spot_img
მთავარიოკუპირებული რეგიონებიგამყოფ ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას ზამთრის პერიოდში გათბობის უზრუნველყოფის...

გამყოფ ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას ზამთრის პერიოდში გათბობის უზრუნველყოფის მიზნით, ფინანსური დახმარება გაეწევა და სტუდენტების 2022-2023 სასწავლო წლის დაფინანსება გაგრძელდება

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის სხდომა კომისიის თავმჯდომარემ – რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ, თანათავმჯდომარემ – შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა და მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ლერი ბარნაბიშვილმა გახსნეს.

კომისიის 25-ე სხდომის დღის წესრიგის თანახმად, რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხის განხილვის შედეგად მიღებულ იქნა გადაწყვეტილებები გამყოფი ხაზების მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობისთვის ზამთრის პერიოდში გათბობის უზრუნველყოფის მიზნით, ფინანსური დახმარების გაწევისა და სტუდენტების 2022-2023 სასწავლო წლის დაფინანსების გაგრძელების თაობაზე. ასევე, შეხვედრის ერთ-ერთ მთავარ საკითხს წარმოადგენდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, სოფელ ზარდიაანთკარში დაზიანებული სახლების აღდგენის მიზნით, სახელმწიფო უწყებებისა და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ განხორციელებული ღონისძიებების, მიმდინარე საქმიანობისა და სამომავლო ქმედებათა კონკრეტული გეგმების განხილვა.

როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ აღნიშნა, ინფრასტრუქტურის სამინისტროს კოორდინაციით, 2022 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში, სულ, დასრულდა და მიმდინარეობს 168 პროექტი, რომელთა საერთო ღირებულება დაახლოებით 76,2 მლნ ლარს შეადგენს. მათ შორისაა, როგორც საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების, ისე წყალმომარაგების სისტემების მოწყობის, საბავშვო ბაღებისა და სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტები.

სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ კონფლიქტით დაზარალებული ადამიანების ცხოვრების სათანადო პირობების უზრუნველყოფის მიზნით, მათი მხარდაჭერის და ამ მიმართულებით კომისიის მიერ გაწეული ძალისხმევის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მინისტრის განცხადებით, სწორედ გამყოფი ხაზების სიახლოვეს მოსახლეობაზე ზრუნვა წარმოადგენს შერიგების და ჩართულობის პოლიტიკის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს.

თეა ახვლედიანმა ხაზი გაუსვა იმ პროექტების მნიშვნელობას, რომლებიც კომისიის საქმიანობის ფარგლებში გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში 2013 წლიდან ხორციელდება: გაზიფიკაციის, წყლით მომარაგების, განათლების დაფინანსების, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, მეწარმეობის მხარდაჭერის, კულტურის და სხვა სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში. სახელმწიფო მინისტრის თქმით, ამ სოფლების სოციალურ-ეკონომიკური განვითარება არის ძლიერი პოლიტიკური გზავნილი ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვისაც, როგორც საქართველოს ხელისუფლების ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკის თვალსაჩინო გამოვლინება.

გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრები კონფლიქტით დაზარალებული ადამიანების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ზრუნვა და მათი მხარდაჭერა, ბუნებრივია, რჩება შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის, შესაბამისად, სახელმწიფო მინისტრის აპარატის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად. ამ კუთხით, მიმდინარე წლის განმავლობაში, ჩვენ განვაგრძობთ ინტენსიურ კომუნიკაციას საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მცხოვრებ მოსახლეობასთან, მათ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საერთაშორისო პარტნიორებთან, ამ ადამიანების წინაშე არსებული გამოწვევების გამოვლენისა და შესაბამისს სახელმწიფო სამსახურებთან ერთად, მათი მოგვარების კონკრეტულ გზებზე მსჯელობის მიზნით.

დღევანდელ სხდომაზე კომისიამ მოისმინა გასული წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის ანგარიში, დასახა კონკრეტული ქმედებათა შემდგომი გეგმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, სოფელ ზარდიაანთკარში ომით დაზიანებული სახლების აღდგენასთან დაკავშირებით, მიიღო გადაწყვეტილებები გამყოფი ხაზის მოსახლეობის გათბობით უზრუნველყოფის ფინანსური მხარდაჭერის თაობაზე, ისევე როგორც სტუდენტებისთვის 2022-23 სასწავლო წლის უმაღლესი განათლების დაფინანსების შესახებ.

საქართველოს მთავრობა, 2013 წლიდან შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის ფარგლებში, განაგრძობს ერთიან ძალისხმევას აღნიშნული სოფლების მოსახლეობის მხარდაჭერისა და მათ წინაშე არსებული გამოწვევების ეტაპობრივი მოგვარების მიზნით,“ – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.

ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებს კვების პრობლემა არ შეექმნათ, ხალხს მშიერს ვერ დავტოვებთ” –...

თბილისის მერის კახა კალაძის განმარტებით, მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანია, რომ უფასო...

“ახლა აბასთუმანში ნებივრობს და უნდა ზედმეტი ტრაფიკი ცაში?!” – პეტრე ცისკარიშვილი

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი, პეტრე ცისკარიშვილი 16 აპრილიდან...

“ავტორიტარული მმართველობაა, როდესაც “უფლისწული” შემოგყავს პოლიტიკაში” – გოჩა მირცხულავა

პოლიტიკურ პროცესებში "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის უმცროსი...

“სასოწარკვეთილი ადამიანებით მანიპულირება ადვილია, ვშიშობ, რომ სწორედ ამას აკეთებენ გარკვეული პირები დიუშენის სინდრომით დაავადებულთა...

“სწორად მიგაჩნიათ, სახელმწიფომ დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის შეიძინოს პრეპარატი,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სანამ ამ ქვეყანაში მათი გმირებად ხსენება იქნება, მანამდე თქვენი სახელი მონა იქნება” – ლელა...

მმართველი პარტიის წარმომადგენლებს 9 აპრილის მემორიალთან მწვავე შეძახილებით დახვდნენ...

“იძულებული ვართ ჩვენით ავხსნათ, თუ რატომ ცვლის ერთი ქოცი პუსტა-პუსტა მეორეს ამა თუ იმ...

მმართველ გუნდში განხორციელებულ მორიგ საკადრო ცვლილებებს, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული...

“არცერთი სიტყვის არ მჯერა, რასაც ბორიას კანტორა თხზავს ელისო კილაძის წინააღმდეგ” – ანი ნადარეიშვილი

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს ყოფილი თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის...

“ავტორიტარული მმართველობაა, როდესაც “უფლისწული” შემოგყავს პოლიტიკაში” – გოჩა მირცხულავა

პოლიტიკურ პროცესებში "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის უმცროსი...