spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ქართული ოცნების" ხელისუფლება არის პირველი ხელისუფლება, რომელმაც მოახერხა...

“ქართული ოცნების” ხელისუფლება არის პირველი ხელისუფლება, რომელმაც მოახერხა მშვიდობის შენარჩუნება – ირაკლი კობახიძე

ათი წლის განმავლობაში, ჩვენ მოვახერხეთ მშვიდობის შენარჩუნება ძალიან რთულ გარემოში. ასეთ პირობებში მშვიდობის შენარჩუნებას სჭირდებოდა, რა თქმა უნდა, სერიოზული ძალისხმევა და ჩვენ ეს მოვახერხეთ. „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის პირველი ხელისუფლება, 90-იანი წლებიდან მოყოლებული, რომელმაც მოახერხა მშვიდობის შენარჩუნება. ათწლიანი მშვიდობა ჩვენი ქვეყნისთვის არის აუცილებელი, რომ ქვეყანა განვითარდეს, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით, პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს მოუსმინეს.

ირაკლი კობახიძემ თავის გამოსვლაში ყურადღება ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე გაამახვილა.

მშვიდობა, და სიმშვიდე, ეს არის მიღწევა რაც გვაქვს ჩვენ და ამ ყველაფრის შედეგია ორნიშნიანი ეკონომიკური ზრდა. მას შემდეგ, რაც ირაკლი ღარიბაშვილი გახდა პრემიერი, არცერთი თვე არ ჩავარდნილა, ყველა თვე გვქონდა მაღალი ეკონომიკური ზრდით. ეს გრძელდება ორი წლის განმავლობაში. შარშანდელი წელი დავხურეთ ორნიშნა ეკონომიკური ზრდით და პირველი სამი კვარტლის მონაცემებით გვაქვს 10,2 % -იანი ეკონომიკური ზრდა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

უმრავლესობის ლიდერმა პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხდა გაწეული საქმიანობისთვის და წარმატებები უსურვა.

მადლობა კიდევ ერთხელ მოთმინებისთვის, გამოსვლისთვის. უნდა გაგრძელდეს ეს დაწყებული გზა. ჩვენ გვჭირდება მშვიდობის შენარჩუნება, სიმშვიდის შენარჩუნება, ორნიშნა ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება და დარწმუნებული ვარ, სწორედ ასე გაგრძელდება პროცესები პრემიერის ხელმძღვანელობით“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მათ აერთიანებთ ერთადერთი რამ – სიძულვილი, შიში, შური ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ” –...

ამერიკაში მოღვაწე ქართველი პროფესორი, დოდონა კიზირია ქვეყანაში შექმნილ რეალობას...

მთავრობის დადგენილებით სახელმწიფო უნივერსიტეტების დაფინანსების ახალი მოდელი დამტკიცდა, რომელიც 2026–2027 სასწავლო წლიდან ეტაპობრივად ამოქმედდება

განათლების სამინისტრო, მთავრობის კონკრეტული დადგენილების თაობაზე შესაბამის ინფორმაციას აქვეყნებს,...

“რეჟიმებისთვის ძალაუფლების წყარო არის არა ხალხი, არამედ გაუნათლებელი, საღ აზრსა და კრიტიკულ აზროვნებას მოკლებული...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, ნანა ტოხვაძე მძიმე შეფასებებს აკეთებს...

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ემზადება პარტიის ყრილობისთვის, რომელმაც უნდა აირჩიოს პარტიის მმართველობის ახალი ორგანო და...

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" პარტიის ყრილობისთვის ემზადება და კონკრეტული თხოვნით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“ცუდი ამბავი რუსებისთვის და კარგი ჩვენთვის…” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი, უკრაინაში სამხედრო სფეროში განხორციელებულ კონკრეტულ საკადრო გადაწყვეტილებას,...

“კარგით რა მართლა და მართლა! ძაან მწყინს ამ ბიჭს ასე რომ ექცევით!” – ნინო...

მამუკა მდინარაძესთან მიმართებით მორიგ სამთავრობო საკადრო გადაწყვეტილებას, სოციალურ ქსელში,...

“ივანიშვილის ადგილას ყველა პოლიციელს დავიჭერდი, რომლებმაც დღეს თორნიკე თოშხუა და ის ახალგაზრდები დააკავეს, რომელთაც...

კონკრეტულ წარწერიანი ბანერის გამო, სამოქალაქო აქტივისტების - თორნიკე თოშხუასა...