spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიშალვა პაპუაშვილის მიერ ჩემთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაციის გავრცელება...

შალვა პაპუაშვილის მიერ ჩემთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაციის გავრცელება მინიმუმ უხერხულია

“სტრატეგია აღმაშენებლის” წევრი, პარლამენტის დეპუტატი თეონა აქუბარდია პარლამენტის თავმჯდომარეს კონკრეტული პრეტენზიებით მიმართავს:

მსურს გამოვეხმაურო, პარლამენტის თავმჯდომარის ბატონი შალვა პაპუაშვილის მხრიდან საჯაროდ უკვე მეორედ ჩემი სახელის მოხსენიებას. მიმაჩნია, რომ მის მიერ ჩემთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაციის გავრცელება მინიმუმ უხერხულია მისგან და მიზნად ისახავს წარმოაჩინოს, თითქოს პარტიის პოზიციაში არ ჩაერთოს სამუშაო ჯგუფებში განხეთქილებაა.

მოგმართავთ პირადად თქვენ ბატონო შალვა, რომ თავი დაანებოთ არასწორი ინფორმაციის გავრცელებით დაბნეულობის შეტანის მცდელობას “სტრატეგია აღმაშენებლის” პარტიის პოზიციასთან დაკავშირებით საზოგადოებაში, რამდენადაც პარტიის სიით გასული არცერთი დეპუტატი არ არის ჩართული ამ სამუშაო ჯგუფებში.

გიდასტურებთ იმასაც, რომ როგორც აქამდე, ასევე მომავალშიც ვაპირებ დავესწრო საკომიტეტო განხილვებს, სადაც მათ შორის ამ სამუშაო ჯგუფებში მიღებული პროექტების განხილვა უნდა მოხდეს ინკლუზიურად.

დღეს ბიუროს სხდომაზე თქვენ სამწუხაროდ არ გაიზიარეთ არასამავრებოების რეკომენდაციით რიგგარეშე სესიის მოწვევის ის ინიციატივა, რომელიც ჩვენი მიმართვის საფუძველზე პრეზიდენტმა გაიზიარა. შესაბამისად, თქვენ არ გაიზიარეთ ის სულისკვეთება, რაც 19 აპრილის შეთანხმების საფუძველი და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების აუცილებელი წინაპირობა გახლავთ”, – აცხადებს თეონა აქუბარდია.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ხელისუფლება იმდენად მძიმე მდგომარეობაშია, რომ სულ უფრო მეტად ცდილობს არა მხოლოდ ქმედებების, არამედ აზრის...

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა მმართველი გუნდის პროპაგანდის ოთხ ძირითად საყრდენზე...

“ეს ის შემთხვევაა, როდესაც ქართული ღირებულებების დაცვის სახელით, კუნთმაგარი და ჭკუათხელი ადამიანები ზუსტადაც რომ...

კულტურის, ეროვნული იდენტობის დაცვის მიზნით დაანონსებულ ახალი მოძრაობის შექმნას...

“ევროპასთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია, მაგრამ პარტნიორობა მონობას არ ნიშნავს” – ნიკოლოზ მეტრეველი

ანალიტიკოს ნიკოლოზ მეტრეველის კონკრეტული შეფასებები და პრიორიტეტები ევროკავშირთან დაკავშირებით: "სრულად...

“ამ ზონდერ ხურცილავას ისეთი პიარი აუგორეს, ღირსების ორდენი რომ მიანიჭონ, არ გამიკვირდება” – დავით...

მწერალ ნოდარ დუმბაძის აუგად მოხსენიების მოტივით, სამოქალაქო აქტივისტსა და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

არჩილ გამზარდია: “ჩვენ ვცხოვრობთ დოქსოპულოთა მმართველობის რეჟიმში”

ქვეყანაში შექმნილ რეალობას მძიმე შეფასებებით ეხმაურება პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი,...

“ზოგ ხსენებულ ადამიანს ვერანაირი იუმორი ვერ შეულახავს რეპუტაციას, ზოგიერთი პოლიტიკოსის რეპუტაცია კი ისეთია, იმის...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია იუმორისტზე თავდასხმის ფაქტს...

აჭარის ტურისტული პოტენციალი საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა

ავსტრიულმა სამოგზაურო პლატფორმამ ,,1000 Things” აჭარის შესახებ ვრცელი სტატია...