spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მე ყველგან მივალ, სადაც მიხეილ სააკაშვილის უფლებებს იცავენ,...

“მე ყველგან მივალ, სადაც მიხეილ სააკაშვილის უფლებებს იცავენ, მაგრამ ახლა ვითარება არ გახლავს სტანდარტული” – ეკა ხერხეულიძე

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა ეკა ხერხეულიძემ, საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, კლინიკა ,,ვივამედში“ მოინახულა. ოპოზიციონერ ლიდერმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს გააჟღერა მიხეილ სააკაშვილის გზავნილები მისი გულშემატკივრების მიმართ:

,,მიხეილ სააკაშვილს სურს პოლიტიკისგან დისტანცირება და აუცილებელია ყველა, ვინც მას გულშემატკივრობს, უგულშემატკივროს მის ჯანმრთელობის მდგომარებას და სამკურნალოდ გაყვანას.

ნებისმიერი აქტივობა, რომელიც მოემსახურება მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკაში ჩართულობას, პოლიტიკასთან დაკავშირებას – ნებისმიერი ასეთი მცდელობა მიხეილ სააკაშვილისთვის არის მიუღებელი.

თუმცა, მე ყველგან მივალ, სადაც მიხეილ სააკაშვილის უფლებებს იცავენ. მაგრამ ახლა ვითარება არ გახლავს სტანდარტული.

ვგულშემატკივრობ მიხეილ სააკაშვილის გადარჩენას. ყველაფერს გავაკეთებ იმისდა მიხედვით, როგორც თავად მიაჩნია საკუთარი სიცოცხლის შენარჩუნებისთვის სწორ ქმედებად.

მე დარწმუნებული ვარ, იმ მდგომარეობის გათვალისწინებით, რომელიც გუშინ ჩვენ ყველამ ერთად გავიგეთ, განცხადება ამ ემოციების, წუხილის ფონზე გაკეთდა, რაც ყველას გვაქვს და მე არ ვიცი ლევანი სხვას რას ეყრდნობა, როცა ასეთ აქციას აანონსებს”, – განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ვინმე კიდევ ფიქრობთ, რომ საქართველოში ახლა მშვიდობაა???” – მარიკა არევაძე

ქვეყანაში შექმნილ რეალობაზე საუბრობს  “კოალიცია ცვლილებებისთვის” წევრი, უფლებადამცველი მარიკა...

გოჩა მირცხულავა: “პოლიტიკაში არ ვერევი ნიშნავს…”

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მოსაზრება საზოგადოებაში გავრცელებულ პოზიციაზე "პოლიტიკაში არ...

“2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, პენიტენციურ სისტემაში სასჯელს იხდიდა 8 702 მსჯავრდებული” – სპეციალური...

სპეციალური პენიტენციური სამსახური, მსჯავრდებულთა საერთო რაოდენობასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს,...

“ეს დღევანდელობას ზუსტად უდგება, იცით როგორ და რატომ შეიქმნა “ნაციონალური მოძრაობა”?” – მიხეილ სააკაშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" შექმნის შესახებ საუბრობს და ერთგვარი პარალელის გავლების...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბუკა პეტრიაშვილი ციხეში. სამ სიტყვიანი ანეკდოტია ბიძინას სტილში…” – ლელა ჯეჯელავა

თბილისის საქალაქო სასამართლომ  ე.წ. ტროტუარის საქმეზე ევროპულ და ევროატლანტიკურ...

“ივანიშვილი არც პირველი იქნება და არც უკანასკნელი, ვისაც რეჟიმი ჩამოემხობა, თან შეიძლება სულაც ისეთ...

ტელეკომპანია "კავკასია"-ს გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის კონკრეტული შეფასება-მოსაზრებები "ქართული...

“გია ხუხაშვილის შეგონებებს უნდა ვუსმინო, თუ როგორ ვიბრძოლო პოლიტიკაში” – შალვა ნათელაშვილი

ანალიტიკოს გია ხუხაშვილის მიერ ოპოზიციასთან მიმართებით გამოთქმულ კრიტიკულ მოსაზრებებს...

“ბიძინათქვენს ისე ეზიზღებით მთელი საქოცეთი, მგონი მე არ მეზიზღებით ეგრე🤡” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ გუნდში მიმდინარე/მოსალოდნელ...

“ვისაც იმის შნო არ აქვს, პოლიტიკაში თავისი ტ*აკით მოვიდეს და ეს ოპოზიცია ჩააჩოჩოს, ხელისუფლებას...

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი, პოლიტიკაში ახალი სახეების შემოსვლის ერთგვარ "წინაპირობას",...