spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"დღეს ბიძინას მოურავმა დააანონსა, რომ საპატრიარქოსთან შეთანხმებით განხორციელდება...

“დღეს ბიძინას მოურავმა დააანონსა, რომ საპატრიარქოსთან შეთანხმებით განხორციელდება საკანონმდებლო ცვლილება…” – პარტია “გირჩი – მეტი თავისუფლება”

პარტია “გირჩი – მეტი თავისუფლება” მწვავე შეფასებებით და კონკრეტული განმარტებებით ეხმაურება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ მთავრობის სხდომაზე გაჟღერებულ  საკანონმდებლო ინიციატივას სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლის წესთან დაკავშირებით:

დღეს ბიძინას მოურავმა დააანონსა, რომ საპატრიარქოსთან შეთანხმებით განხორციელდება საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც აღარ მისცემს შესაძლებლობას რომელიმე კონფესიას, გარდა მართლმადიდებლური ეკლესიისა, საკუთარი სასულიერო პირები დაიცვას ვითომ სავალდებულო სამხედრო სამსახურის, სინამდვილეში კი – სავალდებულო მონობისგან.

ე.წ. სავალდებულო სამხედრო სამსახური არის მოძველებული, უკიდურესად არაეფექტური და ძვირი სისტემა, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ქვეყნის თავდაცვა-უსაფრთხოებასთან.
სწორედ ამ მიზეზების გამო, უკრაინამ, რომელიც ამჟამად ეფექტურად იბრძვის რუსეთის დედააფეთქებული იმპერიის წინააღმდეგ, ომის პირობებში ზელენსკიმ გააუქმა სავალდებულო სამხედრო სამსახურის შემოდგომის გაწვევა.

ამ სამსახურის ეფექტურობის გაზრდაზე საუბარი დე-ფაქტო ხელსუფლებისგან, რომელსაც ეშინია ქვეყნის 20%-ის მიმტაცებელს დაუძახოს მტერი, ეშინია რუსეთის წინააღმდეგ დაღუპული საქართველოს მოქალაქეების ოჯახებს მიუსამძიმროს და რომელიც უკრაინაში მებრძოლებს ემუქრება მოქალაქეობის ჩამორთმევით, არის უკიდურესი ცინიზმი და თავხედობა.

ერთადერთი ვისაც მთელი ეს წლები ყელში ეჩხირებოდა კანონმდებოლბაში სპეციალურად მისთვის გაწერილი პრივილეგიის სხვა კონფესიის მიერ გამოყენება, არის საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საპატრიარქო, რომელიც წარმოადგენს რუსეთის რეზიდენტურის მთავარ ცენტრს ამ ქვეყანაში და რომლის ინტერესებშიცაა საქართველომ შეინარჩუნოს ეს არქაული და ძვირადღირებული სისტემა, რათა მაქსიმალურად დროში გაიწელოს ეფექტური თავდაცვის სისტემის მშენებლობის დაწყება.

განსხვავებით სხვა პარტიებისგან, Girchi • გირჩი – მეტი თავისუფლება ყოველთვის ითხოვდა და ახლაც ითხოვს თავდაცვის ბიუჯეტის გაორმაგებასა და პროფესიონალური, მაღალტექნოლოგიური, ძლიერი არმიის შექმნას.

საქართველოს სჭირდება არმია, რომელიც შედგება სამხედრო საქმით დაინტერესებული და მოწადინებული ადამიანებისაგან და არა იმ ხალხისგან, რომლებიც საკუთარი სურვილის საწინააღმდეგოდ მიჰყავთ.

თითოეული ადამიანის სიცოცხლე არის უნიკალური და ამ სიცოცხლის თითოეული წამი არის მისი და მხოლოდ მისი საკუთრება.

ამას ბიძინას მონები ვერასოდეს გაიაზრებენ. ამიტომ მათ უნდა წავართვათ ძალაუფლება“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მივიღეთ სრულიად კატასტროფული ანექსიური გარღვევა ცხინვალის მიმართულებით” – თამთა მიქელაძე

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ხელმძღვანელი, თამთა მიქელაძე ამა წლის წლის...

“ნინო ნადირაძე ისე ათრიეს ქოცებმა პუტინზე ერთი გადაბრუნებული სიტყვის გამო, ლამის ვეცე და დავიცვა😝”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის სახუმარო პოსტი სოციალურ...

“ღია და დაუნდობელი ბრძოლა მიდის, პირადად ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

“თუ ასე გკიდიათ ევროპა რატომ გადაგვაყოლეთ თქვენი ჯართი მედიის აკრედიტაციას?” – ნინო ჯანგირაშვილი

ევროკავშირის მიერ ტელეკომპანია “იმედისთვის” 1 წლით აკრედიტაციის შეჩერებასა და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“გია ხუხაშვილის შეგონებებს უნდა ვუსმინო, თუ როგორ ვიბრძოლო პოლიტიკაში” – შალვა ნათელაშვილი

ანალიტიკოს გია ხუხაშვილის მიერ ოპოზიციასთან მიმართებით გამოთქმულ კრიტიკულ მოსაზრებებს...

“ივანიშვილი არც პირველი იქნება და არც უკანასკნელი, ვისაც რეჟიმი ჩამოემხობა, თან შეიძლება სულაც ისეთ...

ტელეკომპანია "კავკასია"-ს გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის კონკრეტული შეფასება-მოსაზრებები "ქართული...

“ბუკა პეტრიაშვილი ციხეში. სამ სიტყვიანი ანეკდოტია ბიძინას სტილში…” – ლელა ჯეჯელავა

თბილისის საქალაქო სასამართლომ  ე.წ. ტროტუარის საქმეზე ევროპულ და ევროატლანტიკურ...

“არა, ქოცს სირცხვილის გრძნობა არ აქვს” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მწვავე, მძიმე ემოციური შეფასებები, ქვეყანაში შექმნილ...

“ბიძინათქვენს ისე ეზიზღებით მთელი საქოცეთი, მგონი მე არ მეზიზღებით ეგრე🤡” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ გუნდში მიმდინარე/მოსალოდნელ...