6 თვიანი მუშაობის შემდეგ ცენტრ ,,ემპათიის” დასკვნა მზად არის, სადაც დეტალურად არის ასახული მე-3 პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კლინიკა ,,ვივამედში” გადაყვანიდან დღემდე. წამების მახვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ ,,ემპათიისა” და უცხოელი ექსპერტების მიერ მომზადებულ დოკუმენტს უნდობლობას უცხადებს პარტია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე. მისი განცხადებით, ამ საკითხზე არავითარი პოლიტიკური გადაწყვეტილება არ იქნება:
,,ცენტრი ,,ემპათია” არის ,,ნაციონალურ მოძრაობასთან” დაკავშირებული ენჯეო. ამ ენჯეოს დასკვნას არ აქვს არავითარი ფასი. მარტივია პასუხი.
,,ემპათიის” გარდა არიან სხვა ,,ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებული ადამიანებიც, რომლებიც ჩამოყავთ მათ. არ არის ეს საინტერესო. საინტერესო არის რეალური ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაც ხდება ბუნებრივი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
ის არის სამედიცინო დაწესებულებაში შესაბამისად, სათანადო მომსახურება არის უზრუნველყოფილი. ზოგადად კრიმინალურ სამყაროში, თვითდაზიანება ციხეში არის მიღებული პრაქტიკა.
არ დაიწყო შიმშილობა, თუ რაც იყო?! არავითარი პოლიტიკური გადაწყვეტილება არ იქნება ამ საკითხთან დაკავშირებით”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე


