ მშვიდობისთვის გადაიხადო, მათ შორის, თავისუფლების ფასი, ამით კი არ ზრდი მშვიდობის შანსს, პირიქით, ზრდი ომის, ბრძოლის საფრთხეს, რადგან მტერს ეუბნები – “მე იმდენად სუსტი ვარ, მზად ვარ, რომ ოღონდ მშვიდობა იყოს გადავიხდი ყველანაირ ფასს“.

იცით თქვენ ისტორია, ძალიან შორი არ არის. საფრანგეთის კოლაბორაციული მთავრობის მთავარი ლოზუნგი იყო – ,,გვაცადეთ მშვიდობა!” და თავისუფლებისთვის მებრძოლ დე გოლს ედავებოდნენ, რომ გვაცადეთ მშვიდობა, ხელს გვიშლის დეგოლი. საქართველოში არ არსებობს ძალა, ვისაც უნდა მეორე ფრონტი. პირდაპირ გეუბნებით, საქართველოში არ არსებობს მითუმეტეს ოპოზიციაში ძალა, ვისაც უნდა მეორე ფრონტი.

რაც ზრდის ომისა და ბრძოლის რისკებს, არის “კუდის ქიცინის”, სიმხდალის გამოვლინების პოლიტიკა, რადგან მშვიდობა არ არსებობს თავისუფლების და ღირსების გარეშე. მშვიდობა თავისუფლების და ღირსების გარეშე არის მონის ოცნება!

მე ნამდვილად არ მინდა ასე გაიზარდოს ჩვენი მომავალი თაობები, რომ ოღონდ მშვიდობა იყოს და ჩვენ მზად ვართ გადავიხადოთ ყველაფრის ფასი. კიდევ ერთხელ პატივისცემა თავისუფლებისთვის მებრძოლ ბიჭებს.

როცა ვიტყვით მშვიდობას უნდა გვახსოვდეს ყოველთვის, რომ ეს მშვიდობა მოტანილია ამ ბიჭების ბრძოლით, ამ ბიჭების სიცოცხლის ფასად და არა “კუდის ქიცინის” თუ მუხლებზე დგომის ფასად!

ამის შეხსენება მინდოდა თქვენთვის და ნამდვილად არ მინდა, რომელიმე გიხილოთ იმ მდგომარეობაში, როგორც მოექცა საფრანგეთი კოლაბორაციული მთავრობის წარმომადგენლებს”, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“აღარ არსებობს აღარც მთაწმინდა, აღარც სოლოლაკი… სულ ბეტონი, უჟანგბადობა, კლაუსტროფობია… სიმახინჯე…” – ლაშა ბუღაძე

მწერალი, დრამატურგი ლაშა ბუღაძე, მძიმე შეფასებებით, კონკრეტულ ფაქტებზე აკეთებს...

ზაალ ანჯაფარიძე: “გვაქვს სიტუაცია, როდესაც “ქვას შეხვდა ქვა”

MMA-ის მებრძოლი გიორგი ქართველიშვილის და მისი თანამოაზრეების მიერ დაანონსებულ...

“კარგით რა მართლა და მართლა! ძაან მწყინს ამ ბიჭს ასე რომ ექცევით!” – ნინო...

მამუკა მდინარაძესთან მიმართებით მორიგ სამთავრობო საკადრო გადაწყვეტილებას, სოციალურ ქსელში,...

“როცა ომში მყოფ ქვეყანაზე, ანუ რუსეთზე ააწყვეთ მთელი გეგმები ქოცებო, ეკონომიკაც მაგათ მიაბით და...

"პროპაგანდამ კახეთში რუსი ქალისთვის მუშტის შემორტყმას დააბრალა 90 000...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ცუდი ამბავი რუსებისთვის და კარგი ჩვენთვის…” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი, უკრაინაში სამხედრო სფეროში განხორციელებულ კონკრეტულ საკადრო გადაწყვეტილებას,...

“ვისაც ფორმის ფული არ ექნება და ვერ შეიძენს – სკოლაში არ შეუშვებენ?” – არჩილ...

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, კონკრეტული შეკითხვების თანხლებით, სერიოზულ პრობლემებზე ამახვილებს...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“მარიზ, ჩემო კეთილო ადამიანო, იცოდე, შენ დაგცინიან ის ადამიანები, რომლებმაც პრეზიდენტად ყაველაშვილი აირჩიეს” –...

პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტის დედის, საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილის...