spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიკახა კალაძე: დღეს საქართველოს ჰყავს ეროვნული და პატრიოტი...

კახა კალაძე: დღეს საქართველოს ჰყავს ეროვნული და პატრიოტი ხელისუფლება, რომელიც ქართველი ხალხის ინტერესებს ატარებს

თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოქვეყნებულ ღია წერილთან დაკავშირებულ კითხვებს უპასუხა.

როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, ის ბიძინა ივანიშვილისა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის შეხვედრის დეტალების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.

თქვენ იცით, რომ ბიძინა ივანიშვილმა დიდი ხანია დატოვა პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის თანამდებობა. ის აღარ არის პოლიტიკაში. ასე რომ, ამ შეხვედრასთან დაკავშირებით მე ინფორმაცია არ მაქვს, თუმცა, წერილმა ძალიან ბევრი კითხვა გააჩინა და დარწმუნებული ვარ, ამ კითხვებს პასუხი გაეცემა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის შეფასებას, ომის საფრთხეებთან მიმართებით მმართველი გუნდის პოზიციაზე, კახა კალაძე მიიჩნევს, რომ შეფასება სწორია და საქართველოს ხელისუფლება მხოლოდ ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით მოქმედებს.

ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, ვაკეთებთ და მომავალშიც გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესები იყოს, პირველ რიგში, დაცული.

დღეს, ისე როგორც არასდროს, ჩვენს ქვეყანას სჭირდება მშვიდობა, სიმშვიდე და ეკონომიკური განვითარება. ჩვენ ხომ მოვისმინეთ არაერთი განცხადება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოგვიწოდებდნენ ომში ჩართვისკენ, ეს ხომ ციდან მოტანილი თემა არ არის – ეს იყო არასამთავრობო ორგანიზაციები, კონკრეტული პოლიტიკური პარტიები, პირდაპირ იყო საუბარი ომში შეხიდებასთან დაკავშირებით.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ჩვენ ძალიან განვიცდით, რაც ხდება უკრაინაში, ყველანაირად ვუთანაგრძნობთ მას და მხარს ვუჭერთ ყველა საერთაშორისო არენაზე, მაგრამ პირველ რიგში, გამოვდივართ ჩვენი ხალხის, ქვეყნის ინტერესებიდან და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ქვეყანაში შევინარჩუნოთ მშვიდობა და სიმშვიდე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, თბილისის მერმა ქვეყნის პოლიტიკურ ორიენტაციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს.

„ქართული ოცნება“ ატარებს ქართველი ხალხის და ქვეყნის ინტერესებს. დღეს საქართველოს ჰყავს ეროვნული და პატრიოტი ხელისუფლება, რომელიც ატარებს ქართველი ხალხის ინტერესებს პირველ რიგში და ჩვენ ამას ყოველთვის გავაკეთებთ, ყოველთვის დავიცავთ ჩვენს ხალხს, კულტურას, წარსულს და ღირებულებებს. ზუსტად ამ მოცემულობით ვჭირდებით ევროპას და ამით ვართ საინტერესო ევროპული ქვეყნებისთვის, რომ გაგვაჩნია უდიდესი ტრადიცია, ვართ უდიდესი კულტურის ქვეყანა, გვაქვს ჩვენი ღირებულებები და ამ ღირებულებებით გვინდა ევროპული არჩევანი“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მინდა იცოდეთ რომ ყველანი ძალიან მიყვარხართ და ყველას ძალიან გაფასებთ” – გიორგი (გოგა) ჩახუნაშვილი

ცნობილი პედიატრის, აკადემიკოს გიორგი (გოგა) ჩახუნაშვილის ემოციური წერილი საპატიმროდან: "ჩემო...

ზაალ ანჯაფარიძე: “გვაქვს სიტუაცია, როდესაც “ქვას შეხვდა ქვა”

MMA-ის მებრძოლი გიორგი ქართველიშვილის და მისი თანამოაზრეების მიერ დაანონსებულ...

“ევროპასთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია, მაგრამ პარტნიორობა მონობას არ ნიშნავს” – ნიკოლოზ მეტრეველი

ანალიტიკოს ნიკოლოზ მეტრეველის კონკრეტული შეფასებები და პრიორიტეტები ევროკავშირთან დაკავშირებით: "სრულად...

“რეჟიმებისთვის ძალაუფლების წყარო არის არა ხალხი, არამედ გაუნათლებელი, საღ აზრსა და კრიტიკულ აზროვნებას მოკლებული...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, ნანა ტოხვაძე მძიმე შეფასებებს აკეთებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

არჩილ გამზარდია: “ჩვენ ვცხოვრობთ დოქსოპულოთა მმართველობის რეჟიმში”

ქვეყანაში შექმნილ რეალობას მძიმე შეფასებებით ეხმაურება პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი,...

“ზოგ ხსენებულ ადამიანს ვერანაირი იუმორი ვერ შეულახავს რეპუტაციას, ზოგიერთი პოლიტიკოსის რეპუტაცია კი ისეთია, იმის...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია იუმორისტზე თავდასხმის ფაქტს...

“ხელისუფლება იმდენად მძიმე მდგომარეობაშია, რომ სულ უფრო მეტად ცდილობს არა მხოლოდ ქმედებების, არამედ აზრის...

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა მმართველი გუნდის პროპაგანდის ოთხ ძირითად საყრდენზე...