spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიდადგება ის დროც, როდესაც საზოგადოება გადააფასებს "ნაციონალური მოძრაობის"...

დადგება ის დროც, როდესაც საზოგადოება გადააფასებს “ნაციონალური მოძრაობის” მონოპოლიას ოპოზიციაში

ის დროც მოვიდა როდესაც „გირჩი“ და „ევროპული სოციალისტები“ მმართველ გუნდს ყველაზე მეტ პოლიტიკურ წინააღმდეგობას უწევენ და ალბათ, ორ წელიწადში ის დროც დადგება, როდესაც საზოგადოება გადააფასებს „ნაციონალური მოძრაობის“ მონოპოლიას ოპოზიციაში და ოპოზიციური ელექტორატი მხარს დაუჭერს იმ ოპოზიციურ პარტიებს, ვინც პასუხისმგებლიანად იქცევიან, მუშაობენ პარლამენტში, სვამენ კითხვებს და ცდილობენ რომ ოპონირება გაუწიონ ხელისუფლებას. ეს მნიშვნელოვანია და ორ წელიწადში ჩვენს თანამოქალაქეებს ამის კარგი შესაძლებლობა ექნებათ“, – ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, სადაც ვიცე-პრემიერს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ლევან დავითაშვილს, მინისტრის საათის ფორმატში მოუსმინეს.

არჩილ თალაკვაძის თქმით, დღეს „ნაციონალურ მოძრაობას აქვს ობიექტური მიზეზი, რის გამოც დარბაზში არ იმყოფებიან.

„ნაციონალური მოძრაობა“ და რადიკალური ოპოზიცია დარბაზში არ არის. მათ დღეს ეკონომიკასთან დაკავშირებით არც ერთი შეკითხვა საქართველოს პარლამენტში არ დაუსვამთ. ეს პირდაპირ აჩვენებს კიდევ ერთხელ, რომ სინამდვილეში მათაც სჯერათ, იმის რასაც ამბობს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, რომ საქართველოს აქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა და ეკონომიკური წარმატება. მათ პრობლემები აქვთ საკუთარ პარტიულ ეკონომიკაში და პარტიულ ბიუჯეტში და სწორედ, მაგის განხილვებს ესწრებიან.

როგორც ვიცით, უმწვავესი განხილვები მიმდინარეობს შიგნით, სადაც ირკვევა რომ იყო არამიზნობრივი ხარჯვები და ირკვევა ისიც რომ პარტიის შიგნით 3-4 კლანს აქვს დაპირისპირება კეზერაშვილის გასაყოფად.

ამიტომ, ისინი დღეს აქ არ იმყოფებიან. ცხადია, მათთვის პარტიული ეკონომიკა და პარტიული ბიუჯეტი უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე საქართველოსი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ევროპასთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია, მაგრამ პარტნიორობა მონობას არ ნიშნავს” – ნიკოლოზ მეტრეველი

ანალიტიკოს ნიკოლოზ მეტრეველის კონკრეტული შეფასებები და პრიორიტეტები ევროკავშირთან დაკავშირებით: "სრულად...

“რაც მეტად დააჩმორებს ივანიშვილი ქართველებს, მით ნაკლებ ვალდებულებას იგრძნობს, რომ საერთოდ მიაწოდოს დენი მოსახლეობას…”...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დენის საეჭვო მიზეზებით...

“ახლგაზრდების მოსყიდვის გეგმა ამოქოქეს, თან ჩვენი ფულით” – მერაბ მეტრეველი

მთავრობის მიერ დაანონსებულ ინიციატივას ახალგაზრდების ფასიან სტაჟირებასთან დაკავშირებით, კონკრეტული...

“სასაცილოა და ღმერთო რა ბედნიერებაა, რომ მათი “ინტელექტუალური” ბჟუტური და ამით საკუთარი არარაობის კიდევ...

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარე თაკო...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ივანიშვილის ადგილას ყველა პოლიციელს დავიჭერდი, რომლებმაც დღეს თორნიკე თოშხუა და ის ახალგაზრდები დააკავეს, რომელთაც...

კონკრეტულ წარწერიანი ბანერის გამო, სამოქალაქო აქტივისტების - თორნიკე თოშხუასა...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

ბეჟან ჯავახია: “ახლა რუსთაველს რას უპირებთ?”

რუსთავილის გამზირზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას (არა)რიტორიკული შეკითხვებით ეხმაურება საქართველოს...

სს “თელასი”: 31 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის სამგორის რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით...