spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ივანიშვილის წერილიდან და ელჩის პასუხიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ, რომ...

“ივანიშვილის წერილიდან და ელჩის პასუხიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ, რომ საზოგადოებრივი მოძრაობა ჩამოვაყალიბოთ” – სოზარ სუბარი

,,ქართული ოცნებიდან” წასულმა დეპუტატებმა ჟურნალისტებთან გაკეთებულ განცხადებაში დაანონსეს ახალი მოძრაობის შექმნა. როგორც სოზარ სუბარი აღნიშნავს, აღნიშნულის გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდა მმართველი პარტიის დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის წერილი:

,,გუშინ გამოქვეყნებულ წერილში ბიძინა ივანიშვილმა დაადასტურა ის, რასაც ჩვენ ამდენი ხანი ვამბობთ, რომ ძალიან რეალური იყო საქართველოს ომში ჩართვის საფრთხე და დღეს მართალია ეს საფრთხე შენელდა, მაგრამ ბოლომდე არ არის აღმოფხვრილი.

საფრთხე არსებობს და როდესაც ჩვენს რეგიონში ასეთი მძიმე ბრძოლა ხდება, ყველაზე დიდი ომი ევროპის კონტინენტზე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, რა თქმა უნდა, ყოველწუთიერად არსებობს საფრთხე, იმისა რომ ამ ომში საქართველო აღმოჩნდეს ჩათრეული.

ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ომი ავაცილოთ თავიდან ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს და ამისთვის ზოგჯერ საჭიროა, რომ ის, რაც ხდება კულისებში; ის, რაც ხდება საჯარო პოლიტიკის მიღმა, გადმოვიტანოთ საზოგადოების სამსჯავროზე. საზოგადოებას ვუთხრათ მეტი სიმართლე, მივაწოდოთ მეტი ინფორმაცია, რადგან სწორედ დახურულ პოლიტიკაში არის ყველაზე დიდი საფრთხე, რომ მიღებულ იქნას ისეთი გადაწყვეტილებები, რაც არ იქნება ჩვენი ქვეყნისთვის სასარგებლო, პირიქით – იქნება დამანგრეველი.

სწორედ გუშინდელი წერილიდან და დღევანდელი, ელჩის პასუხიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ, რომ ეს ჩვენი ურთიერთობები, რომლებიც ამდენი ხნის განმავლობაში გვქონდა ჩვენს წარმომადგენლებთან რეგიონში ერთმანეთთან, გარკვეული წილად ფორმალური ხასიათი მიგვეცა და საზოგადოებრივ მოძრაობად ჩამოვაყალიბოთ, რომლის მიზანი იქნება ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ საჯარო პოლიტიკაში ძალიან ბევრ კითხვას გაეცეს პასუხი, რაზეც აქამდე პასუხები ხშირად არ იძლეოდა და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ საქართველოს ავაცილოთ თავიდან ომის საფრთხე და საქართველოს ევროპული გზა, საქართველოს ევროპაში ინტეგრაციის პროცესი იყოს შეუქცევადი.

ცხადია, თუ მოხდება ომი, ამ შემთხვევაში ვერანაირ ევროპაზე, NATO-ზე, ევროკავშირზე – ვერ ვილაპარაკებთ. საქართველოს სახელმწიფოებრიობა რამდენი ხნით გაუქმდება და როდის შევძლებთ აღდგენას – ეს იქნება ჩვენი ერთადერთი ამოცანა და საფიქრალი. ამიტომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს საფრთხე ავაცილოთ თავიდან”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

არჩილ გამზარდია: “ჩვენ ვცხოვრობთ დოქსოპულოთა მმართველობის რეჟიმში”

ქვეყანაში შექმნილ რეალობას მძიმე შეფასებებით ეხმაურება პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი,...

“თრიალეთი” სახალხო დამცველს მოუწოდებს, უმოკლეს ვადაში დაასრულოს საქმის შესწავლა, წერილობით აცნობოს მიღებული გადაწყვეტილება და...

ტელე-რადიო კომპანია “თრიალეთი” წარდგენილ განცხადებაზე საქართველოს სახალხო დამცველისგან პასუხს...

გიორგი კეპულაძე – არსებობს თუ არა რეალურად “შავი სია?”

"რა არის საკრედიტო ისტორია და ვინ ინახავს მას?" -...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

არჩილ გამზარდია: “ჩვენ ვცხოვრობთ დოქსოპულოთა მმართველობის რეჟიმში”

ქვეყანაში შექმნილ რეალობას მძიმე შეფასებებით ეხმაურება პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი,...

“ზოგ ხსენებულ ადამიანს ვერანაირი იუმორი ვერ შეულახავს რეპუტაციას, ზოგიერთი პოლიტიკოსის რეპუტაცია კი ისეთია, იმის...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია იუმორისტზე თავდასხმის ფაქტს...

აჭარის ტურისტული პოტენციალი საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა

ავსტრიულმა სამოგზაურო პლატფორმამ ,,1000 Things” აჭარის შესახებ ვრცელი სტატია...