spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"არავინ არ უსმენს ხელისუფლების წარმომადგენლებს, ეს ტყუილია" -...

“არავინ არ უსმენს ხელისუფლების წარმომადგენლებს, ეს ტყუილია” – ირაკლი ღარიბაშვილი ფარულ მოსმენებზე

ხელისუფლების, მმართველი პარტიის წარმომადგენლებისთვის ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ მასალებზე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა. მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ ეს თემა მისთვის არაა საინტერესო:

ე.ი. “ქართულ ოცნებას” უსმენს მთელი საქართველო, სუს-იც უსმენს საქართველოს ხმას. ჩვენ ვართ მმართველი ძალა… მე არ მინდა, რომ კომენტარი გავაკეთო ვიღაცეების მიერ დამონტაჟებულ რაღაც საუბრებზე, ეს არ არის საინტერესო.

ერთ რამეს გეტყვით, მოსმენებზე მინდა გითხრათ შემდეგი: ნებისმიერი ქვეყნის მაგალითი დაამუშავეთ და თქვენ ნახავთ, რომ დღეს მსოფლიოში პრივატულობა არის ძალიან მოწყვლადი საკითხი. ნებისმიერ ქვეყანას აქვს მოსმენების საშუალება და ეს ძალიან მარტივია.

ძალიან ბევრი მაგალითი გვაქვს ჩვენ, მათ შორის, ჰაკერების, ძალიან ბევრი კონსპირაციული, ჰაკერული ორგანიზაცია არსებობს, რომლებსაც აქვთ საშუალება “გატეხონ” თქვენი მობილური ტელეფონი, მოგისმინონ, მოიპარონ მთელი DATA ანუ მონაცემთა ბაზა და ა.შ. ამაზე არ მინდა რომ ვილაპარაკო, ეს მინდა აგიხსნათ.

არავინ არ უსმენს ხელისუფლების წარმომადგენლებს, ეს ტყუილია. მე გეტყვით, რომ ეს თემები არ არის ჩემთვის საინტერესო. გამოძიებისთვის თუ რაიმე იქნება საინტერესო, გამოძიება გასცემს პასუხს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

ზაალ ანჯაფარიძე: “გვაქვს სიტუაცია, როდესაც “ქვას შეხვდა ქვა”

MMA-ის მებრძოლი გიორგი ქართველიშვილის და მისი თანამოაზრეების მიერ დაანონსებულ...

“მე გამოვალ ამ ციხიდან, როგორც გამოვიდა ნელსონ მანდელა და პირდაპირ მოვიდა ხელისუფლებაში” – მიხეილ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას...

“მინდა იცოდეთ რომ ყველანი ძალიან მიყვარხართ და ყველას ძალიან გაფასებთ” – გიორგი (გოგა) ჩახუნაშვილი

ცნობილი პედიატრის, აკადემიკოს გიორგი (გოგა) ჩახუნაშვილის ემოციური წერილი საპატიმროდან: "ჩემო...

“ეს “სახლობანას თამაშიც” აღარ არის “ბატონო” ბიძინა – “ბავშვებს მიხედეთ” გადაწვეს კანცელარია!” – ირაკლი...

მამუკა მდინარაძესთან მიმართებით მორიგ სამთავრობო საკადრო გადაწყვეტილებას ირონიული შეფასება-მინიშნებებით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ივანიშვილის ადგილას ყველა პოლიციელს დავიჭერდი, რომლებმაც დღეს თორნიკე თოშხუა და ის ახალგაზრდები დააკავეს, რომელთაც...

კონკრეტულ წარწერიანი ბანერის გამო, სამოქალაქო აქტივისტების - თორნიკე თოშხუასა...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

ბეჟან ჯავახია: “ახლა რუსთაველს რას უპირებთ?”

რუსთავილის გამზირზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას (არა)რიტორიკული შეკითხვებით ეხმაურება საქართველოს...

სს “თელასი”: 31 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის სამგორის რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით...