საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გივი მიქანაძე პოლიტიკურ შეფასებას აკეთებს ევროსაბჭოს 12 რეკომენდაციის შესასრულებლად შექმნილი სამუშაო ჯგუფების მიმდინარე პროცესსა და შედეგებთან დაკავშირებით:
,,40-ზე მეტი შეხვედრა გაიმართა სხვადასხვა სამუშაო ჯგუფებში, რომელმაც კონკრეტული შედეგები გამოიღო. ეს იყო ძალიან ინკლუზიური პროცესი. გვაქვს პირველი შედეგები, კერძოდ მე-11 პუნქტთან მიმართებაში, რომელიც ევროპული სასამართლოს პრაქტიკის გათვალისწინებას უკავშირდება ჩვენს კანონმდებლობაში.
დაასრულა მუშაობა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის ფორმატში მოქმედმა ჯგუფმა და შედეგად გაძლიერდება ის მექანიზმები, რაც მთავრობის მიმართ ზედამხედველობასთან არის დაკავშირებული. ეს იქნება ინტერპელაცია თუ სხვა საკითხი, რაც პარლამენტის რეგლამენტით არის გათვალისწინებული.
ვხედავთ, რომ ეს პროცესი მიმდინარეობს ძალიან კონსტრუქციულად განსხვავებით იმ პროცესისგან, რომელსაც ხელოვნურად და სამწუხაროდ, მიზანმიმართულად გაემიჯნა რადიკალური ოპოზიციის 3 პოლიტიკური ჯგუფი“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე


