პარასკევი, აპრილი 26, 2024

24 აგვისტო კონსტიტუციის მიღების დღეა

🇬🇪 საქართველოს კონსტიტუცია ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათია ცივილიზებულ მსოფლიოში. იგი აყალიბებს ხელისუფლების დანაწილების პრინციპზე დაფუძნებულ ევროპული ტიპის საპარლამენტო მმართველობის სისტემას და განამტკიცებს ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ არჩევანს.

🔷 24 აგვისტო კონსტიტუციის მიღების დღეა. 27 წლის წინ – 1995 წლის 24 აგვისტოს საქართველოს პარლამენტმა 1921 წლის კონსტიტუციის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობაზე დაყრდნობით მიიღო ახალი კონსტიტუცია.

🔷 ნიშანდობლივია, რომ საქართველოს 1921 წლის კონსტიტუცია იმ დროისთვის გამორჩეულ, დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებულ სამართლებრივ აქტად მიიჩნევა. მან საფუძველი ჩაუყარა საპარლამენტო მმართველობის სისტემას, პროპორციულ არჩევნებს, დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ მართლმსაჯულებას, მოახდინა სიკვდილით დასჯის აკრძალვა და განსაკუთრებული ადგილი დაუთმო ადამიანის ძირითადი უფლებების რეგლამენტაციას.

🔷 ამ კონსტიტუციური ტრადიციების ერთგულების კვალდაკვალ, საქართველოს კონსტიტუცია ადამიანის უფლებებს უზენაეს ღირებულებად აცხადებს.

🔷 საქართველოს 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუცია განთავსებულია საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე:
🔗 https://matsne.gov.ge/ka/document/view/4801451?publication=0 ;
🔗 საქართველოს კონსტიტუცია: https://matsne.gov.ge/ka/document/view/4801430?publication=0

ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული