spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ეს არის რეალურად ტყვიის გარეშე მკვლელობის სცენარი, რომელიც...

“ეს არის რეალურად ტყვიის გარეშე მკვლელობის სცენარი, რომელიც ჩვენს თვალწინ მიმდინარეობს დღისით-მზისით” – გიორგი ვაშაძე მიხეილ სააკაშვილზე

,,სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე პარლამენტში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე მწვავე განცხადებას აკეთებს საქართველოს მე-3 პრეზიდენტის საქმესთან დაკავშირებით. ოპოზიციონერი ლიდერი მწვავე შეფასებებს აკეთებს ხელისუფლების მიმართ და ამასთან აკრიტიკებს პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილსაც, მისი უარის გამო მიხეილ სააკაშვილის მონახულებასთან დაკავშირებით:

,,მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა და ამას ადასტურებს ყველა ის სამედიცინო დასკვნები, რომლებიც არის გაკეთებული მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით; ამას ადასტურებს სახალხო დამცველის მიერ შექმნილი სამედიცინო ჯგუფის დასკვნები, რაც მოვისმინეთ; ამას ადასტურებს ქართველი თუ უცხოელი ექიმების მიერ გაკეთებული დასკვნები, ანალიზის შედეგები და ამერიკელი ექსპერტის დასკვნაში პირდაპირ საუბარიც კი არის შესაძლო მოწამვლის, ასე ვთქვათ, საკითხთან დაკავშირებით.

ფაქტია, რომ მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის შემდგომ არა თუ უმჯობესდება, არამედ ყოველთვიურად მძიმდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. შესაბამისად, სუფთა ადამიანურად, ყოველგვარი პოლიტიკის გარეშე, ჩემი ამოცანა იყო, რომ მინდოდა მენახა მიხეილ სააკაშვილი.

ერთი მხრივ გამემხნევებინა, მეორე მხრივ პირადად მენახა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ამ მიზნით მივმართე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ უარი მითხრა მიხეილ სააკაშვილის მონახულებაზე. ჩემთვის ეს კიდევ ერთი დამადასტურებელი ფაქტია, რომ ყველაფერს აკეთებს ,,ქართული ოცნება”, რომ საზოგადოება შეიყვანოს შეცდომაში, დამალოს სიმართლე, რაც არის.

გაცილებით უფრო საგანგაშოდ მივიჩნევ ბოლო დღეებში მათ მიერ გაკეთებულ განცხადებებს, რომ თითქოსდა მიზანმიმართულად თვითდაზიანებას აქვს ადგილი მიხეილ სააკაშვილის მხრიდან. ძალიან ჰგავს ეს სცენარი ზვიად გამსახურდიას გარშემო განვითარებულ სცენარს, როცა ადამიანი მოკლეს და დღეს ისიც კი არ ვიცით ვინ გაისროლა ეს ტყვია. მაშინ ეს დაგეგმეს რუსულმა სპეცსამსახურებმა, ჩვენი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ.

სამწუხაროდ, რა განცხადებებსაც ,,ქართული ოცნება” აკეთებს, ფაქტობრივად, ეს არის საზოგადოების წინასწარ მომზადება, რომ თუ მძიმე შედეგით დასრულდა და ღმერთმა ნუ ქნას… მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ასეთ შემთხვევაში, თვითონ ის დაადანაშაულონ საკუთარი სიცოცხლის მოსპობაში.

აი, ეს არის რეალურად, ამას შეიძლება დავარქვათ პირდაპირ, ტყვიის გარეშე მკვლელობის სცენარი, რომელიც ჩვენს თვალწინ მიმდინარეობს დღისით-მზისით.

მე მინდა საქართველოს მოქალაქეებს მივმართო. ჩემო კარგებო, მოგვწონს მიხეილ სააკაშვილი თუ არ მოგვწონს, ის იყო საქართველოს პრეზიდენტი, ის უკავშირდება ამ ქვეყანაში, ძალიან ბევრი ფუნდამენტური იმ რეფორმის განხორციელებას, რომლის გამოც ჩვენ საერთოდ საუბარი შეგვიძლია ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე, ევროკავშირში გაწევრიანებაზე და ისიც მინდა ვთქვა, რომ ღმერთმა ნუ ქნას, თუ მისი მდგომარეობა, ცუდად დამთავრდა, არც კი მინდა ეს დავუშვა, ასეთ შემთხვევაში ჩვენთვის ევროპული კარები დაიკეტება.

ეს არ არის ვიწრო პოლიტიკურ-პარტიული საკითხი, ეს არის სახელმწიფო ინტერესი, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე იყოს შენარჩუნებული და მან მიიღოს ნორმალური მკურნალობა“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“როცა ომში მყოფ ქვეყანაზე, ანუ რუსეთზე ააწყვეთ მთელი გეგმები ქოცებო, ეკონომიკაც მაგათ მიაბით და...

"პროპაგანდამ კახეთში რუსი ქალისთვის მუშტის შემორტყმას დააბრალა 90 000...

“რეჟიმებისთვის ძალაუფლების წყარო არის არა ხალხი, არამედ გაუნათლებელი, საღ აზრსა და კრიტიკულ აზროვნებას მოკლებული...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, ნანა ტოხვაძე მძიმე შეფასებებს აკეთებს...

“ახლგაზრდების მოსყიდვის გეგმა ამოქოქეს, თან ჩვენი ფულით” – მერაბ მეტრეველი

მთავრობის მიერ დაანონსებულ ინიციატივას ახალგაზრდების ფასიან სტაჟირებასთან დაკავშირებით, კონკრეტული...

“აღარ არსებობს აღარც მთაწმინდა, აღარც სოლოლაკი… სულ ბეტონი, უჟანგბადობა, კლაუსტროფობია… სიმახინჯე…” – ლაშა ბუღაძე

მწერალი, დრამატურგი ლაშა ბუღაძე, მძიმე შეფასებებით, კონკრეტულ ფაქტებზე აკეთებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ცუდი ამბავი რუსებისთვის და კარგი ჩვენთვის…” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი, უკრაინაში სამხედრო სფეროში განხორციელებულ კონკრეტულ საკადრო გადაწყვეტილებას,...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“ვისაც ფორმის ფული არ ექნება და ვერ შეიძენს – სკოლაში არ შეუშვებენ?” – არჩილ...

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, კონკრეტული შეკითხვების თანხლებით, სერიოზულ პრობლემებზე ამახვილებს...

“კარგით რა მართლა და მართლა! ძაან მწყინს ამ ბიჭს ასე რომ ექცევით!” – ნინო...

მამუკა მდინარაძესთან მიმართებით მორიგ სამთავრობო საკადრო გადაწყვეტილებას, სოციალურ ქსელში,...