შაბათი, დეკემბერი 6, 2025
5.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიგანსჯის საგანი"მასწავლებლებმა ირწმუნეს საკუთარი ძალა და გაუთავებელმა უსამართლობამ ხმა...

“მასწავლებლებმა ირწმუნეს საკუთარი ძალა და გაუთავებელმა უსამართლობამ ხმა ამოაღებინა!” – ნანა ტოხვაძე

პოლიტიკური პლატფორმა “სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, განათლების მიმართულების ხელმძღვანელი ნანა ტოხვაძე საგანმანათლებლო სისტემაში შექმნილი პრობლემების თაობაზე საუბრობს, რაც პედაგოგებს აწევთ მძიმე ტვირთად:

მოსაზრება ვრცელი განსჯისთვის…

გული მიგრძნობს, ცხელი შემოდგომა გველის საგანმანათლებლო სივრცეში!

საზოგადოების გამოფხიზლების ფაზა ხელშესახები ხდება, რაც ძალიან მახარებს. მასწავლებლებმა ირწმუნეს საკუთარი ძალა და გაუთავებელმა უსამართლობამ ხმა ამოაღებინა! (მარტო აღარ ვარ 🙂 ბევრნი ვართ❤).

დღევანდელი განათლების სისტემა, ფაქტია, ვერ უზრუნველყოფს მოსწავლეზე ორიენტირებულ და განმავითარებელი გარემოს შექმნას.

სრულიად განზეა დარჩენილი მასწავლებლის ინტერესიც. ჯამში ეროვნული ინტერესების უგულებელყოფასთან გვაქვს საქმე!

რა მოგვცა პედაგოგთა კატეგორიზაციამ და გამოცდომანიამ?
რა მიიღო სახელმწიფომ მასწავლებლებთან კრიჭაში დგომით??

ადამიანებს, რომლებსაც შვილებს ვანდობთ, რატომ არ ვანდობთ ნებაყოფლობით განვითარების არჩევანს? იმიტომ ხომ არა, რომ ვერ “დათვალეს/გაიმეტეს” საბაზისო, ღირსეული ანაზღაურების ოდენობა?

რა იყო გამოცდების მიზანი? შეფასება განვითარებისთვის თუ ანაზღაურების კუს ნაბიჯებით დანაწილებისთვის?!

როცა შედეგები “მოულოდნელი” აღმოჩნდა, არაობიექტური გასწორების გარდა სხვა ხრიკი “ვერ მოესწრო”?? ანუ 7000 სააპელაციო განაცხადის დამუშავებას რა ბედი ეწევა? რა კრიტერიუმით “გადაარჩენს” სამინისტრო კადრებს?

შედეგი სავალალოა – უსამართლობისა და არაობიექტურობის, ურთიერთდაპირისპირებისა და შეურაცხყოფის განცდა პედაგოგიურ საზოგადოებაში!

გამოსავალის ძიებასაც პირი არ უჩანს, რადგან “სქემის შემოქმედთ” აღიარება უძნელდებათ, რომ შეცდომა დაუშვეს, “რეფორმამ” არ იმუშავა და ამ შეცდომაში გაჯიუტებას კიდევ მეტ ქაოსში შეჰყავს სისტემა!

გამოსავალი ცხადია არსებობს!

დადგა დრო, უმიზნო ექსპერიმენტებს ბოლო მოეღოს და მოვუსმინოთ იმ ადამიანებს, რომლებმაც თაობების აღზრდას შეწირეს ცხოვრების საუკეთესო წლები!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ნანა ტოხვაძე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ქოცი ისტორიაში შევა, როგორც საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამომყენებელი” – ნინო ჯანგირაშვილი

საქართველოში საპროტესტო აქციების დროს, შსს-ს მიერ მომწამვლელი გაზის სავარაუდო...

“კობახიძემ უნდა თქვას, რა გამოიყენეს და მერე ეს უნდა დაადასტუროს დამოუკიდებელმა საერთაშორისო გამოძიებამ” –...

შს სამინისტროს ყოფილი მაღალი თანამდებობის პირი, რონდელის ფონდის უფროსი...

“უსაშინლესი იქნება 2026 წელი “ქართული ოცნებისთვის” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა მმართველი გუნდისთვის მძიმე რეალობას წინასწარმეტყველებს: "უსაშინლესი იქნება...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მთაწმინდაზე რომ გამოსაქანებელს აფართოვებდა კალაძე, თქვენთვის არ ჰქონდეს ჩაფიქრებული😊” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას ირონიული მინიშნებები: "ამბობენ: ძალა აღმართს ხნავსო. ამ პრინციპით...

“თუ “ოცნებას” უნდა ქიმიური იარაღის სკანდალს თავი დააღწიოს – უნდა მოიწვიოს საერთაშორისო ექსპერტები…” –...

საქართველოში საპროტესტო აქციების დროს, შსს-ს მიერ მომწამვლელი გაზის სავარაუდო...

“მოკლედ, რაღაც დიდი უბედურება ხდება ალეკო ელისაშვილის თავს” – ლევან სანიკიძე

"ძლიერი საქართველო ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის დაკავების ფაქტს...

“ელისაშვილი არც გიჟია, არც სასოწარკვეთილი, არც საცოდავი, არც თავდადებული აკაცუკი…” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი, ხათუნა ხოფერია სკანდალურ ვარაუდებს...