spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"9 თვის განმავლობაში საქართველოში არის 10,2% ეკონომიკური ზრდა,...

“9 თვის განმავლობაში საქართველოში არის 10,2% ეკონომიკური ზრდა, ეს არის უპრეცედენტო მთელ ევროპაში” – ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე ქვეყნის ეკონომიკური წარმატებების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, წლის ბოლომდე არის მოლოდინი, რომ ქვეყანას ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ექნება:

მე მინდა შევეხო ეკონომიკურ ზრდას. მოგეხსენებათ, რომ მიმდინარე გეოპოლიტიკური გამოწვევებისა და დაძაბულობის ფონზე, ჩვენ ვინარჩუნებთ მაღალ ეკონომიკურ ზრდას ქვეყანაში.

9 თვის განმავლობაში საქართველოში არის 10,2% ეკონომიკური ზრდა. ეს არის უპრეცედენტო მთელ ევროპაში. ასევე მინდა ვთქვა, რომ გაზრდილია ექსპორტი 40%-ით და 9 თვეში ზრდამ 37,4% შეადგინა. ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავლებმა 4 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.
ტურიზმის აღდგენა მიმდინარეობს სწრაფი ტემპით. თუ ჩვენ შევადარებთ 2019 წელს, წელს უკვე 97,5%-ით არის აღდგენილი ტურიზმი. აქედან მიღებულმა შემოსავლებმა შეადგინა 2,5 მილიარდი აშშ დოლარი.

არ მინდა წინასწარ პროგნოზი გავაკეთო, მაგრამ წლის ბოლომდე ჩვენი მოლოდინი არის, რომ ჩვენ შევინარჩუნებთ ასეთ მაღალ ეკონომიკურ ზრდას და წლის ბოლოს ველოდებით ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

პროკურატურამ ელისო კილაძის საქმე ცალკე წარმოებად გამოყო

პატიმრობაში მყოფი მედიაჰოლდინგ "ქრონიკა +"-ის დამფუძნებლის, ელისო კილაძის საქმე...

თბილისის მერია “მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის” პროგრამაში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღებას იწყებს კახა კალაძე

„თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახური აცხადებს „მიკრო და...

“თუ ასე გკიდიათ ევროპა რატომ გადაგვაყოლეთ თქვენი ჯართი მედიის აკრედიტაციას?” – ნინო ჯანგირაშვილი

ევროკავშირის მიერ ტელეკომპანია “იმედისთვის” 1 წლით აკრედიტაციის შეჩერებასა და...

“მივიღეთ სრულიად კატასტროფული ანექსიური გარღვევა ცხინვალის მიმართულებით” – თამთა მიქელაძე

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ხელმძღვანელი, თამთა მიქელაძე ამა წლის წლის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბუკა პეტრიაშვილი ციხეში. სამ სიტყვიანი ანეკდოტია ბიძინას სტილში…” – ლელა ჯეჯელავა

თბილისის საქალაქო სასამართლომ  ე.წ. ტროტუარის საქმეზე ევროპულ და ევროატლანტიკურ...

“ივანიშვილი არც პირველი იქნება და არც უკანასკნელი, ვისაც რეჟიმი ჩამოემხობა, თან შეიძლება სულაც ისეთ...

ტელეკომპანია "კავკასია"-ს გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის კონკრეტული შეფასება-მოსაზრებები "ქართული...

“ვისაც იმის შნო არ აქვს, პოლიტიკაში თავისი ტ*აკით მოვიდეს და ეს ოპოზიცია ჩააჩოჩოს, ხელისუფლებას...

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი, პოლიტიკაში ახალი სახეების შემოსვლის ერთგვარ "წინაპირობას",...

“გია ხუხაშვილის შეგონებებს უნდა ვუსმინო, თუ როგორ ვიბრძოლო პოლიტიკაში” – შალვა ნათელაშვილი

ანალიტიკოს გია ხუხაშვილის მიერ ოპოზიციასთან მიმართებით გამოთქმულ კრიტიკულ მოსაზრებებს...