spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"საქართველო–რუსეთს შორის ავიამიმოსვლის აღდგენა სახელმწიფოს ინტერესებს დააზიანებს" -...

“საქართველო–რუსეთს შორის ავიამიმოსვლის აღდგენა სახელმწიფოს ინტერესებს დააზიანებს” – ვასო ურუშაძე

რუსეთის მხარის მხრიდან გაჟღერებულ სურვილს, საქართველოსთან ავიარეისების აღდგენასთან დაკავშირებით, ეხმაურება ანტიკორუფციული მოძრაობის თავმჯდომარე, ვასო ურუშაძე და კონკრეტულ განმარტებებს აკეთებს რუსეთ-საქართველოს შორის საჰაერო მომოსვლასთან დაკავშირებით:

დღეს, ორ ქვეყანას შორის საავიაციო ხელისუფლებების ურთიერთობებს 1993 წელს გაფორმებული „საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის საჰაერო მომოსვლის შესახებ შეთანხმება“ არეგულირებს, რომელიც ცალმხრივად, რუსეთის მხრიდან ჯერ 2006 წელს დაირღვა, შემდეგ 2008 წელს საომარი მოქმედებებისას და უკვე მესამედ, 2019 წელს 20 ივნისის მოვლენების შემდეგ.

რუსეთთან ურთიერთობის მწარე გამოცდილებამ კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ ამ ქვეყანასთან, ორმხრივ ფორმატში მოლაპარაკებებს და დადებულ შეთანხმებებს არანაირი სამართლებლივი ძალა არ გააჩნია. რუსეთის მხრიდან შეთანხმების ცალმხრივად და არაერთხელ დარღვევის მიუხედავად, საქართველოს არ გააჩნია ბერკეტი, დაიცვას საკუთარი სახელმწიფოებრივი ინტერესები და ეროვნული ავიაკომპანიები. ამის გამო, მილიონობით ლარის ზარალი ადგება საქართველოს ეკონომიკას და კერძო სექტორს.

აქედან გამომდინარე, მივმართავ საქართველოს მთავრობას, არ გაატაროს რუსული ინტერესები საქართველოში, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ეკონომიკურ ანექსიას და კატეგორიულად მოითხოვოს, რომ ორ ქვეყანას შორის ,,საჰაერო მიმოსვლის შესახებ” დისკუსია მოექცეს საერთაშორისო სამართლებრივ ჩარჩოში. კერძოდ, პროცესი უნდა წარიმართოს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის და მოკავშირის-ევროკავშირის, კერძოდ “EASA”-ს (ევროპის სამოქალაქო ავიაციის სააგენტო) ჩართულობით.

საქართველოს და რუსეთს შორის ფრენების უპირობოდ აღდგენა იქნება სახელმწიფოს ინტერესების საზიანო, იმ ფონზე როცა ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, ევროკავშირის მიერ რუსული ავიაკომპანიებისთვის ევროპის საჰაერო ცა დახურულია. აღნიშნულთან დაკავშირებითაც საქართველოს მთავრობას დღემდე არ გააჩნია მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოზიცია. მაშინ როცა შპს „საქაერონავიგაცია“ ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის EUROCONTROL-ის წევრია. მისი ერთ-ერთი უმთავრესი ფუნქცია საჰაერო სივრცის რეგიონალურ დონეზე კონტროლია. აღნიშნულ ფუნქციას, ერთიანი ევროპული ცის რეგულაციის ფარგლებში, EUROCONTROL-ი ასრულებს ევროკავშირის მიერ დაკისრებული ვალდებულების შესაბამისად.

ცნობისთვის, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, 27 თებერვალს ევროკავშირმა ოფიციალურად განაცხადა, რომ რუსული ავიაკომპანიებისთვის საჰაერო სივრცე დაიხურება.

კერძოდ, EU-ს ცა დაიხურა რუსეთის მოქალაქეების მფლობელობაში მყოფი, რუსეთში რეგისტრირებული და რუსეთის სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი ავიაკომპანიებისთვის. სანქცია გავრცელდა კერძო თვითმფინავებზეც, ისინი დაშვება/აფრენას ევროკავშირის საჰაერო სივცეში ვერ შეძლებენ.

სამწუხაროდ ევროკავშირის ამ გადაწყვეტილებას თავის დროზე არ გამოეხმაურა საქართველოს მთავრობა და არ შეასრულა მასზე ნაკისრი ვალდებულებები, შესაბამისად ამჟამად საქართველოს საჰაერო სივრცე ღიაა რუსეთის როგორც სამოქალაქო, ასევე სამხედრო ავიაციისთვის.

არსებული ვითარების ფონზე, რათა საქართველო არ აღმოჩნდეს პუტინის აგრესიის უნებლიე ხელშემწყობი, მოვითხოვთ, რომ საქართველომ შეასრულოს EUROCONTROL-თან აღებული ვალდებულება და რუსეთთან ფრენების აღდგენაზე საუბრის ნაცვლად საჰაერო სივრცე ჩაკეტოს რუსული ავიაკომპანიებისთვის“, – აცხადებს ვასო ურუშაძე.

ინფორმაციას ორგანიზაცია “ანტიკორუფციული მოძრაობა” ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ემზადება პარტიის ყრილობისთვის, რომელმაც უნდა აირჩიოს პარტიის მმართველობის ახალი ორგანო და...

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" პარტიის ყრილობისთვის ემზადება და კონკრეტული თხოვნით...

“ეს ის შემთხვევაა, როდესაც ქართული ღირებულებების დაცვის სახელით, კუნთმაგარი და ჭკუათხელი ადამიანები ზუსტადაც რომ...

კულტურის, ეროვნული იდენტობის დაცვის მიზნით დაანონსებულ ახალი მოძრაობის შექმნას...

“როცა ომში მყოფ ქვეყანაზე, ანუ რუსეთზე ააწყვეთ მთელი გეგმები ქოცებო, ეკონომიკაც მაგათ მიაბით და...

"პროპაგანდამ კახეთში რუსი ქალისთვის მუშტის შემორტყმას დააბრალა 90 000...

ბეჟან ჯავახია: “ახლა რუსთაველს რას უპირებთ?”

რუსთავილის გამზირზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას (არა)რიტორიკული შეკითხვებით ეხმაურება საქართველოს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ცუდი ამბავი რუსებისთვის და კარგი ჩვენთვის…” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი, უკრაინაში სამხედრო სფეროში განხორციელებულ კონკრეტულ საკადრო გადაწყვეტილებას,...

“ვისაც ფორმის ფული არ ექნება და ვერ შეიძენს – სკოლაში არ შეუშვებენ?” – არჩილ...

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, კონკრეტული შეკითხვების თანხლებით, სერიოზულ პრობლემებზე ამახვილებს...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“მარიზ, ჩემო კეთილო ადამიანო, იცოდე, შენ დაგცინიან ის ადამიანები, რომლებმაც პრეზიდენტად ყაველაშვილი აირჩიეს” –...

პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტის დედის, საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილის...