spot_img
მთავარიგარემოს დაცვა და ეკოლოგიამწვანე ნარგავების დაზიანების ან თვითნებურად გაჩეხის, ასევე, მოვლა-აღდგენის...

მწვანე ნარგავების დაზიანების ან თვითნებურად გაჩეხის, ასევე, მოვლა-აღდგენის წესების დარღვევაზე ჯარიმა 5 000 ლარი იქნება

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, პარლამენტმა მიიღო კანონპროექტი, რაც ითვალისწინებს მწვანე ნარგავების დაზიანების ან თვითნებურად გაჩეხის შემთხვევაში, ასევე, მოვლა-აღდგენის წესების დარღვევისთვის ჯარიმების გამკაცრებას.

როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, მსგავსი დარღვევებისთვის, პირველ შემთხვევაში, ჯარიმა 500 ლარის ნაცვლად, 5 000 ლარი იქნება, ხოლო განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, 1 000 ლარის ნაცვლად, 10 000 ლარი.

არაერთხელ გვითქვამს, რომ დედაქალაქში მწვანე ნარგავების მოვლა, შენარჩუნება, მათი განახლება ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ბოლო წლებში, 2017 წლიდან დღემდე, საზოგადოება ხედავს, თუ რამდენი კარგი პროექტი განხორციელდა ამ მიმართულებით.

ჩვენ ყურადღება უნდა მივაქციოთ მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობას, რადგან ჯანსაღი და მწვანე გარემო პირდაპირ აისახება ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობასა და ეკოლოგიურ მდგომარეობაზე. გვაქვს ბევრი შემთხვევა, როდესაც ჯანსაღ ხეებს ჭრიან, მიზანმიმართულად აზიანებენ, რომ შემდეგ მშენებლობა დაიწყონ.

პარლამენტს წარვუდგინეთ კანონპროექტი, რაც ითვალისწინებს მწვანე ნარგავების დაზიანების ან თვითნებურად გაჩეხის შემთხვევაში, ასევე, მოვლა-აღდგენის წესების დარღვევისთვის ჯარიმების გამკაცრებას. კერძოდ, პირველ შემთხვევაში, ჯარიმა იქნება 5 000 ლარი (ნაცვლად დღეს არსებული 500 ლარისა), ხოლო განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, ჯარიმა იქნება 10 000 ლარი (ნაცვლად დღეს არსებული 1 000 ლარისა). ამავე კანონის მიხედვით, პირი, რომელიც მწვანე ნარგავების ხარისხობრივ შეფასებაზე გასცემს არასწორ დასკვნას, დაჯარიმდება 10 000 ლარის ოდენობით პირველ ჯერზე, ხოლო განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, შეიძლება ლიცენზია ჩამოერთვას და საქმიანობა აეკრძალოს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, თბილისის მერიამ მსგავსი ცვლილებების პროექტით საქართველოს მთავრობასაც მიმართა და დედაქალაქში შენობა-ნაგებობის განთავსება საპროექტო ტერიტორიის იმ ნაწილზე, სადაც მწვანე ნარგავების უნებართვო განადგურება მოხდა, დაუშვებელი იქნება.

პარლამენტმა კანონი უკვე მიიღო და გამოაქვეყნა. შესაბამისად, კანონით გათვალისწინებული გამკაცრებული ჯარიმები ძალაში შევიდა 19 ივლისიდან.

მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს პარლამენტის თითოეულ წევრს თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის.

მწვანე ნარგავების უკანონო გაჩეხის პრევენციის მიზნით, შესაბამისი ცვლილებების პროექტით ჩვენ ასევე, მივმართეთ საქართველოს მთავრობას, რომელმაც მიიღო დადგენილება. აღნიშნული დადგენილების მიხედვით, დედაქალაქში შენობა-ნაგებობის განთავსება საპროექტო ტერიტორიის იმ ნაწილზე, სადაც მწვანე ნარგავების უნებართვო განადგურება მოხდა, დაუშვებელი იქნება.

მსგავს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვა გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უნებართვოდ განადგურებულ მწვანე ნარგავებზე მერიის შესაბამისი სამსახური, კომპეტენციის ფარგლებში, ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე და კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღებდა გადაწყვეტილებას მოჭრის ან გადარგვის შესახებ“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ამ მსოფლიო ჩემპიონატმა კიდევ ერთხელ გვიჩვენა, რომ ფეხბურთი ყველასია, მაგრამ გამარჯვება დასავლეთისაა” – ზურაბ...

ფეხბურში მსოფლიოს მიმდინარე ჩემპიონატი ფართო განხილვის საგანია - მრავალმხრივი...

თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს განცხადება

საზოგადოებრივი ტრანსპორტის შეუფერხებლად გადაადგილებისა და საგზაო უსაფრთხოების დაცვის მიზნით,...

“ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია‼️ გარეთ სანქცია‼️ ალტერნატივა‼️” – ნიკა გვარამია

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“ასე ხდება, როცა ქალაქი რჩება ცეხავიკებს და სულიერად მდაბიო პროვინციალებს” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი მწვავე შეფასებებით ეხმაურება რიყის დოქების დემონტაჟისთვის...

“ყველაზე ცუდი ის კი არ არის, როცა ადამიანი ცდება. ყველაზე ცუდია, როცა სხვებს იმას...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას არა(რიტორიკული) შეკითხვები, ირონიის თანხლებით: "კითხვა მაქვს იმ...

“დღეს, ოპოზიციური ლიდერების წინააღმდეგ მთავარ მოწმეებად გვევლინებიან ღიად პრორუსები!” – ნანა ტოხვაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, ნანა ტოხვაძე ე.წ. "საბოტაჟის საქმეზე"...

“ამ უსამართლო ქვეყანაში აღარაფერი გვიკვირს, მაგრამ გზებზე არსებულ განუკითხაობას მაინც ნუ წაახალისებთ!” – ბაჩანა...

მმართველი პარტიის ინიციატივას ცალკეული კატეგორიის მძღოლებისთვის განახორციელოს ფართომასშტაბიანი ამნისტია,...