კვირა, მაისი 19, 2024

“შატოში ილხამ ალიევს შეხვდა პირადად ბიძინა ივანიშვილი” – შალვა ნათელაშვილი

შალვა ნათელაშვილი კონკრეტული მოსაზრება-ვარაუდით თუ მტკიცებით ფორმით ეხმაურება აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ვიზიტს საქართველოში და აცხადებს რომ ბიძინა ივანიშვილს საიდუმლო შეხვედრა ჰქონდა ილჰამ ალიევთან:

იმედია ეჭვიც არ გეპარებათ, რომ მუხრანის ე.წ. შატოში ილხამ ალიევს შეხვდა პირადად ბიძინა ივანიშვილი. ე.წ. პრემიერი ისევ და ისევ თვალის ასახვევად იქნა გამოყენებული ღია სცენაზე.

მოილაპარაკეს ორ მაფიოზურ ოჯახს შორის ნავთობისა და გაზის შემოსავლებიდან ახალი მილიარდების გადანაწილებაზე.

ალიევმა ასევე ჩამოუტანა დიქტატორს პუტინის და ერდოღანის სხვადასხვა დანაბარები, სადაც საქართველო ისევ სავაჭრო გარიგების ობიექტია. საერთოდ არ შეხებიან ისეთ მტკივნეულ საკითხს როგორიცაა გარეჯის ოკუპაცია, საქართველო-აზერბაიჯანს შორის თავისუფალი მიმოსვლა, რაც დღემდე შეზღუდულია, უამრავი გამოგონილი პროცედურით და სხვა,” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე შალვა ნათელაშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული