სახალხო დამცველის კანდიდატურის შერჩევასთან დაკავშირებით პოლიტიკურ თუ სამოქალაქო სექტორში გაჩენილ აზრთა სხვადასხვაობას ეხმაურება ვიცე პრემიერი, კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი:
“სახალხო დამცველის ასარჩევად მმართველმა გუნდმა, პარლამენტში, უპრეცენდენტოდ ღია მოდელი შემოგვთავაზა და მიუხედავად მწვავე დებატებისა, რაც ამ შერჩევის პროცესმა გამოიწვია, ეს არის დემოკრატიული და ჯანსაღი პროცესი.
რჩეული კანდიდატი მე ვერ მეყოლება, ვინაიდან ჩვენ პირველივე დღიდან განვაცხადეთ, რომ პარტიას კანდიდატი არ გვეყოლებოდა. ამიტომაც, ყველა ის კანდიდატი, რომელიც პარლამენტში გასაუბრებაზეა მიწვეული, არის თანასწორი.
მხარს რომელიმე გვარს და სახელს კი არ ვუჭერთ, არამედ გამჭვირვალე პროცესის შედეგად რომ შეირჩეს ის, ვინც დააგროვებს მეტ ხმას“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

